დე პალმას ვნება:))

ბრაიან დე პალმა გენიოსია, რომლის შემოქმედებაზეც სიმართლე, რომ გითხრათ არასდროს გავგიჟებულვარ და მის ფილმებსაც განსაკუთრებით არ აღუფრთოვანებივარ, მაგრამ რადიკალურად შემეცვალა განწყობა ამ საყვარელი, მოხუცი “ბაბუს” მიმართ, როდესაც მისი უკანასკნელი ნამუშევარი “ვნება” ვნახე.

Image

  სასპენსის მამა და კრიმინალური თრილერის ერთ–ერთი ფუძემდებელი ძალიან საყვარელი მოხუცია, რომელსაც სიმსუქნისგან სიარული უჭირს სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ წითელ ხალიჩაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ხვდა წილად ბედნიერება მიეღო ავტოგრაფი ლეგენდარული რეჟისორისგან. ბრაიან დე პალმა პალაცო დელ სინემაზე ნუმი რიპეისთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც მის უალხეს ფსიქოლოგიურ დრამაში ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. ძალიან საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ თავად ნუმი ავტოგრაფებს არ არიგებს, თუმცა ხალხთან მაინც მივიდა და ერთ–ერთ თავგადაკლულ ფანს კალამი და ფურცელი გამოართვა მიუტანა ბრაიან დე პალმას და შემდეგ უკვე ავტოგრაფიანი ფურცელი ბედნიერებისგან აცრემლებულ გოგონას გადასცა, რომელიც წითელი ხალიჩის პირველ რიგებში იდგა.Image

თუმცა წითელ ხალიჩაზე უფრო კარგი სანახაობა მაყურებელს დარბაზში ელოდა. ჩემი აზრით ბრაიან დე პალმას ფილმი წელს ვენეციის კინოფესტივალზე ერთ–ერთი საუკეთესო იყო.  ეროტიკა+კრიმინალი+დე პალმას რეჟისურა+არაჩვეულებრივი სამსახიობო ანამბლი და შედეგად ძალიან საინტერესო, მრავალპასაჟიანი ფსიქოლოგიური თრილერი. ფილმის სიუჟეტი ერთი შეხედვით მარტივია სამსახური, დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს ჭკვიან თანამშრომელს იდეები მოპაროს, ირეარქიული საფეხურები, სადაც დამსაქმებელი ცდილობს მის ზემმდგომ დამსაქმებელს თავი წართმეული იდეებით მოაწონოს. სმარტფონების სამყაროში  კრისტინი (რეიჩელ მაკადმისი) და იზაბელ ჯეიმსი (ნუმი რიპეისი) ცდილობენ, შექმნან რაღაც კიდევ უფრო ჭკვიანი, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია და გაყიდვის ერთადერთი გზა კარგი რეკლამაა. ფილმის მთავარი მესიჯი ხდება რეიჩელ მაკადამსის გმირის სიტყვები, როდესაც იზაბელ ჯეიმსს  გმირს ეუბნება–შენ ჭკვიანი ხარ, შენ იფიქრებ იდეებს მე ამით ვსარგებლობ მერე რა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს არ უნდა გეწყინოს. კრისტინი  ფამ ფატალია უყვარს სექსუალური თამაშები, ნუმი რიპეისის გმირი თავდამბალი, მაგრამ ძალიან ჭკვიანია, რომელიც დიდი ხნის ჩაგვრის შემდეგ ბრძოლას პირველ რიგში ბოსისთვის კაცის წართმევით იწყებს, თუმცა საყვარელი მამაკაციც ღალატობს და დაგროვილი ბოღმისგან გათავისუფლება და ცხოვრების გაგრძლებების ერთადერთი საშუალება კი იზაბელ ჯეიმსისთვის  კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი მკვლელობაა. ისიც იცის, როგორ შეიქმნას ალიბი, რომ ეჭვი მასზე არავინ მიიტანოს. პარალელურად იკვეთება ლესბოსური ხაზი, ვნება, რომელიც ანტაგონისტურია ამ ორ მთავარ ქალ გმირს შორის. ერთის მხრივ ვნება, რომელიც სექსის სურვილში გამოიხატება, მეორეს მხრივ ვნება, რომელიც ძალადობაში გამოიხატება. ძალიან მომეწონა რეჟისორის გადაწყვეტილება სიზმრებთან დაკავშირებით. ნუმი რიპეისის გმირი მკველობის ჩადენის შემდეგ საკუთარ საწოლში იღვიძებს და სულ რამდენიმე წამით გგონია, რომ დანაშაული, რომესაც წინა კადრში უყურე მხოლოდ სიზამრად ქცეული მისი ოცნებაა, თუმცა ამავე დროს კარზე პოლიცია აკაკუნებს და მას იჭერენ. ციხეში კიდევ რამდენჯერმე მეორდება მსგავსი სცენა, საბოლოოდ ალიბის დამტკიცებაში ნუმი რიპეისი გმირს მასზე შეყვარებული მეგობარი გოგონა ეხმარება, რომელსაც სასტიკი დანაშაულის კადრები ტელეფონით აქვს გადაღებული და ახალ რიპეისის გმირი შანტაჟის მსხვერპლია, იძულებული დათანხმდეს ლესბოსურ ურთიერთობას , ოღონდ მისი საიდუმლო არ გამჟღავნდეს. რეიჩელ მაკადმისის გმირის დასაფლავებაზე კვალვ ჩნდება რეიჩელ მაკადამსის გმირი, ოღონდ კრისტინის  ტყუპისცალი დის სახით და ახლა იზაბელ ჯეიმსს უკვე უჭირს გაარჩიოს რეალურად რომელი და მოკლა ის ვისზეც უნდაოდა შური ეძია, თუ რომელიც უდანაშაულო იყო. ფილმის ფინალი ყველაზე შთამებჭდავია ჩნდება პოლიციელი, რომელსაც სურს ნუმი რიპეისის გმირს ბოდიში მოუხადოს უსამართლო ბრალდებისთვის, პარალელურად რიპეისის გმირი ცდილობს გერლფრენდს ტელეფონი წაართვას , სადაც მისი მამხილებელი კადრებია, რაც უბედრუი შემთხვევით მთავრდება და გოგონა კვდება, თუმცა სიკვდილამდე დანაშაულის კადრებს პოლიციას უგზავნის, რიპეისის კარზე აკაკუნებს კრისტინის ტყუპისცალი და ან თავად კრისტინი და ცდილობს მასზე შური იძიოს. პოლიციაში კი ამ დროს დანაშაულს ხსნიან.  ნუმი რიპეისს კი ისევ საწოლში ეღვიძება, რაც ისევ წამიერად გაფიქრებინებს, რომ მთელი ისტორია სიზამრია, რომ არა ლოგინის გვერდზე რიპეისის მკვდარი გერლფრენდი.

