The revenant-ადამიანი რომელიც სასიკვდილო მოგზაურობიდან ცოცხალი დაბრუნდა.ჰიუ გლასი რევენანტია, რომელიც წლებმა უკვე აქცია ამერიკის ფოლკლორის ნაწილად. ამბავი დაუჯერებელია, თუმცა ისტორია ადასტურებს, რომ ჰიუ გლასმა მართლაც შეუძლებელი შეძლო, დათვისგან დაჭირლმა 320 კილომეტრი ხოხვით გაიარა. თვითგადარჩენის ინსტიქტი შურსძიებითაა გაჯერებული, ჰიუ გლასიც მოძარობს ამ ორი ძალის კარნახით. ჰიუ გლასი ცხოვრობდა მაშინ, როდესაც ამერიკის ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ველურ ტყეებს ეკავა, ინდიელები შიშის ზარს სცემდნენ მათ მიწებზე შეჭრილ უცხოელებს, ჰიუ გლასი ცხოვრობდა ისტორიის იმ მონაკვეთში, რომლის შესახებაც ჩვენთვის მინიმალურია ცნობილი. სწორედ ამიტომ ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუს უახლესი, ოსკარის ნომინანტი ნამუშევარი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. თავად რეჟისორი ამბობს, რომ ფილმი ისტორიული სიზუსტის მაქსიმალური დაცვით აღადგინა.

ოსკაროსანი ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუ შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ კინოეკრანებს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, ბრუტალური, სულისშემძვრელი ვესტერნით ურბუნდება. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ინირიტუს უახლესი ფილმი გადარჩენილი და მასში შესრულებული მთავარი როლი გახდება ლენარდო დიკაპრიოს კარიერაში პირველი და დამსახურებული ოსკარის მომტანი.
ჩემი აზრით კი ამ ფილმს ორი ვარსკვლავი ყავს. ბრიტანელი ტომ ჰარდი თავისი სამსახიობო ოსტატობით ლეონარდო დიკაპრიოს ნამდვილად არ ჩამოუვარდება და გადარჩენილშიც ორი უდიდესი მსაიხობის მიერ შექმნილი პერსონაჟების დაპირისპირებას ნახავთ. ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუს სარეჟისორო ოსტატობასა და ზედმიწევნით სწორად შერჩეულ სამსახიობო ანსამბს ჩივოს ანუ ორ გზის ოსკაროსანი კინემატოგრაფის ემანუელ ლუბეცკის გასაოცარი გადაღების მანერა ემატება. ერთ-ერთ ინტერვიუში ტომ ჰარდის კითხეს-როგორ შეიძლება ლეოს ასე ცუდად მოექცე? ჰარდიმ დაუფიქრებლად უპასუხა-ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ მე ის ორმოში დავტოვე. იყო თუ არა მისთვის ემოციური ამ როლის თამაში ჰარდი კლვალვ ზედმეტი ფიქრის გარეშე პასუხობს, რომ საერთოდაც არა. ასეთია ჰარდი რომლისთვისაც როგორც ამბობს ფილმებში თამაში მისი შემოსავლის წყაროა, უარს არცერთ როლზე არ ამბობს, რადგანაც სურს რომ აქტიური იყოს ბიზნესში. ჰარდი გენიალურია. რევენანტი კი ამის დასტური.


სანამ გადარჩენილი ეკრანებზე გამოვიდოდა გავრცელდა ჭორი თითოქს ფილმში ლეონარდო დიკაპრიოის დათვი ორჯერ აუპატიურებს, ეს ჭორი თავად მსაიხობმა რაღა თქმა უნდა უარყო.ლეონარდო დიკაპრიოს გმირი ჰიუ გლასი გრიზლის თავდასხმის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში და სასიკვდილოდ მიტოვებული აღმოჩნდა, თუმცა მან მაინც მოახერხა გადარჩენა დასაბოლოო შურისძიებისთვის 320 კილომეტრი ხოხვით გაიარა და ლუიზიანას ჩრდილოეთში უცნობ ტერიტორიებზე უამრავი დაბრკოლების დაძლევა .
გადარჩენილის გადაღებაზე მუშაობა პროდუსერმა აკივა გოლდსმანმა 2011 წელს დაიწყო. ფილმი ჩან ვუკ პარკს უნდა გადაეღო სამუელ ელ ჯექსონით მთავარ როლში, თუმცა რეჟისორმა პროექტი დატოვა მას შემდეგ არაერთი კანდიდატი განიხილებოდა, საბოლოოდ კი 2011 წელს ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუ დაამტკიცეს, რომელმაც თავის მხირ მთავარ როლზე ლეონარდო დიკაპრიო დაამტკიცა.
ფილმმა უკვე მოიპოვა ოქროს გლობუსის 4 ნომინაცია, სავარადუოა, რომ კრიტიკოსების რჩეული და წლის ერთ-ერთ საუკეთესო კინონამუშევრად დასახელებული გადარჩენილი ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ფავორიტიც გახდება. ამას კი 14 იანვარს შევიტყობთ, როდესაც აკადემია თავის რჩეულებს დაასახელებს.

გადარჩენილი სუსტი ნერვების პატრონებზე არაა გათვლილი. ფილმის მთავარი გმირი ჰიუ გლასი რეალური პიროვნებაა, რომელსაც ცხოვრება სასტიკად მოექცა. ცხოელების ტყავზე მონადირე ხაფანგების დამგებს ლეონარდო დიკაპრიო საოცარი ოსტატობით ასახიერებს. ფილმის ყურებისას გაგიჩნდბეათ განცდა, რომ ასეთი ბუნებრიობით, ასეთი სიზუსტითა და შურისძიების ამგვარი გრძნობით ჰიუ გლასს თანამედროვე კინოინდუსტრაიში ვერცერთ სხვა მსაიხობი ვერ გააცოცხლებდა, თუმცა მას აბოსოლუტარდ ღირსეულ პარტნიორბას უწვენ ბრიტანელი მსაიხობი დომნალ გლისონი, ჰოლივუდის ჯერ კიდევ ახალბერდა უილ პოატიე და მთავარი უარყოფითი როლის შემსრულებელი ტომ ჰარდი.
((შუმი))
ინიარიტუ გიყვებათ სულისშემძვრელ ისტორიას, როგორ გადაურჩა ტყავებზე მონადირეთა ნაწილი ადგილობრივი ინდიელების თავდასხმას 1823 წელს, რომელსაც მონადირეთა მხოლოდ ნაწილი გადაურჩა, გრიზლისა და ჰიუ გლასის შებრძოლების სცენის ყურებისას კი შიშისგან თვალისდახუჭვაც მოგიწევთ, ჰიუ გლასის ბრძოლა თვითგადარჩენისა და შურისძიებისთვის კი საოცრად დაძაბული, ბრუტალური სანახაობაა . ორ საათნახევრის განმავლობაში რეჟისორი სამსახიობო ანსამბლთან ერთად მაყურბელსაც აწამებს იმ სულისშმეკრვრელი შურისძიების ეპიკური ისტორიით, რომლის სიუჟეტიც 19 საუკუნის ოციანი წლების ველურ აღმოსავლეთში ვითარდება.
((შუმი))
ამ ფილმში არ არის კლასიკური ანტაგონისტი და პროტაგონისტი, ძალიან რთულია თქვა ვინ არის კარგი ტიპი და ვინ ცუდი ამ ფილმში, ეს ისტორია არც არის ამაზე. აქცენტი ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებზე, თვითგადარჩენის სურვილზე და ბრუტალურ გარემოში მის ქცევაზე კეთდება,

ინირიტუმ და კინოოპერატორმა ემანუელ ლუბეცკიმ ბირდმენის შემდეგ კიდევ ერთხელ ითანამშრომლეს. ჩივოს ჰოლივუდში განათებისა და შუქ ჩრდილების დიდოსტატს უწოდებენ, ჩივოს გენიალობას გადარჩენილის მაყურებელი კიდევ ერთხელ აღმოაჩენს. უწყვეტი კადრის ეფეტქს, რომელიც ასე კარგად იგრძნობოდა ბირდემში ჩივო ახალ ფილმშიც იყენებს, რომელიც ინდიელების მიერ ამერიკელი მონადირეების ბანაკის დაპყრობის სცენას კიდევ უფრო მეტ დრამატიზმსა და სისატიკეს მატებს.
მე 19 საუკუნის მონტანასა და სამხრეთ დაკოტასთვის შესაბამისი გარემო ჩივომ კანადასა და არგენტინაში აღმოაჩინა. გადასაღაღებმა მოედანის სიზუსტემ საოცარი შედეგი გაოიღო. ფილმში რეალურად გაყინული მსაიოხბების სუნთვას უბრალოდ კი არ ნახავთ არამედ თბილ დარბაზში ფილმის საყურებლად კომფორტულად მსხდარებიც კი ბოლომდე შეიგრნობთ. მოგვიანებით მსაიხობები ამბობდნენ, რომ გადასაღები დღეები მათთვას ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ფილმის ყურებისას არამხოლოდ სიცივეს არამედ პერსონაჟების ტკივილსაც გრძნობთ. გადარჩენილი მაიკლ პანკის 2002 წელს დაწერილი ნოველის ადაპტაციაა, ინიარიტუ და თანასცენარისტი მარკ ელ სმითი ზედმიწევნით აცოცხლებენ გლასის ისტორიას მისი სრული სისატიკითა და სიველურით. მას შემდეგ რაც ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟს დათვი დაეხმება თავს, გუნდს მასთან ერთად გზის გაგრძელება უჭირს, სწორედ ამიტომ კაპიტანი, რომელსაც ფილმში დომნოლ გლისონი განასახიერებს გადაწყვეტს გლასთან მეთვალყურედ რამდენიმე ადამიანი დატოვოს, მათ შორისაა ფიცჯერალდიც, რომელიც გლასს სასიკვდილოდ მიატოვებს. ფილმში გლასის ცხოვრების ფლეშბექებიცაა ჩართული, სცენები სადაც დიკაპრიოს პერსონაჟს გარდაცლილი მეუღლის ჰალუცინაციები აქვს, თავისი ირეალური კადრებითა და რეფრენად გაყოლილი ფრაზებით აუცილებლად მოგაგონებთ ტერენს მალიკის კინოხელოვნებას.
ტომ ჰარდი ინიარიტუს ფილმში უარყოფითი როლის სათამაშოდაა დაბადებული, მისი სამსახიობო ოსტატობა ამ ფილმში ბოლომდე იშლება და ყოველგვარ საზღვარს არღვევს. სცენა სადაც ის გლასს ცოცხლად მარხავს ამის ნათელი დასტურია.
გადარჩენილი უდავოდ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი და დაუეჯრებელი ამბის ეკრანიზაციაა, შეიძლება ფილმი ფილოსოფიური არსს მოკლებულია, მაგრამ თვითგადარჩენისკენ სწრაფვა ინიარიტუს მთავარი თემაა და ის ადამიანის ამ თვისებას საოცარი ბრწყინვალებით გადმოსცემს.ისტორიის ბრუტალურობას ჩივოს კადრებთან, მსაიხობების მაქსიმალურ ბუნებრიობასთან, გარემოს სისატიკესთან ერთად რიუჩი საკამატოს მუსიკალური რიგიც ემატება.
და კვლავ ლეონარდო დიკაპრიო, დამალურლი დიდი და ბუნძური წვერის მიღმა, საერთო ჯამში ალბათ მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს, როლისთვის მას ინდიელთა ენის შესწავლაც დასჭირდა, გადარჩენილში მისი ლექსიკონი გადარჩენილში მხოლოდ დამხრაების სათხოვნელი შორისდებულებით განისაზღვრება, თუმცა ის ვირტუოზული ოსტატობით აღწერს ერთი კაცის ბრუტალურ ისტორიას, სრული სიცხადით ქმნის ჰიუ გლასის პორტრეტს, ის დარდით და შურისძიებითაა სავსე. მისი პერფორმანსი გულში ჩამვდომია თავისი ბრუტალური ძალითა და ჩუმი მჭერმეტყველებით. ის ნამდვილი ტალანტია, გადამრჩენი აჩვენებს თუ რა უსაზღვროა მისი სამსახიობო ნიჭი, ფილმში ის ცდის საკუთარ თავს, იწვევს და ამტკიცებს, რომ მისი ნიჭი აბოსლუტურად ყოვლეგვარ გამოწვევას უძლებს. როდესაც ფილმის ყურებას დაასრულებთ მიხვდებით, თუ რა დაძაბულები, ბოლომდე ჩართულები ისხდეით ორ საათნახევრის განმავლობაში, გააცნპბიერებთ, რომ ფილმი სადაც დიალოგები მინიმალურ დონეზეა დაყვანილი ალბათ ყველაზე მეტყველია, რაც კი ბოლო დროს გინახავთ. თქვენ ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად აღმოჩნდებით და ერთი ადამიანისთვის სრულიად დაუჯერებელ მოგზაურობაში აღმოჩნდებით.

ნილ ბლომკამპის სამეცნიერო ფანტასტიკა

არ მსურს ჩემმა ფილმებმა ვინმეს შეურაცყოფა მიაყენოს, მაგრამ მთელი მსოფლიო პოლიტკორეკტულია, ასე რომ არ ვაპირებ არ გადავიღო ფილმი იმიტო, რომ ვინმეს ის არაპოლიტკორექტულად მიაჩნია. რაღაც მეტაფორები და ალეგორიები ქრება, აზრს კარგავს და რჩება მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა

ნილ ბლომკამპი იღებს სამეცნიერო ფანტასტიკას და მისი ხელწერა პირველივე ფილმში გამოიკვეთა, მის ფილმს პირველივე კადრზე ამოიცნობთ.

ადამიანები, რომლებიც იღებენ ფილმებს და თვლიან რომ სამყაროს ცვლიან, ძალიან ცდებიან. თუ სამყაროს შეცვლაა მიზანი, მაშინ უამრავი, უკეთესი რამის კეთება შეუძლიათ. მე ვაკეთებ პოლიტიკურად დაკვირვებულ ფილმებს, რომლსაც აუდიტორია მარტივად გაიგებს

ნილ ბლომკამპი იოჰანენსბურგში დაიბადა, ქალაქი მის შთაგონების წყაროდ იქცა. მის ფილმებში შექმნილი გარემო მშობლიური ქალაქის ანალოგია.

იოჰანენსბურგი უცნაური ქალაქია, მისი ნახევარი ლოს ანჯელესის მდიდრულ ნაწილს გავს, მეორე ნახევარი  კი რიო დეჟანრეიროს ღატაკ ნაწილს, ამიტომ ვთლი რომ ის უცნაური ქალაქია. ვფიქრობ იოჰანენსბურგი წარმოადგენს მომავალს, ჩემი ვერსია თუ როგორი იქნება უახლოეს რამდენიმე წელიწადში სამყაროს ზუსტად ემთხვევა იოჰანენსბურგს, სწორედ ამიტომაა ის ჩემთვის საინტერესო და შთაგონების მდიდარი წყარო

ნილ ბლომკამპი 16 წლის იყო შარლტო კოპლი , რომ გაიცნო. სწორედ კოპლის დახმარებით შეისწავლა სამი დე ანიმაცია და დიზაინი, 18 წლის იყო როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ვანკუვერში გადავიდა და ვანკუვერის კინოსკოლაშიც ჩააბარა. კინოინდუსტრიაში მუშაობა 90 იანი წლებინდან და სამი დე ანიმატორად დაიწყო. აკეთებდა სამი დე ანიმაციებსა და ვიზუალურ ეფექტებს რეკლამებისთვის და იღებდა მოკლმეტრაჟიან ფილმებს, სწორედ მისმა ერთ-ერთმა ექსპერიმენტულმა ნამუშევრმა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტ პოლიციელზე პიტერ ჯექსონის ყურადღება მიიქცია, მოკლე მეტრაჟიან ფილმში სახელოწდებით „ჰალოუ“ ნილ ბლომკამპმ საკუთარი სამყარო შექმნა, ფილმების სერიამ   განსაკუთღებული წარმატება მოიპოვა,

ძალიან მიყვარს სამყარო და მითოლოგია, რომელიც ჰალოუში შევქმენით. რომ შემეძოს მას ფილმად ვაქცევდი, თუმცა სწორედ ესაა პრობლემა, ჩემი იდეის ინტერპრეტაციას წინააღმდეგობას 150 ადამიანი უწევს, ანუ ის ხალხი ვინც იდეის ადაპტაციაშია ჩართული

იმაზე, რომ მას ხშირად ვერ უგებენ ბევრ წერს პრესასთან ინტერვიუებში.

დიდ დროს ფიქრში ვატარებ, ძირითადად გაღიზიანებული დავდივარ, ვუწოდებდი ჩემს თავს ბედნიერს, ალბათ კი, მაგრამ შემდეგ ვხვდები თუ რა ძლიერ მაღიზიანებს ხოლმე საზოგადოება

მაშნ როდესაც ჰალოუს ფილმად ქცევის იდეა ვერ შედგა, პიტერ ჯექსონმა გადაწყვიტა ბლომკაპის ახალი იდეის მეცრე რაიონის პროდუსერი გამხდარიყო. ფილმში მთავარი როლი რეჟისორის დიდხნის მეგობარმა და პარტნიორმა შარლო კოპლიმ განასახიერა, სცენარზე კი ბლოკმკამპმა მწერალ მეუღლესთან ერთად იმუშავა, მეცხრე რაიონი კინოეკრანებზე 2009 წლის აგვისტოში გამოვიდა და კრიტიკოსების აღიარებასთან ერთად დიდი ფინანსური მოგებაც მოუტანა შექმნელებს. ნილ ბლომკაპს კინოდებიუტმა ოსკარის სამი ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაც მოუტანა.

((შუმი))

ელიზიუმი დისტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკაა მეთ დეიმონით მთავარ როლში. დედამიწა განადგურებული და საცოხვრებლად უვარგისია, ღარიბებისტვის დედამიწაზე საცხპოვრებლად დარჩენა განაჩენია, მდიდრებისთვის კი ფეშენებელური კოსმიური ხომალდი არსებობს, კოლუსალური თანხის გადახდის შემთხვევაში ხომალდზე კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრება გელით ასეთია ნილ ბლომკამპის მეორე ნამუშევრის შეინაარსი. კლასობრივი დაპირისპირების ვიზუალიზაციის იდეამ ბლომკამპი ელიზიუმის შექმნამდე მიიყვანა. ფილმის კრიტიკა არ იყო ცუდი, თუმცა თავად რეჟისორმა აღიარა, რომ ფილმის საბოლოო ვერსით თავად არ იყო კმაყოფილი.

წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა ჩაპი, მხიარული ცოტა ბავშვური და უკვე მივხვდი როგორი ფილმის გადაღება მსურდა, ფილმებს ვიზუალურად აღვიქვავ, მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდები მინდა თუ არა მისი ეკრანზე გადატანა

ჩაპი ნილ ბლომკამპის ახალი ნამუშევარია, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პოლიციელი, რომელიც კრიმინალების ხელში აღმოჩნდება-სახალისო და ორიგინალური ისტორია, რომელიც საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღის ადრე გამოდის

((შუმი))

((პირველი ფილმი, რომლემაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რეჟისორობა მომანდომა და მის ყურებას ვერღარ ვწყვეტდი იო უცხო, ალბათ ათი წლის ვიყავი, რომ ვნახე და მან ჩემი ცნობიერება შეცვალა))

რიდლი სკოტის უცხო ნილ ბლომკამპის ცხოვრებაში  გამორჩეული ადგილს იკავებს. ამბობს რომ ვერ წარმოედგინა თუ ოდესმე თავად გახდებოდა ფრენჩაიზის ერთ-ერთი ფილმის რეჟისორი.მთელი მსოფლიო ელის თუ როგორი იქნება ნილ ბლოკმკამპის უცხო. სიგურნი უივერით მთავარ როლში უცხოს ფრენჩაიზის მეხუთე ფილმი გამოვა. თავდაპირველად როდესაც ბლომკამპი ჯერ კიდევ არ იყო რეჟსორის პოსტზე დამტკიცებული სცენარი ჯოს ვედონმა დაწერა, უივერი კი ფრენჩაიზსშ დაბრუნებაზე უარს აცხადებდა, მიზეზი უინტერესო სცენარი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ჩაპიზე ბლომკაპმპთან ერთად იმუშავა, და უცხოს ახალი ფილმის კონცეფიაც ერთად შეიმუშავეს უივერმა თქვა, რომ ითამაშებდა ელენ რიპლის როლს თუ რეჟისორი ბლომკამპი იქნებოდა და სცენარზეც ის იმუშავებდა. 2015 წლის თებერვალში ცნობილი გახდა რომ უივერი გადასაღებ მოედანს უბრუნდებოდა, ბლომკამპი კი წლების ოცნებას აიხდენდა.

დოკუმენტური ფილმის ესთეტიკისა და ნატურალური ფოტო რეალისტური კომპიუტერული გამოსახულების სინთეზი ასე შეიძლება აისახოს ნილ ბლოკმამპის ხელწერა. 35 წლის რეჟისორს თავისი გამორჩეული სტილისტიკითა და ხედვით კიდევ უფრო დიდ წარმატებას წინასწარმეტყველებენ. ბლომკამპმა ჰოლივუდის ახალი ტაობის რეჟისორებს შორის უკვე დაიკავა საკუთარი ნიშა.

Gothic plus Western means McCarthy

mccarthyსამხრეთული გოთიკის, ვესტერნისა და პოსტ აპოკალიპუტირ ჟანრების სინთეზი-ასე შეიძლება განისაზღვროს პულიცერის პრემიის მფლობელი 81 წლის კორმაკ მაკარტის შემოქმედება. ამერიკის სამხრეთის პროვინციულ ცხოვრებას ის თავის ნოველებში ყველაზე სასტიკი გზით აცოცხლებს, მისი პერსონაჟები სასტიკი მოძალადეები და კომპლექსური ტიპაჟები არიან.მაკარტის პერსონაჟების ვიზუალიც იკონურია. პირდაპირი მინიშნებები მათ ჩაცმულობასა თუ თმის ვარცხნილობაშია, მაგალითად ანტონ ჩიგური მოთხობიდან „მოხუცების დრო წავიდა“. ფსიქოპატის სახეს უჩვეულო გაზის იარაღი, სამხრეტული სამოსი და ვარცხნილობა ქმნის. მისი გამოჩენა ისტორიაში სწორედ მისი აღწერით იწყება, რაც მაშნვე გიქმნის წარმოდგენას თუ რა პერსონაჟია ანტონ ჩიგური. კორმაკ მაკარტის შემოქმედებაშ არ არსებობს პოლარიზება კარგსა და ცუდს შორის, უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით რომ მის მოთხრბებში პროტაგონისტი ისაა, ვინც ანატგონისტს ებრძვის და იმ პროტაგონისტსაც თავისი ბნელი დაფარული მხარეები აქვს. ამის კარგი მაგალითია კვლავ პერსონაჟი „მოხუცებისთვის არაა ადგილიდან“ ლიუელინ მოსი, რომელიც ისტორიის დასაწყისში მილიონს იპარავს.