ამ სრულ ქაოსში რეჟისორი მაყურებელს მსუბუქად, რომ ვთქვა მაგრად “ეღადავა”, დაუტოვა ბევრი საფიქრებელი, აჩვენა მძიმე, მაგრამ ძალიან სასაცილო ფილმი არქეტიპული და სტერეოტიუპული პერსონაჟებით და რაც მტავარია დატოვა ჩემთვის ასე საყვარელი ღია ფინალი ბევრი ტვინის სამტვრევით და ინტერპრეტაციის ამოუწურავი საშუალებით. არადა, როდესაც ტრეილერს ვუყურე კინოში მისული სულ სხვა რამეს ველოდი, გამოსული კი ოდნავ გაღიმებული და გაოცებული ვიყავი იმითი, რაც ვნახე. მოკლედ “ვნება” არის დახვეწილი იუმორის, სარკაზმის და კარგი თრილერი ნაზავი. 

მარკო ბელოკიოს “მძინარე ლამაზმანი”

ვენეციაში, რომ ვიყავი და ულამაზესი ქალაქი, რომ არის ჩემი პოსტებიდან ალბათ უკვე ყველამ იცის, კინოფესტივალს, რომ ვაშუქებდი ალბათ ეგეც, მაგრამ რაზეც არსად მილაპარაკია და არავინ იცის იმაზე დავწერ ახლა.

თუ გიყვარს კინო ნებიმსერი ფესტივალი შენთვის  სამოთხეა და განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ფესტივალი ევროპის ერთ–ერთი უძველესი და უპრესტიჟულესი ვენეციის კინოფესტივალია. სამწუხაროდ ბევრი ფილმის ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც ვნახე საკმარისია იმისთვის, რომ პოსტი დავწერო:)