მაკარტი ყოველთვის ინდივიდის დასაცევად დგება. ის ადამიანს იღებს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მის მოთხრობებში ვერ ნახავთ მკვეთრად გამოხატულ ცუდსა და კარგს, არასდროს ხდება პოლარიზება, ის კიცხავს სოციუმს, რომელიც ვერ უგებს ინდივიდს, რომელიც კვეთავს მას და სრულ იზოლაციაში აქცევს, რაც მოგვიანებით კიდევ უფრო ფატალურ შედეგებს იძლევა.მაკარტი კიცხავს საზოგადოებას, რომელიც ინდივიდებს არ წყალობს. მაკარტი მიიჩნევს, რომ ადამიანი თავის თავში კარგსაც და ცუდსაც მოიცავს შესაბამისად ყველა თანაბარია, სოციუმმა კი არ უნდა გამოყოს ის, არამედ აქციოს ის მის ნაწილად, ასოციალური სოციალურად. ეს ხაზი მაკარტის თითოულ მოთხრობაში ცენტრალურ პოზიციას იკავებს.„ის ღვთის შვილი იყო, ალბათ ისეთივე როგორიც თქვენ ხართ“-ამბობს ერთ-ერტ უარყოფით პერსონაჟზე და ამითი ალბათ ყველაზე კარგად გამნოხატავს საკუთარ სათქმელს.

კორმაკ მაკარტიმ კარიერა ტენესის უნივერსიტეტიდან დაიწყო. მკითხველმა ის პირველად მოთხრობით „ ბაღის მცველით“ გაიცნო, რომელიც 1965 წელს გამოქვეყნდა. სიუჟეტი ტენესის პატარა, ჩაკეტილ კომუნაში სამი ცენტრალური პერსონაჟის გარშემო ვითარდება. პირველივე რომანიდან მისი პერსონაჟები მორალური საკითხების წინაშე დგებიან. მაშინ როდესაც ქვეყანაშ მშრალი კანონი მეფობს ბუტლგერი მერიონი მანაქნას მგზავრს უჩერებს, რომელიც მის მოკვლას და გაძარცვას ცდილობს. თუმცა მერიონის მის მოკვლას ახერხებს და სხეულს მებაღე არტურის მიწაზე მალავს, არტური სხეულის აღმოჩენის შემდეგ მას აკლდამაშ მარხავს და ფაქტის შესახებ პოლიციასაც არ აცნობებს. მოკლულის შვილი კი ფიცს დებს, რომ მამის მკვლელზე შურს იძიებს. ერთ დღესაც მსხვერპლის შვილი ბუტლგერს დახმარებას აღმოუჩენს, მიუხედავად იმისა, რომ იცის სწორედ მან მოკლა მამა. ბუტლეგერთან ის საუკეთესო მეგობარი ხდება და გადამწყვეტ მომენტში პოლიციასთან მის დასაჭერად თანამშრომლობაზეც უარს ამბობს. ისევე როგორც კორმაკ მაკარტის სხვა ნოველებში ბაღის მცველშიც ისეთი თემებია წინა პლანზე წამოწეული როგორიცაა უცოდველობა, მამა-შვილს შორის ურთიერთობა, დილემები და გადაწყვეტილებები რომლის მიღებაც ადამიანს უწევს. პირველივე მოთხრობამ მწერალს უილიამ ფოლკნერის ჯილდო მოუტანა. კორმაკ მაკარტიმ მოთხრობა პირველად გამომცემლობა რენდომ ჰაუსს გაუგზავნა. მოთხრობას კი რედაქტირება უილიამ ფოლკნერის რედაქტორმა ალბერტ ერსკინმა გაუკეთა, სწორედ ის უკეთებდა მომდევნო 20 წლის განმავლობაშ მაკარტის ყველა მოთხრობის რედაკტირებას.

საზოგადოებისა და ინდივიდის ურთიერთობა კარგად ჩანს მაკარტის მომდევნო ნოველაში. ამერიკის სამხრეთის პატარა სოფლის მოსახლეობა მზადაა ყველანაირად დაეხმაროს ბედნის ანაბარა დატოვებულ, მარტოხელა დედას. ეხმარებიან, საკვებით, სამოსით თუმცა გულისტკივილს და შეცოდების გრძნობას, სისასტიკე და ზიზღი ცვლის მაშინ როცა იგებენ, რომ ქალს შვილი ინცესტის შედეგად, საკუთარი ძმისან ყავს გაჩენილი. სამხრეთ ევროპაში მოგზაურობის შედეგად კი გაჩნდა კორმაკ მაკარტის მომდევნო ნოველა „Outer Dark”/“უშორესი სიბნელე“. რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა . ნოველა ორი ადამიანის პერსპექტივით ვითარდება. რინთი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ინცესტის შედეგად ძმისგან შვილს აჩენს. მისი ძმა კულა დას ეუბნება, რომ ბავშვი ავადმყოფი დაიბადა და გარდაიცვალა, რინთი იგებს რომ ეს ტყულია და ძმამ ახალშობილი ტყეში სასიკვიდლოდ დატოვა, ბავშვის გადასარჩენად მიდის. ამის შემდეგ კი და ძის გზა იყოფა. კულა ქალაქიდან ქალაქში მიდის სამუშაოს საძებნელად, რონტის კი გარშემომყოფები ეხმარებიან.მისი ორსულობის შესახებ სიმართლის შეტყობის შემდეგ კი მას სასტიკად ექცევიან.

რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით შეიქმნა კორმაკ მაკარტის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნოველა „ღვთის შვილი“. სიუჟეტი სამხრეთ აპალაჩიაშ ვითარდება ცენტრალური პერსონაჟი კი ახალგაზრდა და სასტიკი გაძევებულია. ისევე როგორც წინა ნოველაში მაკარტი აქაც ისეთ თემებს წევს წინა პლანზე როგორიცაა უკიდურესი სიმარტოვე, სრული იზოლაცია, საზოგადოების დამოკიდებულება, პერვერსია და სისატიკედა ყველა ეს თემა მაკარტის მოთხრობებში ადამიანის ჩვეულ ბუნებად აღიქმება და არა მენტალურ დარღვევად. მაკარტი გვთავაზობს საზოგადოებას, სადაც თითოულ ადამიანს რაღაც განსაკუთღებით ბნელი ამოძრავებს. მაკარტი არღვევს ლიტერატურულ წესებს, მაგალითისტვის გიი არასდროს იყენებს ბრჭყალებს, წერის რამდენიმე სტილს შორის მოძრაობს . მაგალითად მის მოთხრობებში ერთმანეთს პოეტური პროზა, პირველი პირის თხრობა, სადაც მთხრობელი უცნობია და მესამე პირის მიერ ფაქტის აღქმა ცვლის. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ლესტერ ბალარდია, რომელსაც მთხრობელი მკითხველს ასე აცნობს „ის ღვთის შვილი იყო, ალბათ ისეთივე როგორიც თქვენ ხართ“. ბალარდის სიცოცხლე არის წარუმატებელი მცდელობა მოერგოს გარე სამყაროს, მოახდინოს ადაპტირება. მშობლებისა და გარშემომყოფების მიერ ბალარდის პიროვნება სრულიად დათრგუნულია, რის შედეგადაც ბალარდის განვითარების დონე კი არაფრით აღემატება გამოქვებული ადამიანისას. ამ შემთხვევაში მწერას სურს აქცენტი პიროვნების ჩამოყალიბებაში საზოგადოების როლზე შეაჩეროს. ის სვავს კითხვას თუ რას უზამს საზოგადოება განსხვაებულ ადამიანს დაემხრაბეა თუ ბოლომდე გაწირავს. ამ შემთხვევაში კი პასუხი მეორეა.ბევრი ფიქრობს რომ ღვთის შვილს ისტორიული რემინისცენციები აქვს კუ კლუქს კლანთან, ბალარდი კი კუ კლუქს კლანის ერთ-ერთი ლიდერის პროტოტიპად განიხილება.

ლიტერტაურულ წრეებში კორმაკ მაკარტიზე 1985 წელს კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ მაშინ როდესაც, გამოჩნდა მისი მორიგი ნოველა სისხლიანი მერიდიანი. ისტორია თინეიჯერის გარშემო ვითარდება, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების წევრი ხდება, მათი ძირითადი საქმიანობა კი გართობის მიზნით მექსიკის საღვარზე ამერიკელების ხოცვა ჟლეტაა.

სისხლიანი მერიდიანი კორმაკ მაკარტის შედევრად და ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა.

მაკარტის არაერთი მოთხორბა იქცა ფილმად, მაგალითად მშვენიერი ცხენები. მოთხრობა რომანტიკულია და შინაარსითა და ჟანრობრივად განსხვავდება მაკარტის წინა ნამუშევრებისგან, ფილმში კი მთავარ როლებს მეტ დეიმონი, პენელოპა კრუსი და ბილი ბობ ტორტონი თამაშობენ.

5 ოსკარი მიიღო მაკარტის მოთხრობის „არ არის ქვეყანა მოხუცებისთვის“ მიხედვით შექმნილმა ფილმმა. პოლ თომას ანდერსონმა კი სისხლიანი ნავთობის ისტორია აქცია ფილმად, გზაც ოსკარის რამდენიმე ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. გასულ წელს კი მაკარტიმ თავად დაწერა პირველი სცენარი ფილმისთის. მრჩეველი სისხლიანი აბსურდული დრამაა, რომელიც რიდლი სკოტმა აქცია ფილმად და მასში ჰოლუვუდის თანავარსკვლავედი თამაშობს. ცნობილია, რომ 81 წლის მაკარტი სამ ახალ ნოველაზე მუშაობს. ერთ-ერთი მათაბის შინაარსი 80 იანი წლების ნიუ ორლეანში ვითარდება. მაკარტის 20 ამდე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი რათქმაუნდა პულიცერის პრემიაა.

Birdman or unexpected Virtue of Ignorance

მაიკლ კიტონი, რომელიც კინოსამყარში მის მიერ განსახიერებული ბეთმენის როლითაა ცნობილი ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუს შავ კომედიაში ასახიერებს რიგან ტომსონს, რომელსაც მთელი მსოფლიო ბერდმენის როლით იცნობს. როდესაც მსახიობს ინიარიტუმ სცენარი გაუგზავნა წასაკითხად, ისიც აღნიშნა, რომ კიტონი მასში აუცილებლად აღმოაჩენდა პარალელებს საკუთარ ბიოგრაფიასთან.

Birdman5birdman-alejandro-gonzc3a1lez-ic3b1c3a1rritubird

რიგან ტომსონს წლების წინ განასახიერა სუპერგმირი, ჩიტის კოსტუმშ გამოწყობილი, ზებუნებრივი ძალებით დაჯიდლოვებული პერსონაჟი. ბლოკბასტერმა მას მსოფლიო აღიარება და დიდი ფინანსური მოგება მოუტანა. მილიონობით ფანისთვის ასაკში შესული რიგან ტომსონი კვლავ ჩიტის ფორმაშ გამოწყობილი გმირია.

ასაკშ შესული ტომსონი თითქოს არც არსებობს, ის ფუჭი მსახიობია, რომელმაც ჰოლივუდური დიდების დღეები უკან მოიტოვა. აწმყოში კი საშველს ბროვეიზე ეძებს. თეატრალური დადგმა მისი ლეგენდარული დაბრუნება უნდა იყოს, მისი ახალი სახე სერიოზული, პატივსაცემი მსაიხობის და რეჟისორის ამპლუაში. სწორედ ამიტომ რიგან ტომპოსონი წერს, დგავს და თამაშობს რეიმონდ კარვერის მოთრხობას სახელწოდებით „რაზე ვსაუბრობთ როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ“.

ბერდმენი სატირაა, რომელიც საუკეთესოდ აშარჟებს თანამედროვე პოპკულტურას. ერთი საშალო მსაიხობის კოშმარი, რომელსაც სურს სუპერგმირის იმიჯი ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს გახდეს ხელოვანი, ჭეშმარიტი მსაიხობი, რომლის ნამუშევრებსაც კრიტიკოსები სრული სერიოზულობით ეკიდებიან. საკუთარი დადმისტის იდეალური სამსახიობო ანსამბლის ძებნა რიგან ტომსონს მაიკლთან ახვედრებს. ედვარდ ნორტონის მიერ განსაკუთრებით შთამბეჭდავად შექმნილი მაიკლი სცენაზე რეალიზმის მომხრეა, თვლის, რომ თამაშის ეს მანერა სპექტაკლს სხვა მასშტაბებს შესძენს და მაყურებელსაც ბევრად მეტად მოხიბლავს.

ბრიდმენის ირონია მის თითოულ სცენაში და თითოულ პერსონაჟში იკითხება. რეჟისორი თანამედროვე პოპკულტურის იკონურ სახეებსაც იყენებს საკუთარი სათქმელის კიდევ უფრო ხაზაგასასმელად. მაგალითად ჯერემი რენერი  ან რობერტ დაუნი ჯუნიორი, რომელიც შეიძლება ითქვას რომ რიგან ტომსონის პროტოტიპია, მსახიობი რომელსაც ყველაზე კარგად ბერდმენის მსგავსად რკინის კაცის როლით იცნობენ. რიგან ტომსონი ალბათ უფრო კრებითი სახეა ყველა იმ მსაიხობისა, რომელმაც ერთხელ მაინც განასახიერა სუპერგმირი და თაყვანისმცემელთა ტვინებშიც საბოლოოდ სწორედ სპეციალურ კოსტუმში გამოწყობილი სამყაროს მხსნელის სახით ჩაიბეჭდა.

რა მჭირს , რატომ არავის ვუყვარვარ?-ამბობს რიგან ტომსონის პერსონაჟი სპექტაკლში მოგვიანებით კი იგივე კითხავს უკვე თავად სვავს. ბირდმენის ფორმაშ გამოწყობილი საკუთარი ალტერ ეგოც მოსვენებს არ აძლევს და სთავაზობს მისცეს ხალხს ის რაც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ.

მიეცი ხალხს ის რაც შენგან სურთ, გააცოცხლე ძველმოდური აპოკალიპტური პონრო, შექმენი ბერდმენი ფენიქსის აღზევება, უამრავი მაყურებელი, მსოფლიო კინოთეატრები და მილიარდობით მოგება გარანტირებული გექნება, გადაარჩინე ადამიანები საცოდავი, მოსაწყენი ცხოვრებისტგან-მაყურებელს მოსწონს ექშენი, ბლოკბასტერები და სუპერმიგრები. არავის სჭირდება შენი დეპრესიული ფილოსოფიური სისულელეები სცენიდან-რიგენ ტომსონს ბირდმენის იკონურ კოსტუმში გამოწყობილი ალტერ ეგო.

რიგენ ტომსონი ომოარიტუს ფილმში არ არის კლასიკური პროტაგონისტი, ის უფრო შარჟია, რომელზეც მაყურებელი უფრო იცინის ვიდრე თანაგრძნობა უჩნდება.

ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუ თეატრალურ კულისებთან ერთად მსახიობის ქაოტურ ტვინის ლაბირინთში გამოგზაურებთ. გენიალური ემანეულ ლუბეცკის საოპერატორო ხელოვნება კი ფილმის ჩანაფიქრს იდეალურად ეხმიანება. რეჟისორის ჩანაფიქრით ფილმის ყურებისას მაყურებელს უნდა შექმნოდა განცდა, რომ ის მთლიანი ორსაათიანი უწყვეტი კადრითაა გადაღებული. თეატრი როგორც  ცოცხალი ორგანიზმი, სადაც მოვლენათა ჯაჭვი არასდროს წყდება სწორედ ამ განცდას ტოვებს ფილმის გადაღების მანერა.

თითოული სცენის შექმნა მთელი გადამღები ჯგუფისტვის ნამდვილი გამოწვევა იყო, თუმცა ბერდმენში ყველაზე რთული თაიმს სქვერზე მაიკლ კიტონის გადაღება იყო, ქვედა საცვალშ გამოწყობილ მსახიობს ჩანაფიქრის მიხედვით ბერდმენის უამრავ ფანს შორის უნდა გაეკვლია გზა. ფილმის შექმნელებს არ ჰქონდათ უფლება თაიმსქვერი გადაღებისთვის გადაეკეთატ და არც იმდენი ფინანსები, რომ მასიური კადრებისთვის ზედმეტი მსახიობები მოეწვიათ, ასე რომ მათ გარისკეს და ფილმში ადგილზე რეალურად მყოფი ადამიანები გადაიღეს. უამრავი საფრთხის წინაშე აღმობჩდნით, გვეშინოდა დაცვის, ასევე იყო საშიშროება, რომ სცენის რომელიმე მონაწილე კამერაში შემოიხედავდა, არადა ეს ერთი დიდი სცენა უნდა ყოფილიყო და თუ ის ჩავარდებოდა ჩვენ უბრალოდ ვეღარ შევცვლიდით და მისი ამ სახით დატოვება მოგვიწევდა ფილმში-ამბობს ინიარიტუ. იმისთვის, რომ სცენა გადაეღოთ თაიმსქუერზე მხოლოდ ოპერატორი ემანუელ ლუბეცკი, ბუმერი ციფრული დიზაინის ტექნიკოსი იმყოფებოდნენ. 8 ასისტენტი კი თაიმს სქუერზე შეკრებილი ხალხის ჯგუფში იყვნენ გარეული რათა ექსცესებს არ ჰქონოდა ადგილი. საკუთარი სმარტფონით იღებდა სცენას ალეხანდრო ინიარიტუ, რომელიც ხალხთან ერთად იდგა. იმისათვის, რომ მასიურ სცენებში მონაწილე ადამიანებს კამერისტის ყურადღება არ მიექციათ ინიარიტუმ დრამერი დაიქირავა, რომელიც სცენის გადაღებისას უკავრდა. ყველა ტურისტს სურდა დრამერისთვის შეეხედა, რადგანაც ნახევრად შიშველი ადამინი თაის სქუერზეც ადრეც უნახავთ-ამბობს ინიარიტუ. ამ სცენის გადაღებისას შეგვეძლო გასაოცარი ადამიანი ობობა ორისთვის შექმნილი თაიმს სქვერის ანალოგი გადასაღები მოედანი გამოგვეყენებინა ადამიანები კი გრაფიკის საშუალებით შეგვექმნა, მაგრამ ეს ძლიან ხელოვნური იქნებოდა-ამბობს რეჟსორი. იმისთვის რომ სცენა გადაეღოთ კიდევ ერთი რამ იყო საჭირო, ყველა იმ ბრენდის ნებართვა, რომლის რეკლამაც იმ დროს თაიმს სქვერზე დამონატაჟებულ მონიტორებზე გადიოდა. რთული გადაღებების საბოლოო შედეგი კი არის შთამბეჭდავი გასაოცარი სცენა, რომელსაც თვალს ნამდვილად ვერ მოსწყვეტთ.

თითოული მსახიობის პერფორმანსი გასაოცარია. მაიკლ კიტონის ბრძოლა საკუთარ ალტერ ეგოსთან და კოლეგებისგან თუ კრიტიკოსებისგან აუღიარებლობით გაწამებული სახით ის საზოგადო სახეს ქმნის, თუმცა არამხოლოდ მსახიობის მასთან პარალელის გავლება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, სწორედ ეს იყო ალეხანდროს ჩანაფიქრი ეჩვენებინა თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც რაღაც ასაკში არ ცხოვრობს ისე და არ წარმოადგენს იმას რაც ახალგაზრდობაშ სურდა, რომ ყოფილიყო რა ხდება მაშინ როდესაც საკუთარ მომავალზე წარმოდგენილი ოცნებები იმსხვრევა და რეალობა რადიკალურად განსხვავებულია.

ალეხანდრო გონსალეს ინიაროტუ- ვფიქრობ , რომ კომედია ტრაგედიის სახეცვლილი ფორმაა, ის რაც რიგანს დაემართა ეს ერთგვარი ტრაგედიაა, მაგრამ მე მინდოდა ეს ყველაფერი უკუღმა წარმომეჩინა, მიდგომაც ამ ისტორიისადმი სწორედ ასეთი გვქონდა. ვეცადეთ იუმორი და სიტუაცია სცენარში ასახული მოვლენებისთვის მიგვესადაგებინა. მე მგონი ცხოვრებაშიც ასეა შეიძლება რაღაც მოვლენა იყოს ტრაგიკული, შეიძლება იგივე მოვლენა კომიკურად აღიქვა. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მიუდგები ერთიდაიგივე მოვლენას

რიგანს  ეშინია, რომ თუ ის და ჯორჯ ქლუნი ერთ ავიაკატასტროფაშ მოყვებიან მას არავინ ახსენებს და პრესის პირველ ფურცლებს მისი სახელგანთქმული კოლეგა დაიკავებს, სურს იყოს ხელოვანი, მაგრამ რეალურად ისიც იცის რომ ჩვეულებრივი ხელმოცარულია. არც მამად ვარგოდა და ვერც ჭეშმარიტ ხელოვანობას მიაღწია. შვილის მუდმივად საყვადურით აღსავსე თვალები კი მონოლოგი კი ამაში საბოლოოდ არწმუნებს. ემა სთოუნი რიგან თომსონის შვილს თამაშობს, საკუთარი შთამბეჭდავი პერფორმანსის წყალობით ემა სთოუნი ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის რჩეულ ხუთეულში მოხვდა, ის წელს საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობის კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოლებს.

მაიკლ კიტონი-ფილმს იმდენი შრე აქვს და თითოული შრე კიდევ თავის თავში რამდენიმე შრეს აერთიანებს. ალეხანდრომ თავის გარშემო თავისი საქმის ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა. ალეხანდრო გასაოცარი რეჟისორია. რიგან ტომსონის ცხოვრება რაღაცით გავს ჩემსას, მე ყოველთვის მინდოდა ასეთ ფილმში მეთამაშა, ასეთი პერსონაჟ შემექმნა. ასეტი ფილმით მსურდა განაცხადი გამეკეთებინა, მემუშავა ასეთი დონის ადამიანებთან , როდესაც ალეხანდროსნაირ ადამიანებთან მუშაობას იწყებ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. თავიდან ცოტა გეშინია, არ იცი სადამდე მიხვალ, მაგრამ ალეხანდრო ყოველთვის ძალიან სწორ მიმართულებას იძლევა. ამის შემდეგ კი გინდა ამ ყველაფრის ნაწილი იყო და შიშისაც აღარ გეშინია.

ემა სტოუნი-რიგანს ძალიან უნდა საკუთარი ადგილი დაიკავოს, იყოს ადეკვატური თანამედროვე სამყაროსთან. ჩემი პერსონაჟი სემი მას უხსნის სოციალური მედიის მნიშვნელობას, რომელსაც ის ასე ჯიუტად უარყოფს. ძალიან შეიცვალა ცნობილი ადამიანებისადმი მიდგომა თანამედროვე ეპოქაში და რიგანს ეს არ ესმის, რადგანაც როცა ის პოპულარული იყო მსგავსი არაფერი ხდებოდა. რიგანი ამ ყველაფრის იგნორირებით ცდილობს იყოს პატივსაცემი, ღირსეული მსახიობი. ამ დროს კი ის ყველას თავში ბლოკბასტერის ვარსკვლავად რჩება, ჩემი პერსონაჟი კი მის დამოკიდებულებას მუდმივად აკრიტიკებს

ედვარდ ნორტონისთვის ნიუ იორკის თეატრი კარგად ნაცნობი თემაა, მან კარიერა სწორედ თეატრალური დადგმებით აიწყო. ინიარიტუს ფილმში კი მსაიხობს თამაშობს, რომელსაც სურს წაშალოს ზღვარი მაყურებელსა და მსახიობებს შორის , სურს დაამკიდროს ჰიპერ რეალიზმი და სცენაზე გათამაშებული თითოული აქტი ნამდვილი იყოს. ედარდ ნორტონი ოსკარისთვის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობის კატეგორიაშ იბრძვის.