დავიწყებ იტალიელი რეჟისორის მარკო ბელოკიოს “მძინარე ლამაზმანით”. კარგი ფილმი საკმაოდ ბანალური შედარებებით, პარალელებით, სათაურითა, პირადპირი მესიჯებითა და კარგი სამსახიობო ანსამბლით.  ” მძინარე ლამაზმანი” რეჟისორისთვის იტალიაა, ძილის მთავარი მიზეზი კი სილვიო ბერლუსკონის მმართველობა, ფილმის გაგება და აღქმა უცხოსთვის რთულია თუ კარგად არ იცი იტალიის სოციო –პოლიტიკური ვითარება. ფილმში რეჟისორი ძალიან მტკივნეულ და დღემდე დავის საგნად ქცეულ თემას შეეხო. ცოცხალია თუ არა ადამიანი, რომელიც უკვე წლებია კომაშია და რა გადაწყვეტილების მიღებაა “მძინარე ლამაზმანისთვის” უკეთესი,ამისთვის კი მთავრობის დასკვნას და ახალი კანონის მიღებას ელოდებიან. ფილმის სიუჟეტი რამდენიმე გმირის გარშემო ვთარდება, რომელთაც არსებულ სიტუაციაში სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღეს. იზაბელ იუპერის პერსონაჟი, ყოფილი ნიჭიერი მსახიობი გადაწყვეტს მთელი დარჩენილი ცხოვრება კომაში მყოფი შვილის მოვლას მოახმაროს იმ იმედით, რომ ის აუცილებლად გაიღვიძებს. ოჯახურ დრამაში კი ყველაზე მეტად უმცროსი შვილი და იზაბელ იუპერის გმირის მეუღლე იტანჯებიან, ერთი კარგავს დედას დის გამო, მეორე კი ქალს, რომელიც ძალიან უყვარს. დილემის წინაშე დგება იტალიის პარლამენტის წევრი, რომელიც კონგრესმენის პოსტის მიღების გარანტიით იძულებულია ნების წინააღმდეგ წავიდეს და ხმა მისცეს კომაში მყოფების აპარატიდან მოხსნას, მაშინ როდესაც თავს სწორედ იმაში იდანაშაულკებს, რომ კომაში მყოფ მეუღლეს სასიცოცხლო ,მონაცემები გამოურთო, მაშნ როდესაც ქალმა უკანსაკნელი ღონე მოიკრიბა და სანამ გათიშავდნენ მეუღლეს დახმარება სთხოვა. პარლამენტარის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება მისი ქალიშვილი, რომელიც მამას დედის სიკვდილში ადანაშაულებს. ამ ყველაფრის ფონზე კი მთავრობა კომაში მყოფი ქალის ელუანას ბედს წყვეტს, უნდა გამორთონ თუ არა ის აპარატიდან, რასაც ხალხის პროტესტი და აქციები  მოყვება.ნარკომანი ქალი, რომესაც თვითმკველობა აქვს გადაწყვეტილი.  ფინალში ყველაფერი ძალიან ბანალურად ხვდება, დედა, რომელიც გადაწყვეტს დაუბრუნდეს რეალობას, თუმცა კომაში მყოფი შვილის მოვლა კვლავ პრიორიტეტად რჩება, პარლამენტარი, რომელიც გადაწყვეტს კონგრესმენობაზე უარი თქვას და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, გაუმხილოს ქალიშვილს დედის სიკვდილის მიზეზი და აუხსნას, თუ რატომ მოიქცა ასე, ქალიშვილს  ერთ დღეში მისთვის სრულიად უცნობი ბიჭი უყვარდება და გადაწყვეტს  მამასაც ყველაფერი აპატიოს, სიყვარული გადაარჩენს ყველას, თუმცა მაინც ღია ფინალი, ქალიშვილი მამის მოხენსებას კითხულობს და მისი დანაშაულის შესახებაც იგებს, რეაქცია მარკო ბელოკიომ მაყურებელს მიანდო.  დედა, რომელიც კომაში მყოფი შვილის სარეცელთან წევს და ძილში საყვარელ საქმიანობას, მსახიობაბს იხენებს და მონოლოგს ამბობს ცნობილი პიესიდან, ელუანა, რომელიც კვდება და ნარკომანი ქალი, რომელსაც სიყვარული გადაარჩენს სუიციდსგან. კადრი, სადაც რეჟისორი ხაზს უსვამს ფილმის მტავარ მესიჯს, იტალიელი პარლამენტარები ფოტოს გადასაღებად ემზადებიან და ფოტოგრაფიც ორ კედელს შორის ირჩევს ფონს. ერთზე დიდი ასოებით წერია “Liberta”,  მეორეზე კი სილვიო ბერლუსკონის კარდები გადის მონიტორზე, პარლამენტარებიც ერთხმად ირჩევენ ფოტოს ბექგრაუნდად სილვიო ბერლუსკონის. 

 

Placebo in our neighborhood:(

პოსტის წერა უნდა დავიწყო წუწუნით, მეწუწუნება იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ჯგუფი მართავს კონცერტებს უახლოეს ჩრდილეთში:)) კერძოდ მინსკსა და კიევში. მართალია ბილეთები უკვე დავბრონეთ, მაგრამ ფრენების ფასებს, რომ გადავხედეთ “პლაცებოს” კონცერტზე დასწრების ყველა იმედი გადაგვეწურა. არადა კიდევ როდის მექნება შანსი მოვუსმინო ბრაიანს თან ცოცხლად, მართალია მისი ლაივ ჩანაწერები მომსენილი მაქვს და არ გავგიჟდი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც საყვარელი ბენდი ცოცხლად შენს თვალწინ უკავს:((. თან “პლაცებო” ცნობლილია თავისი იმპროვიზაციებით და ბრაიანის გარდა ჯგუფს საოცარი გიტარისტი ჰყავს.

მოკლედ ლაივში ვერ მოვუსმენ საყვარელ კომპოზიციებს 




ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია საყვარელი კომპოზციების, მართალია ახლა “პლაცებო” ისეტი აქტიური და აქტუალური აღარ არის, როგორც მაგალიტად 7 წლის წინ, მაგრამ მე მაინც ვუსმენ, თან ყოველდღე ამოჩემებული რამდენიმე სიმღერა მაქვს. “პლაცებო” თინეიჯერული როკია, “პლაცებო” ქმნის პლაცებოს ეფექტს და შენც ისევ თინეიჯერ ხარ, როგოც იმ სიმღერაში Just 19 and dream obscene with six months off for bad behaviour.თანაც who cares, რომ სულაც არ ვარ თინეიჯერი აგერ უკვე რამდენიმე წელია, მაინც მიყვარს და ვუსმენ. ბრაიან მოლკოს ხმა ჩემთვის ამოუწურავია, ამ ბიჭს რამდენიმე შრიანი, ჩემი აზრით უნიკალური ხმა აქვს. ყველა სიმღერაში განსხვავებულ ტემბრში და ტონალობაში მღერის. შეუძლია იყოს ზე ენერგიული და ზე დეპრესიული და ყოველთვის ზე მაგარი.
მოკლედ ისღა დაგვრჩენია ველოდოთ როდის ჩამოვა “პლაცებო”