ედვარდ ნორტონი-სანამ გადაღებების დავიწყებდით, ა;ეხანდრომ გვითხრა, რომ ეს ფილმი არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ მსახიობებზე,ხელოვანებზე. არამედ ეს ისტორია ყველასთვის ახლობელი უნდა ყოფილიყო და ის უნდა მორგებოდა, ექიმსაც,პოლიტიკოსსაც და იურისტსაც.ჩემი აზრით ეს არის ფილმი იმ წუთებზე როცა გრძნობ რომ ძალიან შორს წახვედი იმ კეთილშობილი წარმოდგენისგან, რაც საკუთარ თავზე გქონდა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. შეიძლება ითქვას რომ ეს ერთგავრი საშუალო ასაკის კრიზისია, რომელიც თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაშ დგება. ალეხანდროს სურდა ეჩვენებინა, რომ ახალგაზრდობაშ ყველას აქვს საკუთარ თავზე ოცნებები, როგორი იქნებიან, როგორი იქნება მათი ცხოვრება და ყოველთვის ფიქრობ, რომ ეს ცხოვრება ძალიან ღირსეული იქნება, მაგრამ როცა აღწევ ამ ასაკს და ხვდები, რომ შენი ცხოვრება წარმოდგენილისგან განსხვავდება ეს ძალიან მძიმე ექზისტენციალური კრიზისის მიზეზი შეიძლება გახდეს. 

ბევრი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ოსკარს წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სწორედ ბრიდმენი მიიღებს, გამარჯვებს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაშიც სწორედ ბირდმენის ვარსკვლავს მაიკლ კიტონს წინასწარმეტყველებენ.

“მოსე:ღმერთები და მეფეები”

exodus-poster

მართლები იყვნენ ის კრიტიკოსები ჩვენზე რამდენიმე დღით ადრე, რომ ქონდათ რიდლი სკოტის უახლესი ნამუშევრის “მოსე:ღმერთები და მეფეების” ნახვის პრივილეგია და რომ წერდნენ ბევრი სცენის ყურებას თვალცრემლიანები დაასრულებთო. ემოციური, შთამბეჭდავი, ღრმა კომპლექსური. ფილმს კი აშკარად ეტყობა, რომ აგნოსტიკოსის გადაღებულია.

რიდლი სკოტი ეჭვქვეშ არ აყენებს მოსეს მითს. ის ისტორიას იღებს როგორც მოცემულობას, იყენებს როგორც ნარატივს, თუმცა მის მიღმა შლის ისტორიას ახლებურად,ღრმად, კომპლექსურად,   მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებით რიდლი სკოტს რომ შეუძლია.

ღმერთი, როგორც მოსეს ალტერ ეგო, ქვეცნობიერი და შეიძლება ითქვას გონების ხმა,რაციონალური ძალა, რომელიც მუდამ ებრძვის მოსეს, რომელსაც ხშირ შემთხვევაშ არ სურს იმ სისასტიკის ჩადენა, რასაც ალტერ ეგო კარნახობს. ღმერთის ენით ფილმში ათი წლის ბიჭი საუბრობს. რიდლი სკოტმა საოცარი ოსტატობით შეძლო ის, რაც ვერ შეძლო დარენ არონოფსკიმ “ნოეში”. რიდლი სკოტთან არ არის არანაირი ზებუნებრივი ძალა, რაც მას მაგალითად მოსეს და მის ხალხს  ზღვის გადალახვაში დაეხმარება, ყველა ჯერზე რიდლი სკოტი გიმტკიცებს, რომ რელიგიური დოგმების მიღმა ყოველთვის დგას რაციონალური ახსნა.  ღმერთთან მისი დიალოგებიც არაა ლოგიკას მოკლიბული, რადგანაც ეს ყველაფერი მოსეს დიალოგია საკუთარ თავთან. პირველად როდესაც ცეცხლმოკიდებულ ბუჩქს ხედავს და ღმერთის ენით მოსაუბრე ბიჭიც ეცხადება, მანამდე მოსეს თავში ქვა ხდება შესაბამისად საუბარი ღმერთთან გათიშული მოსეს გონებაში ფორმირდება.

მე მჭირდება გენერალი, ადამიანი, რომელიც იბრძოლებს ეუბნება რიდლი სკოტის ბიბლიორ დრამაში ღმერთი მოსეს. კრისტიან ბეილის მიერ შექმნილი მოსე კი ზუსტად შესაბამისი ტიპაჟია. ის ძლიერი, მამაცი, ფლობს ბრძოლის ტექნიკას და არ უშინდება დაბრკოლებებს. კრისტიან ბეილი ფილმშ მოსეს იმ სახეს ქმნის რაც ყველამ კარგად ვიცით ძველი აღთქმიდან. exodus-final-trailer-11102014-095738

კრისტიან ბეილი გენიოსია. არაჩეულებრივიად წარმოაჩენს მოსეს პერსონაჟის სირთულეს, მას არ აწუხებს შინაგანი დილემა, ყველა სიტუაციაში ზუსტად იცის თუ რა არის სწორი  და ყველა საკვანძო მომენტში არ უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მას შემდეგ, რაც რამზესმა ის სასახლიდან გააგდო და ფაქტიურად სასიკვიდლოდ გაწირა მოსემ იპოვა ახალი ოჯახი, მოიპოვა სიმშივიდე თუმცა ღმერთთან პირველი დიალოგი იმის დასტურია, რომ მას არ ასვენებს დანაშაულის შეგრძნება. მას შემდეგ რაც ნახა რა მდგომარეობაშ იყო საკუთარი ხალხი თითქოს ვალდებულება გაუჩნდა, თავი დამნაშავედ მიიჩნია, ის იყო პრინცი, სასახლის დატოვების შემდეგ კვლავ მოიპოვა ბედნიერა, ჰყავს ცოლი და შვილი, ცხოვრობს ბედნიერი,ის  არასდროს ყოფილა ებრაელი მონა, არასდროს განუცდია საკუთარი თანამემამულეენის მდგომარეობა, სწორედ ერთგვარი დანშაულის გრძნობა გახდა ოჯახის მიტოვების მტკივნეული მიზეზი და რთულ, გრძელ და სახიფათო ემოციურ და ფიზიკურ ვოიაჟში ჩაბმა

და შენ მიყვები ასეთ ღმერთს, ღმერთს რომელმაც ბავშვებიც კი არ დაინდო?-რიდლი სკოტს სვავს კითხვას, რაც მაყურებელს მთელი ფილმის განმავლობაში აწუხებს, რამდენად სამართლიანია ღმერთი, რომელმაც ეგვიპტელი ხალხი ბოლომდე გაანდგურა. ღმერთი მოვლენების მაყურებელია და არა უშუალო წარმმართველი.

რამზესისა და მოსეს ურთიერთობა ფილმში ცენტრალურ ადგილს იკავებს. რამზესი რთული პიროვნებაა, აშკარაა, რომ მოსეს ჩრდილქვეშ გაიზარდა. არასრულფასოვნების კომპლექსად ექცა მამის აშკარა სიმპატია მოსესადმი. ერთ-ერთი ემოციური მომენტია სწორედ რამზესის ურთიერთობა შვილთან, ფილმს თითქოს რეფრენად გასდევს რამზესის  სიტყვები-ასე მშვიდად იმიტომ გძინავს, რომ იცი ყველას უყვარხარ, ასე მე არასდროს მიძინია. რამზესის გრძნობა მოსესადმი ამბივალენტურია, თან უყვარს, თან მასში კონკურენტს ხედავს, ისეთ კონკურენტს რომლის ყველა უპირატესობაც უნდა აღიარო.

ალბათ სიმბოლურია, რომ ფილმი რიდლი სკოტმა საკუთარ ძმას ასევე რეჟისორ ტონი სკოტს მიუძღვნა, რომელმაც ორი წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როგორც ამბობენ რიდლიმ უმცროსი ძმის სიკვდილი ძალიან განიცადა. “მოსე:ღმერთები და მეფეები” რიდლი სკოტის ძალიან პირადი დრამაა, რომელიც კინოეკრანებზე ულამაზესი ვიზუალით ცოცხლდება.

რიდლი სკოტი ქმნის კადრებს, რომელსაც ვერ დაივიწყებ. ზღვაში ჩაძირული მეომრების უძრავი კადრი და ფსკერზე თეთრი ცხენის დაცემა, სისხლით შეღებილი ნილოსი, ბატალური სცენები დაგარწმუნებთ იმაშ, რომ ეს ფილმი აუცილებლად სამი დე ფორმატშია სანახავი და იმისთვის, რომ “მოსეთი” ჩემი აღფრთოვანება გაიზიაროთ ნახეთ ის, სანამ კინოთეატრებში დგას.

სანამ კინოთეატრში ნახვალთ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ მოსეს მსახიობებზე და გადაღების პროცესზე.  

სამეცნიერო თეზისები ნოლანის “ინტერსტელარში”

ადამიანებიი დაბადებიდან ცდილობენ ახალი აღმოჩენების გაკეთებას, ახალი ტერიტორიების შესწავლას, ადამიანი ბუნებით მკვლევარია, სურთ ბოლომდე შეისწავლონ დედამიწა და გასცდნენ მის საზღვრებს, იმოგზაურონ მთვარეზე დადგან ფეხი სხვა პლანეტაზე და ბოლომდე შეისწავლონ გალაქტიკა, იმოგზაურონ მზის სისტემის მიღმა- ეს ადამიანების მარადი ოცნებაა, რომელიც რეჟსორმა კრისტოფერ ნოლანმა ფილმში ინტერსტელარი რეალობად აქცია. კაცობრიობის ბედი მაშინ როდესაც დედამიწაზე ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება და შეიძლება თუ არა შექიმნას ახალი სამყარო-შეიძლება მაყურებელს ეს ყველაფერი რიგირთი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის მთავარ თემად მოეჩვენოს, თუმცა ინტერსტელარს საფუძვლად რეალური სამეცნიერო კვლევები უდევს. ინტერსტელარის შექმნის წინაპირობად მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ფიზიკოსის კიფ თორნის თეორიები იქცა. 

უფრო დეტალურად თუ როგორ შეიქმნა ფილმი გადადით ლინკზე

http://www.myvideo.ge/?video_id=2449376

ბასკეთი-გასაოცარი ბილბაო

bilbao guggenheim

თუ ოდემსე ბასკეთში გადაწყვეტთ გამგზავრებას, უნდა იცოდეთ, რომ წინ ძალიან მხიარული ფრენა გელით. კონტრასტს სხვა ევროპულ ქალაქებში გამგზავრებასთან სტამბულის აეროპორტშივე იგრძნობთ. ჩასხდომამდე ნახევარი საათი მაინცაა დარჩენილი, მაგრამ გასასვლელთან უკვე უზარმაზარია რიგია.”გეითის” გახსნის მოლოდინში ყველა ფეხზე დგას, თითქოს ეშინიათ ბორტზე ვინმემ არ აასწროთ . საუბრობენ ძალიან ხმამაღლა, იცინიან ხმამაღლა, გადაძახილენი რიგის ერთი მხრიდან მეორე მხარეს ჩვეუელბირივი მოვლენაა. ნამდვილი მხიარულება კი თვითმფრინავში იწყება, დგანან ჯგუფ ჯგუფად, თანაც დიახ თვითმფრინავში დგანან ჯგუფ -ჯგუფად, სვამენ დუთი ფრიში ნაყიდ წითელ ღვინოს, იცინიან, ერთმანეთს მოგზაურობის ამბებს უყვებიან, მოკლედ ძილის და მოწყენის საშუალებას ბორტზე მყოფ არცერთი ეროვნების ადამიანს არ აძლევენ-ასეთები არიან ბასკები, ესპანეთის ალბათ ყველაზე გამორჩეული რეგიონის მკვიდრნი. აუცილებლად გამოგელაპარაკებიან, გაარკვევენ საიდან ხარ, რა სოციო-პოლიტიკური მდგომარეობაა შენს ქვეყანაში, როგორ მიდის ჩვენი საქმეები რუსეთთან და ა.შ, რჩევებსაც არ დაიშურებენ გეტყვიან, რომ ბასკეთში ჩასვლისას მხოლოდ ბილბაოთი არ შემოიფარგლოთ და აუცილებლად ეწვიოთ ულამაზეს სან-სებასტიანს. თუმცა ამჯერად მომიწევს მხოლოდ ბილბაოთი შემოვიფარგლო, თუმცა ამ ულამაზეს ქალაქში მიღებული შთაბეჭდილელებიც ნამდვილად გაზიარების ღირსია

img3

ბილბაო არ არის ტიპიური ევროპული ქალაქი, პირველი რაც თვალში გხვდება თავისუფალი, ვიწრო ქუჩებია, აქ ტრანსპორტს ფეხით სიარულს არჩევენ, ქალაქის ძირითადი უბნებიც სწორედ ქვეითად მოსიარულებისთვისაა განკუთვნილი. ბილბაო მთებითაა გარშემორტყმული, ქალაქი მთლიანად მწვანე საფარშია ჩაფლული, უამრავი სკვერი თუ პარკი ყოველ საღამოს სავსეა ადგილობრივებით. ქალაქში ვერ ნახავთ ცათამბრჯენებს, მაგრამ მაინც ბილბაო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქია, ერთმანეთთან სხვადასვხა არქიტეტურული სტილია შერწყმული, ქალაქის ძველი ნაწილი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ჭარბობს გოთიკური სტილი. ბილბაოში განსაკუთრებით უყვართ მკვეთრი ფერები, სახლები თუ ეკლესიები კლასიკური გოთიკური არქიტექტურითაა ნაგები.კათლიკები აქ ხშირად ჩამოდიან წმინდა ჯეიმსის კათედრალისა და სან ანტონიოს ეკლესიის სანახავად და მოსალოცად.