Cannes Best Dressed

ფრანგულ რივიერაზე კინოვარსკვლავები, კინოკრიტიკოსები თუ ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ახალი ფილმების სანახავად და მათ შესაფასებლად ჩავიდნენ. თუმცა კანში არანაკლებ საინტერესოა მუშაობა მოდის კრიტიკოსებისთვისაც, ყოველდღიურად ლაჟვარდოვან სანაპიროზე ახალი ფილმის პრემიერის წინ ახალი წითელი ხალიჩა იშლება, სადაც ვარსკვლავების ჩაცმულობას და დიზაინერების უახლეს ტრენდებს მსოფლიოს წამყვანი მოდის კრიტიკოსები აკვირდებიან. კანი ამ პერიოდში არამხოლოდ კინო არამედ მსოფლიო მოდის კანონმდებელიც ხდება.
Image
სხვადასხვა პრესტჟულმა და მოდურმა ჟურნალმა უკვე გამოაქვეყნა საუკეთესოდ ჩაცმული მსახიობების სია. კანის კინოფესტივალის გახსნის დღეს ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ფესტივალის წლევანდელი ჟიურის წევრმა დაიან კრუგერმა დაიმსახურა. ის წითელ ხალიჩაზე მეგობარ ბიჭთან ჯოშუა ჯექსონტან ერტად ჟანბატისტა ვალის ღია ცისფერ კაბაში გამოჩნდა. გრძელი შლეიფით და ჰაეროვანი კაბით მსახიობი ბერძენ ქალღმერთს შეადარეს. ჟიურის პრესკონფერენციაზე კი მსახიობმა ვერსუსის ულამაზესი კაბა მოირგო, კრიტიკოსებმაც ის კიდევ ერთხელ გემოვნებიან ქალბატონად აღიარეს.
Image
შლეიფებიანი კაბები წელს კანის წითელ ხალიჩაზე განმსაკუთრებით მოდური იყო. სწორედ შლეიფიან კაბაზე შეაჩერა თავისი არჩევანი მომღერალმა შერილ კოლმა. მიხეილ ჰანეკეს ფილმის პრემიერისთვის მან სტეფან როლანდის თეთრი კაბა აირჩია, რომელსაც წითელი ბუმბულით გაწყობილი შლეიფი ამშვენებდა. წვიმის მიუხედავად შერილ კოლი ფოტოობიექტივების წინ რამდენიმე წუთი პოზირებდა, მოგვიანებით კი მომღერალმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა რომ კაბა წვიმას არ დაუზიანებია.

Image

ბუმბულებით გაწყობილი კაბა აირჩია ნაომი უოტსმაც, კრიტიკოსების აზრით მსახიობმა მარშესკას კაბაში ჰოლივუდის ოქროს ხანა გააცოცხლა. მისმა ჩაცმულობამ, ფეხსაცმელმა და სამკაულებმა ჟურნალისტების აზრით კანის კინოფესტივალის მეოთხე დღეს ყველა ვარსკვლავი დაჩრდილა.

ფრანგმა ოსკაროსანმა მსაიხობმა მარიონ კოტიარმა წითელი ხალიჩისთვის დიორის კაბა არჩია.შავი  კაბითა და შავი  ფესახცმელებით მსახიობი კინოფესტივალის მეორე დღეს მისივე მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერაზე ”რუსტ ანდ ბოუნ”გამოჩნდა.

როგორც ყველა დაჯიდლოვებაზე ჯესიკა ჩესტეინი ფრანგულ რივიერაზეც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. კინოფესტივალის გახსნაზე და ვეს ანდერსონის ფილმის პრემიერაზე მსახიობმა ალექსანდრე მაქუინის მოდის სახლი აირჩია. ფილმის უკანონოს პრემიერაზე კი ოსკარის ნომინანტი ჯესიკა გუჩის კაბაში ბრწინავდა, ხოლო დოლჩე და გაბანას ყვალილებიანი კაბით მან ფესტივალის მესამე დღეს ნამდვილი ფურორი მოახდინა. მოდის კრიტიკოსების აზრით ჩესიკა ჩესტეინი სადა, მაგრამ ყოველთვის დახვეწილი ჩაცმულობით ერთ-ერი ყველაზე გემოვნებიანი ქალია, კინოკრიტიკოსები კი მას ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობად მიიჩნევენ.

Image

ფესტივალის წამყვანი და ფილმ არტისტის ვარსკვლავი ბერენის ბეჟო კი გახნაზე ფოტოობიექტივებისა და კამერების წინ გუჩის კაბით იწონებდა თავს. ფესტივალის მეორე დღეს კი ბერენისი ატარებდა პრადას.
Image
კანის კინოფესტივალი 27 მაისს დაიხურება, სწორედ ამ დღისთვის და წითელი ხალიჩისთვის ვარსკვლავები კიდევ უფრო განსაკუთრებულად ემზადებიან. სწორედ ამ დღეს გაირკვევა ვინ გახდება კანის კინოფესტივალის წლევანმდელი ტრიუმფატორი და ევროპაში ყველაზე პრესტიჟული, ოქროს პალმის რტოს მფლობელი.