2

მდინარე ნერვიონი ქალაქს ორ ნაწილად ყოფს, მდინარეზე კი 17 ერთმანეთისგან განსხვავებული ხიდია გადებული.

img3

მე-14 საუკუნეშ დაარსებული ბილბაოს დეინდუსტრიალიზაციის პროცესი 1990 წლიდან დაიწყო, ქალაქში თანამედროვე ბიზნესცენტრებისა და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები მიიწვიეს, მათი მთავარი ამოცანა კი ბილბაოს არქიტექტურული კონცეფციის სრულად დაცვა იყო, შესაბამისად ბილბაოში ჩასული ტურისტი ვერ გრძნობს თვალშისაცემ სხვაობას ქალაქის თანამედროვე და ისტორიულ უბნებს შორის.

7

თუმცა პირველი რის გამოც ბილბაო აუცილებლად უნდა ნახო ეს გუგენჰეიმის მუზეუმია. 11 ევროს გადახდის შემდეგ სხვა სამყაროში შედიხარ. პირველივე სართულზე განცდა გიჩნდება, რომ ლეგენდარული არქიტექტორის ფრენკ გერის გონებაში შეაბიჯე. მთელი სართული ფრენკ გერის არქიტექტურლ ინსტალაციებს „დროის შემთხვევებს“ უჭირავს, მეტალისგან დამზადებული ელიფსის ფორმის სხვადასხვა ზომის ლაბირინთებში ადვილად დაიკარგები. აუდიო გიდი კი გიყვება, როგორ შექიმნა თითოული მათგანი, სწორედ ხმოვანი გიდისგან იგებ, რომ ესკიზები ფრენკ გერის ცნობიერების ნაკადის შედეგია, ეს ხაზები და ფორმები არქიტექტორმა ტვინიდან ფურცელზე გადიატანა და საბოლოო ადგილი გუგენჰეიმის მუზეუმის პირველ სართულზე დაიდო. ლაბირინთებში ცოტა შიში გიპყორბს, ცდილობ უკან მიბრუნდე , მაგრამ უკვე სათვალავი გაქვს არეული რამდენ შესახვევს გასცდი, გზად სხვა დაკარგულები გვხდებიან , ვიწრო გასასვლელებში შიშ ნარევ სიცილს ვერ იკავებთ და ერთად ცდილობთ გზა გაიკვლიოთ.

5

დარბაზში დაბრუნებულს აუდიო გიდი გეუბნებათ აივანზე გახვიდეთ, სადაც მდინარე ნერვიონის ულამაზესი ხედი გელით. გუგენჰეიმსა და მდინარეს ოპტიკური ილუზია ყოფს, მუზეუმის წინ ხელოვნური მდინარეა შექმნილი, თუ აუდიო გიდს დაუჯერებთ და ხელოვნური მდინარის დინებას რამდნიმე წუთი უყურებთ, იგრძნობთ როგორ გაცოცხლდება და ამოძრავდება მუზეუმი თქვენს ფეხ ქვეშ, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ხელოვნური ნისლი იფრქვევა, რაც განცდას ამძაფრებს.

6

მუზეუმი რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ტიტანიუმისგანაა დამზადებული, რომელიც თევზის ფარფლებს მოგაგონებთ , მეტალი მზის სხივებს იზიდავს და გუგენჰეიმის თანამედროვე დიზაინს კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებს, მუზეუმიც ფერს არსებული ამინდის მიხედვით იცვლის. აუდიო გიდი გეუბნებათ პირდაპირ გაიხედოთ, სადაც გიგანტური ობობას ქანდაკებას დაინახავთ. 9 მეტრსი სიმაღლის ობობა „მამან“ სკულპტროს, ლუის ბერჟესის ყველაზე ცნობილი ნამუშევრია. მოქანდაკის ნამუშებრებში ობობას სილეუტი ხშირად იკვეთება, რომელსაც ლუის ბერჟესი დედას უძღვნიდა. მასიური სხეული თხელ ფეხებს ეყრდნობა, გოთიკური ელემენტებით შექმნილი სკულპტურა ლუი ბერჟესის ჩანაფიქრით სიძლიერისა და მებრძოლი ქალის ერთგვარი სიმბოლოა.

აივნიდან ისევ მუზეუმში ბრუნდებით, მეორე სართული ამჯერად მე-20 საუკუნის მხატვარსა და სკულტურს ჟორჟ ბრაკს უჭირავს. გამოფენა შემოქმედების მიხედვით ეპოქებადაა დაყოფილი. აუდიო გიდი გიყვებათ ვინ მოახდინა გავლენა ბრაკის შემოქედებაზე, როგორ გარდაიქმა იმპრესიონიზმი ფავიზმად მის მხატვრობაში, როგორ მეგობრობდა ანრი მატისთანა და ანდრე დერანთან. შემდეგ შედიხარ დარბაზში სადაც თვალს ჟორჟ ბრაკის ულამაზესი ნახატები გჭრის თვალს, ეს უკვე კუბიზმია. ასიმეტრიული გეომეტრიული ფიგურები, ოპტიკური ეფექტები-ჟორჟ ბრაკის მრავალფეროვანი შემოქმედების ნაწილია.კვლავ აუდიო გიდის ინსტრუქტაჟს მიყვები, მომდევნო დარბაზში ბრაკის შექმნილ კოსტუმებს ვხედავთ, საბალეტო დადგმიდან ამოჭრილი ვიდეო ინსტალაციის ქვეშ ვხედავთ წარწერას, რომ სასცენო გაფორმება და კოსტუმები სწორედ ბრაკს ეკუთნის. გუგენჰეიმის შიგნით მოგზაურობა ამჯერად აქ სრულდება. მესამე სართულზე ასვლა არ შეიძლება , რადგანაც სივრცეს ახალი გამოფენისთვის ამზადებენ. გუგენჰეიმის წინ კიდევ ერთი საოცრება გელით, სხვადასხვა ფერადი ბუჩქებისგან შექმნილი ლეკვის სკულპტურა ჯეფ კუნს ეკუთვნის. გუგენჰეიმის მუზეუმი თანამედროვე ბილბაოს სიმბოლოა, ეს ერთადერთი სირცეა, რომლის უნიკალურობასაც და გამორჩეულობას მსოფლიოს ყველაზე ენამწარე კრიტიკოსები, ხელოვანები და დამთვალიერებლები აღიარებენ.

8

ბილბაოს ბისკაის სანაპირომდე მეტროს 7 გაჩერება აშორებს. ულამაზესი ქვიშიანი სანაპირო ატლანტიკის ოკეანის გარშემოა გადაჭიმული, გზა პორტამდე პატარა დასახლებაზე გადის. პატარა ლამაზ სახლებს კიბე მიუყვება, ორი მეტრის გავლის შემდეგ კი ულამაზესი ხედი იშლება. ბისკაის სანაპირო სილამაზით არც კოტრდაზურს და არც ნიცას ჩამოუვარდება, მზე, მწველი არაა, ზღვა წყნარი და მზის სხივებისგან აციმციმებულია, ტურისტი ცოთა თუ შეგხვდებათ, სანაპირო პორტთან ახლოს ადგილობრივების საიდუმლო და საყვარელი წერტილია. წყალი ცივია, დრეს კოდი პლიაჟზე თავისუფალი. პატარა კაფეები მხიარული, გარუჯული ხალხით სავსე.

9

ბასკეთი ესპანეთის ინდუსტრიული ცენტრია. იმასაც ამბობენ, რომ თუ მათ ესპანეთისგან გამოყოფა გადაწყვიტეს ქვეყნის ეკონომიკა მძიმე დღეში აღმოჩნდება. ბასკები მეამბოხეები არიან, ეს ვიზუალზეც ეტყობათ. თუ ქალაქის ცენტრში მხოლოდ ძალიან გამოპრანჭულ და მოდურად ჩაცმულ ხალხს შეხვდებით, საკმარისია ოდნავ გარეუბანში გახვიდეთ, რომ ნახოთ როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ბისკაელები. მოკლედ შეჭრილი თმითა და მამაკაცურად ჩაცმული ბილბაოელი ქალბატონები ხშირად დაცინვის ობიექტები ხდებიან მადრიდელებისთვისა თუ ბარსელონელებისთვის. ერთ-ერთი მადრიდელი ქალბატონი ღიმილით გვიყვებოდა-შეხედეთ, როგორ იჭრიან თმას, ძალიან ქალურია არა?! ან რა აცვიათ, ასე მადრიდში არავინ გაივლის
საღამო ბილბაოში განსაკუთრებულია, დადიხარ მე-14 საუკუნეშ დაარსებულ ულამაზეს ქალაქში, ქუჩაში სიწყნარეა, ღია კაფეებიდან კი ხმამაღალი სიცილისა და საუბარის ხმა ისმის, სამი დღეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბილბაოსგან მიღებული შთაბეჭდილებები არასოდეს დაგავიწყდეს.

Just Jared

იყავი გამბედავი, მიჰყევი შენს ოცნებებს, არავის მიაქციო ყურადღება და იბრძოლე იმისთვის, რისიც გჯერა-სწორედ ეს სიტყვები გახდა ჯარედ ლეტოს ცხოვრებისეული კრედო, მის კარიერაშ თითოული ნაბიჯი წარმატება და წარუმატებლობა სწორედ ამაზე მეტყვებელბს, გიყვარდეს, გჯეროდეს და იოცნებე -ეს კი მისი ბოლო მუსიკალური ალბომის ლეიტმოტივია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოხიბლა და უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროც გახდა.

რთული დასაჯერებელია,რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ მამაკაცად აღიარებული ჯარედ ლეტო 42 წლისაა, 1971 წლის 26 დეკემბეს ლუიზიანას პატარა ქალაქ, ბროსერიში დაიბადა, ცხოვრობდა დედასთან და უფროს ძმასთან შენონთან ერთად, ჯერ კიდევ პატარა იყო მშობლები ერთმანეთს,რომ დაშორდნენ.ლეტო ჯარედის მამინაცვლის გვარია. დედასთან ერთად მთელი ამერიკის გარშემო მოგზაურობდა, სწორედ დედასთან ერთად გატარებულ წლებს მიიჩნევს ცხოვრების მთავარ პერიოდად.