Imagesed

SHERLOCKED

შთაბეჭდილების ქვეშ არ ქვია იმ მდგომარეობას რაც მე ახლა მჭირს, ამას ალბათ კულტურული შოკი ქვია ან რაღაც უფრო მეტი. მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტრადიციულად ფეისბუქში, რომელიღაცა მეგობრის პოსტი ვნახე. იმ პერიოდში მთელი მსოფლიო გაი რიჩის ახალი ფილმის “შერლოკ ჰოლმსსა და აჩრდილთა თამაშების” ეკრანებზე გამოსვლას ელოდა და მეც როგორც რობერტ დაუნი ჯუნიორისა და შერლოკ ჰოლმსის ფანი მათ რიგებში ვეწერებოდი. სწორედ ამ გაგანია მოლოდინის დროს როგორც უკვე ავღნიშნე ერთ–ერთმა მეგობრმა პოსტი დადო ბრიტანულ სერიალ “შერლოკზე”, რომელიც ტრეილერის ნახვის შემდეგ კი მომეწონა, თუმცა რობერტზე შეყვარებულმა სერიალ “შერლოკში” მთავარი გმირის შემსრულებელი ვერანაირად აღვიქვი, როგორ უნდა ყოფილიყო ის ჰოლმსი, რომელიც მე ბავშვობიდან მიყვარდა და რომელსაც ჩემს წარმოდგენაში რობერტ დაუნი ჯუნიორის განსახიერებული ჰოლმსი მთლიანად ასხვადა ფრთებს. ბიბისის სერიალში ჰოლმსს ბრიტანელი ბენედქიტ ქამბერბაჩი თამაშობს, მაღალი,  ძალიან სიმპათიური,  შერლოკ ჰოლმსის ტიპიური მანერებით არაფრით გავს რობერტის ცინიკური, ირონიულ  ჰოლმსს, რომელიც გაი რიჩიმ ცოტა გააშარჟა, ცოტა მეტი გროტესკი მისცა (კრიტიკოსებო ნუ ჩამქოლავთ ეს ჩემი აზრია:)).

Image

 

მთავარი განსხვავება დროშია ბენედიქტის შერლოკი თანამედროვე ჯი პი არესიანი და აიფონიაინი დეტექტვია, უნიკალური დედუქციური გამოძიების ნიჭით, არ ჰყავს მეგობრები, ერთი შეხევდით არ უყვარს არავინ, თუმცა სიცოცხლესაც კი წირავს მათთვის ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასია. ბლოგერი დოქტორი ჯონ უოტსონი, მისის ჰადსონი და თქვენ წარმოიდგინეთ ინსპექტორი ლესტრეიდიც კი შერლოკისთვის ყველაზე ახლო მეგობრები არიან. მომეწონა რეჟისორის გადაწყვეტილება ფილმის მონტაჟათან მიმართებაში განსაკუთრებით კი ის მომენტები, როდესაც შერლოკი მორიგ ამოცანაზე იმტვრევს თავს და უნიკალურ ტვინში იმ ინფორმაციას იძიებს, რომელიც პრობლემის ამოხსნაში დაეხმარება ამ დროს ეკრანზე ცნობიერების ნაკადის ის ქაოტური მდგომარება ჩანს, რაც შერლოკის ტვინში ხდება . თითოეული სერია თითოეული დასრულებული ფილმია, სერ არტურ კონან დოილის თითოეული ნაწარმოები კი თანამედროვე დროში იდეალურადაა გადმოატნილი და მორგებული.

 

შერლოკი მართლაც არაჩვეულებრივია, მაგრამ  ალბათ სერიალის ჯონ უატსონი ალბათ საუკეთესო უატსონი ეკრანული სახეებიდან. უატსონი სერიალშიც ავღანეთის ომიდან ბრუნდება და ერთადერთი ადამიანი ხდება ვინც შერლოკის მძიმე ხასიათსა და არაჩვეულებრივ გონებრივ შესაძლებლობებს უძლებს. განსაკუთრებულია სერიალის მეორე სეზონის ფინალი და მარტინ ფრიმანის არაჩვეულებრივი პერფორმანსი.

 Image

სერიალშიც რათქმაუნდა შერლოკის მთავარი მოწინააღმდეგე პროფესორი მორიარტია, რომელიც საერთოდ არ ავს იმ მორიარტის, რომელსაც წიგნის კითხვის დროს წარმოვიდგენდი. ახალგაზრდა, სიმპათიური და  ძალიან დაკომპლექსებული. შერლოკის ბოროტი , მაგრამ გენიოსი ალტერ ეგო, რომელსაც ისევე როგორც შერლოკს უბრალოდ სწყინდება როდესაც მისი ტვინი რაიმე რთულით არ არის დაკავებული.