ზოგიერთი ადამიანი ჩნდება შენს ცხოვრებაში, ტოვებს კვალს შენს გულში და სამუდამოდ ცვლის შენს მომავალს, სწორედ ესაა ჩემთვის დედაჩემი

კონსტანს ლეტო ჰიპი იყო, სწორედ მისი წყალობით ეზიარნენ ხელოვნებას ჯარედი და მისი უფრო ძმა, მსაიხობი დედას  ყველა სამადლობელ სიტყვაში ახსენებს, ამბობს,რომ სწორედ მან ასწავლა ოცნება, ბრძოლა იმისტვის რაც უყვარს და რისიც სჯერა.

უამრავ ხელოვანს შორის გავიზარდემ ყოველთვის გარშემორტყმული ვიყავი მუსიკოსებით, ფოტოგრაფებით, მხატვრებით, თეატრალებით

მუსიკა პინკ ფლოიდისა და ლედ ზეპელინის კომპოზიცებმა შეაყვარა, სკოლაში სწავლისას ჯერ ვიზუალური არტი იტაცებდა, თუმცა უაშინგტონში სწავლისას გადაწყვიტა მომავალი კინოსთვის დაეკავშირებინა და ფილადელფიაში ხელოვნების უნივერიტეტში ჩააბარა, პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო, სადაც თავადვე შეასრულა მთავარი როლი.

საკუთარი ოცნებების ასასრულებლად, ლოს ანჯელესში ჩავიდა. სიმპატიურ და ნიჭიერ ჯარედს სატელევიზიო შოუებში აქტიურად იწვევდნენ, პირველი აღიარებაც ეიბისის სწერიალმა “my so called life” მოუტანა, სადაც პარტნიორბას კლერ დეინსს უწევდა, ჯარედი მალევე გახდა თინეიჯერი გოგონების გულთამპყრობელი, პრიველ აღიარებას ქულ ანდ ზე ქრეიზი მოყვა, სერიალი,სადაც ჯარედი ალისია სილვერსტოუნთან ერთად თამაშობდა. სერიალების პირველი კინოშეთავაზებაც მოყვა, მთავარ როლებს და კრიტიკოსთა აღიარებს მოყვა შეთავაზება ლეგენდარული რეჟისორსგან, ტერენს მალიკისგან ფილმში წვრილი წითელი ხაზი,

ზოგ ადამიანს ჯერა ღმერთის, მე კი მჯერა მუსიკის, ზოგი ლოცულობს, მე კი ვრთავ რადიოს

როგორც თავად ამბობს მუსიკას მის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭრავს ვიდრე კინოს, სწორედ ამიტომ არ დაკმაყოფილდა  მხოლოდ წარმატებული სამსახიობო კარიერით და 16 წლის წინ უფრო ძმასთან ერთად შექმნა ალტერნატიული როკ ჯგუფი  30 seconds to mars . ბენდის პოპულარობისტვის ლეტო არასდროს იყენებდა მისი როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავის იმიჯს, მას სურდა ჯგუი თავად თავისი შემოქმედებით გამხდარიყო წარმატებული, ლეტო წერდა მუსიკა და ტექსტებს სიმღერებისტვის, პირველივე ალბომმა,სადაც ჯარედ ლეტო მარტოობაზე და თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მღერის,  პოზიტიურ შეფასებასთან ერთად ჯგუფის წევრების ფინანსური მოგებაც მოუტანა.

პოპულარული მაშნ ხარ, როდესაც შენზე იწყებენ ჭრაობას და ამბობენ, რომ გეი ხარ

ჭორები ჯარედის არატრადიციულ სექსუალურ ორიებტაციაზე  გეი მასწავლებლის როლის თამაშმა გაამძაფრა ფილმში შავი და ტეთრი, ჭორები ალექსნადრეში ნათამაშები ჰეფესტიოსის როლით გაგრძელდა, თუმცა დღეს მთელმა მფოლსიომ იცის,რომ ჯარედ ლეტო ქალების გულთამპყობელია, ყოველდღე წერენ მის რომანებზე ჰოლივუდის სხვადასხვა ლამაზმანთან. პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ერთ-ერთ დაჯილდოვებაზე ჯარედ ლეტოსა და ამფეო ტახტის თამაშების ვარსკვლავის ემილია კლარკის ფლირტმა, როდესაც ი ონლაინის ჟურნალისტს ემილიასთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა ჯარედმა ის მარტო არ გაუშვა და მთელი ინტერვიუს განმავლობაშ გაუჩერებლად აღნიშნვდა რა ლამაზი თვაქლები ჰქოდა ეიჩ ბი ოს სერის ვარსკვლავს. მოგვაინებით კი მთელი მსოფლიო ორი ოსკაროსანის ლუპიტა ნიონგოსოა და ჯარედ ლეტოს რომანზე ალაპარაკდა, მიზეზი კი მსაიხობების ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები გახდა.

დევიდ ფინჩერის მებრძოლთა კლუბის, ამერიკელი ფსიქოპატისა და რექუიემი ოცნებისთვის -ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსები ლეტოს ტალანტზე საუბრობდნენ, ის ბევრად მეტია ვიდრე მომხიბვლელი ვიზუალი, ის თუ როგორ ღრმად სწვდება ის თავის პერსონაჟს გამაოგნებელია. მისი ტალანტი სცენარში ასახულ გმირს კიდევ უფრო მეტ აზრსა და დრამატულობას სძენს-წერდა როლინგ სტოუნის კრიტიკოსი პიტერ ტრავერსი.

შიშის ოთხაში და ომის მბრძანებელში თამაშს პარალელურად შექმნა მეორე მუსიკალური ალბომი, ა ბიუტიფულ ლაი. ალბომის კონცეფციის მიხედვით ჯგუფის წევრები ოთხი კონტინენტის გარშემო მოგაზურობენ და მოკლედ აღწერენ ლეტოს სამსაიხობო კარიერას, მეორე ალბომმა პლატინისა და ოქროს დისკის სტატუსი მიიღო, განსაკუთრებული ფინანსური მოგება და აღიარება მოუტანა ჯგუფს და მუსიკის ისტორიაშ ერტ-ერტ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ჩაიწერა.

აღიარება არ არის აუცილებელი, კარგია როდესაც მას მოიპოვებ, თუმცა ამან არ უნდა შეგცვალოთ, აღიარების მიუხედავად თქვენ თავს ვერსად გაექცევით, მე რომ ჩემი აღიარებისთვის მეაცადა ან მისთვის მომესმინა სცენაზე ვერასდროს დავდგებოდი. კრიტიკსა ბევრად ღირებულია, შეიძება გული გეტკინოთ, თუმცა მოტივაცია რომ რამეს მიაღწიოთ ბევრად მეტი გექნებათ

მიუხეადავად კრიტიკოსების აღიარებისა მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზ. ყოველი როლის წინ კარგად ეცნობა თავის პერსონაჟს, დეტალურად იკვლევს მის ცხოვრებას და რამდენიმე კვირა გადაღებების დაწყევამდე მისი გმირის ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირ შემთხვევაში არც ფიზიკუ ტრანსოფრამიცას უშინდება. ასე მოხვდა როდესაც 27 ე თავში ლენონის მკვლელის როლი მიიღო.დევიდ ჩეპმენის როლისთვის მან 26 კილოგრამი მოიმატა,სტივი პრეფონატიანის ბიოპიკისთვის კი რამდენიმე თვე მორბენლის ცხოვრებით ცხოვრობდა, გადაღებებამდე კი 6 კვირა მისი ოჯახის წევრებთან გაატარა.

კომერციულ მაღალ ბიუჯეტიან ფილმებს ყოველთვის ინდი ფილემს არჩევდა, თავად ამბობს რომ თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებელი კინო ნაკლებად ფასდება, რასაც ხშირ შემტხვევაში მსაიხობი დეპრესიამდი მიჰყავს შედეგად კი კინოდანაც მიდის. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც . იმედგაცრუება გახდა იმის მიზეზი, რომ ფილმის მისტერ არავინ გადაღების შემდეგ ჯარედ ლეტომ კინოში 6 წლიანი პაუზა აიღო.

სიმართლე გითხრათ თავს ძალიან ხშირად ვგრძნობ მარტო, ამ დროს აღარ მჯერა ბედნიერების, მაგრამ ყოველთვის ვიცი,რომე ერთადერტი რამ რაც მაბედნიერებს ეს მუსიკაა

თავადც არ სჯეროდა, რომ 30 seconds to mars ასეთი წამრატებული იქნებოდა, ათ მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი, გადავსებული სტადიოენბი და უმარავი ფანი-სწორედ ამაზე გაცვალა კინოკარიერა ჯარედ ლეტომ. სწორედ მის მუსიკალურ ჯგუფს და მუსიკის ინდუსტრაიში განვლილ გზას მიუძღვნა დოკუმნეტური ფილმი არტიფაქტი.

ზოგეჯერ უნდა წახვიდე, რომ დაბრუნებულს რაღაც გქონდეს სათქმელი

თვლის,რომ კინოში პაუზამ ის უკეთეს მსახიობად აქცია.  2013 წელი კი მის გრანდიოზულ დაბრუნებად იქცა.

 

როდესაც მე ის პირველად დავინახე, მივხვდი, რომ ხელოვანია,ის არ არის მხოლოდ მუსიკოსი, მსახიობი ან მოცეკვავე.ის ხელოვანია, არაჩვეულებრივია. ჯარედს როკ ენ როლის სული აქვს,ძალიან ჭკვიანია, ზუსტად ესმის პერსონაჟი, კონტექსტი ის უბრალოდ არ თამაშობს ის გადასაღებ მოედანზე  თავიდან ბოლომდე ტრანსფორმირდება-წერსმეთიუ მაკონაჰი,  ჯარედ ლეტოს პარტნიროი ფილმიდან დალასის მყიდველთა კლუბი.

https://www.youtube.com/watch?v=4Kvd-uquuhI1390094994_jared-leto-z jared_leto_as_the_modern_joker_by_alicedreamland-d4dy3ta jared-leto-variety-1 1394061163_Lupita-8 Jared+Leto+leto12 jared-leto jared-leto-2

იდეა გადაეღოთ ფილმი რონ ვუდვორფის ცოვრებაზე ჯერ კიდევ ათი წლის წინ გაჩნდა, ფილმზე სხვადასხვა რეჟისორი განიხილებოდა, თუმცა ფილმის განხროციელება მხოლოდ 2012 წელს მოხერხდა რეჟისორად ჟან მარკ უოლი მიიწვიეს, მეთიუ მაკონაჰი ვუდვორფის როლზე დაამტკიცეს, რეიონის შემსრულებლად კი გაელ გარსია ბერნალი იყო ჩაფიქრებული, თუმცა ფილმის გადაღების დაყებამდე ბერნალმა სხვა შეთავაზება მიიღო და პროექტი დატოვა, მაშნ დაიწყეს ფიქრი ვინ განასახიერებდა ტრანსექსუალ რეიონს.

((ჩვენ განვიხილეთ ჯარედის კანდიდატურამ ვიცოდით რომ ის ამ დროს მთლიანად მუსიკაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ჩვენ ძალიან გვინდოდა მას რეიონი განესახიერებინა, ვფიქრობდით, რომ ეს იყო სწორედ ის როლი რომლითაც ის კინოში დაბრუნდებოდა. რეიონი ძალიან სენსიტიური , ლამაზი პერსონაჟია,რომელსაც ჯარედი გარდა ვერავინ განასახიერებდა-წერს ფილმის პროდუსერი.