 

მოკლედ მე ამ სერიალმა ჭკუიდან გადამიყვანა ისე მომეწონა. ორი სეზონი და 6 საათნახევრიანი სერია ერთ დღეში ვნახე და ახლა მეორე წრეზე წავედი. მე უკვე დაშერლოკებული ვარ, მართლა დაშერლოკებულობაზე გამახსენდა კინაღამ დამავიწყდა იმ ერთადერთი Femme Fatale-ს ხსენება, რომელაც კინაღამ შერლოკს, როგორც თვითონ ამბობს Hard Disc დაუზიანა. აირინ ადლერის სერია ყველაზე ემოციურია ფინალური სცენა კი უბრალოდ ზესცენაა, როდესაც თვალცრემლიანი აირინ ადლერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ერთადერთი ქალია ვინაც შერლოკის მოხიბვლა მოახერხა, თუმცა შერლოკითვის სიყვარული საშიში ნაკლია, აირინ ადლერი კი დაშერლოკებულია. 

 Image

დაშერლოკებულებს ისღა დაგვრჩენია, რომ 2013 წელს და სერიალის მესამე სეზონს ველოდოთ:(

 

ყველაზე “ხმოვანი” უხმო კინო

იმდენი ხანია პოსტი აღარ დამიწერია, პოსტი კი არა ბლოგზეც აღარ შემოვდივარ, მაგრამ არსებობს ისეთი რამეები, რაც ისე შთაგაგონებს, რომ კარგახნის მივიწყებულ ბლოგსაც გაგაცოცხლებინებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ასეთი შთაგონების წყაროდ ფილმები იქცევა ხოლმე და ახლაც ასე მოხდა. 

 Image

  მიშელ ჰაზანავიჩუსის “არტისტი” ალბათ ბევრმა უკვე ნახა და მასზე რაიმეს დაწერა ძალიან დაგვიანებულიც არის, მაგრამ მე ჩემსას ვცდი 🙂

უხმო ფილმი, შავ–თეთრი ცოტა უცნაურია  3 დე–ს ეპოქაში,  თუმცა ჰაზანავიჩუსმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და ერთი შეხევდით არარეალური პროექტი, არარელაუირ ყველანაირი გაგებით–კომერციულად, ყურებადობით–ყველაზე მომგებიან ფილმად აქცია. ერთი კვირაც არ გასულა ჯერ, რაც “არტისტი” ოსკარის ტრიუმფატორად იქცა.

 

“არტის” ჩემთვის ერთი მსახიობის კინოა, არ ვამბობ, რომ ბერენის ბეჟო ცუდად თამაშობს, მაგრამ მისი პერსონაჟი, პეპი მილერი მხოლოდ დამატებაა გენიალური ჯორჯ ვალტინის. ფილმს განუმეორებელს  ჰაზნავიჩუსის რეჟისურისა და ლუდოვიკ ბურსის მუსიკასთან  ერთად ჟან დიუჟარდენი ქმნის. მისი თამაშის მანერა ზუსტად აცოცხლებს უხმო ფილმის ესთეტიკას. ოქროს გლობუსის მიღებისას სცენაზე ასულმა დიუჟარდენმა სამდალობელ სიაში თავისი წარბებიც მოიხსენია, მართლაც წარბი მისი განუყრელია რეკვიზიტია თამაშისას. 

 Image

უყურებ ფილმს და ხვდები, რომ ტექნოლოგიური წინსვლა, სამი დე მწვანე ფონი, კომპიუტერული გრაფიკა –ეს ყველაფერი და უამრავი თანხა სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ შექმნა ყველაზე მეტყველი ფილმი. უხმო, შავ–თეთრი, მაგრამ  ბევრისმთქმელი. ჰაზანავიჩუსმა გადაიღო  სიყვარულის ისტორია, თუმცა არამხოლოდ კაცის და ქალის. პეპი მიელრი კინოვარსკვალვ ჟორჟ ვალენტინზეა შეყვარებული, რეჟისორი იმის ხაზგასასმელად, რომ დიუჟარდენის გმირი პეპის ნამდვილი კუმირია ხშირად კადრებში კომპოზიციას ისე აწყობს, რომ აქცენტირებულია ვალენტინის სახე, როგორც კერპის. მაგალითად პეპის სახლში დიუჟარდენის პოზა, როდესაც მას პეპი უვლის, კადრი დავიდის ცნობილ ნახატს “მარატის სიკვიდლს” გაგახსნებთ, ან მაშინ როდესაც საწოლში წამომჯდარი ვალენტინი პეპის ელაპარაკება, ის მასზე ერთი თავით მაღლა დგას და ლოგინის ჩარდახებიც გარშემო როგორც შარავანდენდი ისე ადგას.

 Image

ერთ–ერთ ინტერვიუში ფილმში ერთ–ერთი მთავარი გმირის შემსრუელებლმა, ლეგენდარულმა მსახიობმა ჯეიმს კრომველმა თქვა, რომ ეს არის ისტორია ფილმების სიყვარულზე. ჯორჯ ვალენტინის მაგალითზე, 21 საუკუნეში ალბათ ყველაზე კარგად ვხედავთ რას განიცდიდა ჩაპლინი, როდესაც მან იმ ნოვაციაზე შეიტყო, რომლის დაჯერება და წარმოდგენაც კი არ უნდოდა. 

წელს ოსკარისთვის დაახლოებით ერთNაირი თემატიკის ორი ფილმი იბრძოლდა. ალბათ ვისაც “არტისტი” და:ჰუგოც” ნანახი აქვს რემინისცენციას ამ ორ ფილმს შორის მარტივად დაინახავს. მელიესი და ვალენტინი–ორივეს კინოსიყვარული აერთიანებს.შთაბეჭდილება რჩება რომ ჰაზანავიჩუსი და სკორსეზე სცენების გადაღენის დროსაც ერთნაირად აზროვნებდნენ (ფირების დაწვა). ერთ შემთხვევაში ვალენტინი ეთხოვება მისთვის ძვირფას ნამუშევრებსა და “არტისტშიც”, ისევე როგორც “ჰუგოში” ერთი ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი გადარჩება.

 Image

და ბოლოს საქართველო “არტისტში”. მეხუთე წუთზე კარგად ჩანს ტიტრი” დიდხანს სიცოცხლე თავისუფალ საქართველოს”.  როდესაც ფილმი პირველად ვნახე დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაპარაკი სწორედ ჩვენს ქვეყანაზე იყო, შემდეგ მსოფლიო პრესაშიც მოვიძიე მასალა და ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი, 

 Image

და ბოლოს დატკბით “არტისტის” ულამაზესი საუნდტრეკით, რომელისთვისაც წელს ოსკარი კომპოზიტორმა ლუდოვიკ ბურსმა ძალიან დამსახურებულად მიიღო.

 http://www.youtube.com/watch?v=ZoertqUoW4A

 

Party, Karamu, Fiesta, Forever

Party, Karamu, Fiesta, Forever-ამ სიტყვებით დაიწყო ენრიკე იგლესიასის კონცერტი ბათუმში. Party, Karamu, Fiesta, Forever-ნიშნავს მთელი ღამე ძალიან ენერგიულ გართობას და დასაწყისმა მართლა გაამართლა. ამ კონცერტზე ის ადამიანებიც გაერთობოდნენ, ვისაც ენრიკეს შემოქმედებასთან კი არა პოპ კულტურასთან საერთოდ არ აქვს შეხება. ენრიკე მეინსტრიმია, მაგრამ ასეთ დროს ეგეც უნდა დაივიწყო და უბრალოდ Party, Karamu, Fiesta, Forever!!!!

უკვე ზედიზედ მეორე წელია ზაფხულის ამ პერიოდში ანუ ივლისის ბოლოს რომელიმე ვარსკვლავს ვხვდები. ზედიზედ ორი წელია ეს ვარსკვლავი ლათინოსია. წინა წელს ეს მსახიობი გაელ გარსია ბერნალი იყო (მექსიკიდან), წელს კიდევ ერთხელ გამიმართლა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჩემს სამსახურს და გადაღებაზე ბათუმში აღმოვჩნდი, პოპ ვარსკვლავ ენრიკე იგლესისთან (ესპანეთი). ვერ ვიტყვი, რომ მის შემოქმედებას კარგად ვინცობდი, ერთი ორი სიმღერა მოსმენილი მქონდა. მაგალითად ვიცოდი რა განწირული ხმით უმღეროდა ვიღაც ქერათმიან მოდელს “შენი გმირი მიწოდეო”, ვიცოდი, რომ ანნა კურნიკოვას ხვდება აგერ უკვე 8 წელი. წასვლამდე მის ახალ ალბომსაც მოვუსმინე. “ეიფორია” საერთოდ არ გავს მის წინა ნამუშევრებს, თანამედროვე პოპ მუსიკისთვის აუწყია ფეხი ენრიკეს. რამდენიმე სიმღერა პიტ ბულთან ჩუწერია, უახლესი ჰიტები კი აშერთან და ნიკოლ შერზინგერთან. საბოლოო ჯამში ეიფორია სულაც არაა ცუდი ალბომი,სიმპატიურ ენრიკეს ახალი იმიჯიც უხდება . ენერგიული , მხიარული და მოფლირტავე გამხდარა , აღარაა მწარედ შეყვარებული რომანტიკოსი ბიჭი.

რაც შეეხება კონცერტს ძალიან მაგარი გამოდგა, ყოველ შემთხვევაში ასეთი დონის ორგანიზებული კონცერტი საქართველოში არასოდეს მინახავს. ემ თი ვიმ ბოლომდე იზრუნა იმისთვის, რომ ხმა ,განათება, სცენა მართლა უმაღლესი სტანდარტების ყოფილიყო და გამოუვიდა კიდეც. დეკორაცია სცენაზე ყოველი ნომრის შემდეგ უსწრაფესად იცვლებოდა. ქართველი მომღერლების შემდეგ კი საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ ენრიკე გამოჩნდა, სანამ სცენაზე გავიდოდა ჟურნალისტების პლატფორმას ჩაუარა. 36 წლის არის, მაგრამ თინეიჯერი ბიჭის სტილი აქვს მორგებული, თავიდან ფეხებამდე პოპ ვარსკვლავია, მანერებით ჩაცმულობით ქცევებით, ფანებთან მიმართბეში ყველაზე მეტად მომეწონა მისი საქციელი. თავს არასოდეს არიდებს მათ. მაგალითად სასტუმროში ცენტრალური შესასვლელიდან მიდის და არა სარგებლობს ვიპ შესასვლელით. უამრავ ფანს ხელს ართმევს, ფოტოების გადასაღებადაც თითონ ეპატიჟება. თუ ავტოგრაფს თხოვ უარს არც მაგაზე ეუბნება არავის და რაც მთავარია აქვს ყველაზე მაგარი მზერა.

რაც შეეხება კონცერტს მართლაც ემ თი ვური იყო, ენრიკესაც თავი არ დაუზოგავს, სცენაზე ბოლომდე დაიხარჯა.საპასუხო რეაქციაც ადეკვატური იყო. ქართველმა თინეიჯერობამ პოპ შემსრულებლის თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად იცოდა.
ენრიკე თავის ბათუმურ შთაბეჭდილებებს შემდეგ უკვე ტვიტერზე თავის “ფოლოუერებს” უზიარებდა და ეუბნებოდა, რომ ბათუმში “ნამდვილი” აფეთქება ჰქონდა.

და კიდევ ენრიკე ჩემი ყველაზე სიმპატიური რესპოდენტია. შერატონის ფოიეში დაღლილ დაქანცულს კონცერტის შემდეგ ინტერვიუს მოცემა არ დაეზარა და არც თავი დაუფასებია, რითაც თავისი ვარსკვლავობის მიუხედავად უბრალოებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. შერატონის ფოიეშივე არ დაეზარა და ფანებთან სურათის გადაიღო. ჩემს კომპლიმენტებზეც (ვუყვიროდი That was greatest show ever-თქო) გულ წრფელად მიხდიდა მადლობებს. საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი კონცერტი გამოვიდა. ამბობენ ემ თი ვი კიდევ დაბრუნდება სხვა ლაივ კონცერტებით საქართველოშიო, ველოდები და ძალიან მინდა ბევრი კარგი მომღერალი საქართველოში.

მისი უახლესი სიმღერა, რომელიც ლაივზე ძალიან მაგრად იმღერა

It all ends Here:((

შემდეგ კვირას ჩვენთვის, პოტერომანებისთვის დიდი კვირაა. 14 ივლისს საქართველოში ჰარისა და ლორდი ვოლდემორის გადამწყვეტ ბრძოლას ვნახავთ. ეს პატივი უკვე ქონდათ ფანებს, ვინც მოახერხა და ხუთშაბათისთვის ლონდონში ჩავიდა. მართალია რამდენიმე ღამე წვიმაში მოუწიათ გათენება, თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირდა. ხუთშაბათს უზარმაზარი წითელი ხალიჩა ტრაფალგარის სკვერიდან ლეისტერამდე გაიშალა და მასზე ფილმის ვარსკვლავებმა გაიარეს, ბევრ ბედნიერ ფანს მათი ავტოგრაფიც ერგო და ზოგიერთმა იღბლიანმა ფოტოც კი გადაიღო.

ემა უატსონი, ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებელი წითელ ხალიჩაზე ოსკარ დელარენტას ულამაზეს კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. მისი თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი ძალიან კარდაგ იყო შეხმაებული კაბასთან და მართლა სადღესასწაულო ელფერს ქმნიდა.

დენიელ რედკლიფი წითელი ხალიჩის მტავარი გმირი იყო, მის გამოჩენას რაღა თქმა უნდა განსაკუთრებული ოვაციები მოყვა, ყველაზე დიდი მოთხოვნაც ჰარი პოტერის შემსრულებლის როლზეიყო. მის დანახვაზე თაყვანისმცემელი გოგონები ცრემლებს ვეღარ იკავებდნენ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუბეში კი ყველა ფანი ერთიდაიმავეს იმეორებდა,მორჩა დამთავრდა, ის რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და რითიც ჩვენ ყველა გავიზარდეთ. დენიელმა კი წითელი ხალიჩისთვის ტრადიციულად კლასიკური სტილი არჩია და თავისი ჩაცმულობა დიზაინერ საიმონ სპურს მიანდო. ნაცრისფერ შარვალ კოსტიუმში ნამდვილ ბრიტანელ ჯენტლმენს გავდა.

წითელ ხალიჩაზე ატმისფერი კაბით მისვლა გადაწყვიტა ბონი რაითმა, ჯინი უისლის როლის შემსრულებელმა. მსახიობის არჩევანი მიუ მიუს ელეგანტურ კაბაზე შეჩერდა. სხვათაშორის ბონი რაითი სულ ცოტა ხნის წინ ჰარი პოტერის კიდევ ერთი გმირის, გელერტ გრინდევალდის როლის შესრულებელზე, ჯეიმი ქემპბელზე დაქორწინდა.

ასეთი იყო ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების წითელი ხალიჩის მოდა. ფრანჩაიზის ბოლო ფილმის პრემიერა თბილისსში 14 ივლისსაა, სამწუხაროდ თბილისში არც წითელი ხალიჩა იქნება და არც ფილმის ვარსკვლავები დაარიგებენ ავტოგრაფებს და გადაიღებენ ფოტოებს.