როდესაც რეჟისორი ჟან მარკ ვოლი ჯარედს დაუკავშირდა ის კონცერტს მართავდა ბერლინში, რეჟისორმა გასაუბრება სკაიპის საშუალებით დანიშნა და როდესაცჟან მარკ უოლი კომპიუტერთან მივიდა ნანახმა სრულიად გააოგნა. ის ქალივით იყო გამოწყობილი, ტუჩსაცხი ესვა და აშკარად მეფლირტავებოდა, ცდილობდა ჩემს მოხიბვლას და ეს ძალიან წამრატებით გამოუვიდა-უყვებოდა ჟან მარკ უოლი მის კოლეგებს.

 

ჯარედ ლეტოს მიერ განსახიერებული რეიონიგანსაკუთრებულ პერსონაჟია, მგრძნობიარე,ემოციური ტრანსგედნერია, რომელიც ოჯახმა უარყო. მისი ერთადერთი ახლობელი კი ჰომოფობი, შიდსით დაავადებული რონ ვუდვორფი ხდება. ისინი ერთად ცდილობენ წამლებით დაეხმარონ და სიცოცოცხლე გაუხანგრძლივონ ადამიანებს, რომელთა ბედიც ჰომოფობიურ საზოგადოებაში არავის აღელვებს.

 

რეიონმა ჯარედ ლეტო 2014 წლის დაჯიდლოვების სეზონის ტრიუმფატორად აქცია, არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ სწორედ 42 წლის მსახიობი და მუსიკოსი დაისაკუთრებდა ოსკარს მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

 

ჯარედ ლეტო წითელი ხალიჩის ფავორიტია, მისი გამორჩეული ვიზუალისა და ჩაცმის სტილის გამო ის ხშირად ხდება ტაბლოიდების განხილვის თემა. ჯარედ ლეტოს გრძელი და ულამაზესი თმა კი მსოფლიოს ახალი მოდური ტენდენციაა.

30 seconds to mars  სოლისტის ცხოვრება ახლა კიდევ უფრო აქტიურია, ჯარედ ლეტო ლინკინ პარკთან და აფროჯაკთან ერთად მთელი ზაფხულის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართავს ტურნეს.

ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ეს არ არის მხოლოდ ხელოვნება, ეს საზოგადოებაა ადგილი, რომელსაც მე მივეკუთნები-ამბობს ჯარედ ლეტო, როკ ვარსკვლავად ქცეული მსაიხობი, რომელმაც ადგილი მუსიკასა და კინოში ერთნაირად დაიმკვიდრა.

The Grand Budapest Hotel

შტეფან ცვაიგის მწერლობით შთაგონებული ვეს ანდერსონის ახალი ფილმი, რომელიც სავსეა ავანტურისტი ექსცენტრული პერსონაჟებითა და კომიკური სცენარით, რომლის მიღმაც რეჟისორი ღრმა ემოციურ იდეების აღმოჩენის საშუალებას გაძლევთ,

სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი არის ფილმი, რომლის ყურების დროსაც სიამოვნებისგან შეიძება სუნთქვაც კი დაგავიწყდეს,

მგრძნობიარე და ემოციური, რაშმორის შემდეგ ვეს ანდერსონის საუკეთესო ნამუშევრი,

 

ფილმის მთავარი ბრწყინვალება კი რალფ ფაინსი და მისი მანერული, კომიკური და შთამბეეჭდავი თამაშია. ვეს ანდერსონის ვარსკვლავური კმაეოებით სავსვე ფილმი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო კინონამუშევრია

სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი არის ანდერსონის კუნტენსენცია, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს არის ძალიან მხირული ფილმი , რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ვეს ანდერსონმა შტეფან ცვაიგის მწერლობას ენტონი ჰოუპისეული რურიტანული იერსახე მისცა და სწორედ ასე შექმნა ავანტურისტული ისტორია სახელად სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი.

სასტურმო გრანდ ბუდაპეშტი ვეს ანდერსონის ყველაზე დინამიური კომედიაა და სრულიად ახალი ეტაპი რალფ ფაინსის კარიერაში

Image

როდესაც სტატიები წავიკითხე ამ სათაურით და ფილმის სანახავადაც ეკრანებზე გამოსვლის პირველივე დღეს მივედი, ყოველი კადრის შემდეგ, ყოველი დიალოგის შემდეგ ვფიქრობდი, რომ თითოული ჰედლაინი მართალი იყო, თითოული საქებარი შეფასება კი საერთოდ არაა გადაჭარბებული. სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი ვეს ანდერსონის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, კონსიერჟი გუსტავი კი ერთ-ერთი საუკეთესო როლი რალფ ფაინსის კარიერაში.

Image

„სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ მართლაც აჯამებს რეჟისორის ოც წლიან კარიერას, რემინისცენტია მისი წინა ფილემების, თითოული დეტალი ნოსტალგიანრევი იუმორითა და სევდითაა გაჯერებული. თითოულ დიალოგის შემდეგ იცინებთ ბევრს, თუმცა ფილმიდან გამოსული იგრძნობთ სიტუციაიის , ეპოქის, პერსონაჟების ტრაგიზმს, თანაც იგრძნობთ მთელი სიცხადით.

 

ფილმის სიუჟეტი გამოგონილ სახლემწიფო ზურბოვკაში ვითარდება , სასტურმო გრანდ ბუდაპეშტი ტიპიური ევროპული მდიდრული სასტუმროა, მაღალი კლასის ბურჟუებისტის, კონსიერჟი გუსტავი კი ამ სასტურმროს უკვე სიმბოლოდ ქცეული თანამშრომელია, თანამდებობისათვის ტრადიციული ჩაცმულობით, სპეციფიკური სექსუალური მოთხოვნილებებითა და გემოვნებით, ფილმის სიუჟეტი სწორედ კონსიერჟის, მისტიკური მწერლისა, რომელიც ძალიან გავს შტეფან ცვაიგს და მდიდარ მეპატროდენ ქცეული კონსიერჟის ასისტენტის გარშემო ვითარდება. კონსიერჟს უამრავი მდიდარი ქალბატონი საყვარლიდან ერთ-ერთი გარდაცვალების შემდეგ ძვირადღირებულ ნახატს უტოვებ ანდერძად, თუმცა ქალბატონის შვილები დედის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან დაგუსტავ ქალბატონის მკვლელობაშ ადანაშაულებენ ასე ხვდება გუსტავი მდიდრული სასტუმროს ლობიდან საკანში, თუმცა ავანტურული ისტორია სწორედ აქედან გრძელდება.

Image

ვეს ანდერსონისონმა თავისი უკვე ნაცნობი თხრობის მანერითა და   კინემატოგრაფიული ხედვითა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კინო ესთეტიკით შექმნა გამოგონილი სამეფო ზუბროვკა, ტიპიური მეორე მსოფლიო ომამდელი ევროპული ქვეყანა, 30 იანი წლების ევროპული ბრწყინვალება, ვენური მაღალი კლასის საზოგადოება და წვეულებები, რომელებიც ხშირად ხდებოდა ჰოლივუდური ფილმებისთვის შთაგნების წყარო. სამყარო , მოსალოდნელი საფრთხისგან გამოწვეული სევდითაა გაჟღენთილი, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი კი ამ ევროპული ქვეყნებისა და მათი ყოფილი ბრწინვალების მინი მაკეტია .გარდასულ დროთა ყავლგასული ფუფუნება სასტუმროს ყოველ კუთხეში იგრძნობა, 

 

სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი ვეს ანდერსონმა გერმანიაშ, ორ ლოკაციაზე ბერლინსა და გიორლიტზში გადაიღო, გიორლიცში გადაღებები არტ ნუვოს სტილის მიტოვებულ მაღაზიის ატრიუმში გაიმართა , ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გერმანულ მაღაზიათაგამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა. სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის გარე კადრებისტის კი ვეს ანდერსონმა 9 ფუტის სიმაღლის, ხელნაკეთი მინიატურული სასტუმროს მაკეთი შექმნა, მას არ სურდა ეს კადრები კომპიიუტერული გრაფიკით შექმნილიყო, ამიტომ როგორც ინტერვიუებში თვქა ამ გზით ძველ კინოხერხს მიმართა, ხერხს, რომელიც სხვა ფილმების შექმნისას არაერთხელ გამოყენებია.ანდერსონმა და მისმა ოპერატორმა ფილმის გადაღება სამი სხვადასხვა ეპოქის უკეთ წარმოსაჩენად სამ სხვადასხვა სტანდარტის ზომის კადრში გადაიღეს,

 Image

სასტმრო გრანდ ბუდაპეშტშ მთავარ როლებს რალფ ფაინსი ფაინსი , ეფ მიურეი აბრაჰამი, ჯუდ ლო, ტილდა სვინტონი, რეჟსორის ყველა დროის ფავორტები ბილი მიურე და ოუენ ვილსონი, უილიამ დეფო, ედრიან ბროდი, ჰარვი კეიტელი და მოკლედ ცნობილი გვარებისა და საელების ჩამონათვალი კიდევ დიდხანს გრძელდება, ვეს ანდერსონმა სასტუმრო გრანდ ბუდპეშტშ ყველაზე უმნიშვნელო როლიც კი ჰოლივუდის ვარსკვლავებს მიანდო, თითოული მათგანი იკონურ, არქეტიპულ პერსონაჟებს ქმნიან. ძალიან სპეციფიკურია უილიამ დეფოს გმირი, სასტიკი მკვლელი, მკვლელობის ერთობ უცნაური და სასაცილო ხერხებით, ექსპრესიონისტული კინოს ცნობილ პერსონაჟს მოგაგონებთ. 

Image

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბერლინის რიგით 64 ე საერთაშორისო კინოფესტივალის სწორედ ვეს ანდერსონის ფილმით იწყებოდა მსოფლიო პრესის ინტერესი კიდევ უფრო გაორმაგდა, პირველი დღის სეანსის დასრულების შემდეგ ყველა ერთხმად აღნიშNავდა, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა საუკეთესო სტრატისთვის იდეალური ფილმი აარჩიეს, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის მსოფლიო პრემიერა სწორედ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟლ კინოფესტივალზე გაიმართა, ვეს ანდერსონის კომედია ბერლინალაზე ჟიურის გრანპრით, ვერცხლის დათვით აღინიშნა. ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ გაზაფხულის და საერთოდ 2014 წლის აუცილებლად სანახავ ფილმებს შორის ნამდვილად მოწინავე პოზიციას იკავებს.

 

He is loud Like loooooveee

Image.ერთი წლის წინ თვინს ვბურღავდი ტექსტით-აუუუ პლასიბო ჩამოდის კიევში და მე ვერ მივდივაააარ. ჩემი საყვარელი ჯგუფი აქვე სამეზობლოში- თქო, ხოდა მაშინ დავწერე ეს და ასე მოვთქვამდი-https://rusog.wordpress.com/2012/06/23/placebo-in-our-neighborhood/, ახლა ჩემი თავის მშურს:)) ოცნება ავისრულე ერთ წელიწადში, ვნახე მოსვისმინე და კიდევ ერთხელ გადავირიე ჯგუფზე, რომელზეც ბავშვობიდან, ანუ ზუსტად იმ პერიოდიდან ვგიჟდები პირველად MTV -ზე Meds , რომ მოვისმინე. ლაივ ჩანაწერებს არ ვუსმენ ხოლმე რადგანაც არასდროსაა ისეთი როგორიც სტუდიური ვერსიები, თუმცა აი ბრაიან მოლკო და სტეფან ოსდალი დუეტში სულ სხვა საქმეა. ჯერ ჟრუანტელი, რომ გივლის წამებში ახლა შენი საყვარელი მომღერალი გამოვა შენს თვალწინ სცენაზე, იმღერებს შენთვის მერე რა რომ შენნაირი კიდევ ბევრია, ეს ის შემთხვევაა როცა შენი საყვარელი ჯგუფი მხოლოდ შენთვის მღერის. ემოციისგან ცუდად რომ ხარ როგორი იქნება ის, ვის ნახვაზეც ბავშვობიდან ოცნებობ , ანუ იმ დროიდან პირველად MTV-ზე კლიპში მოკლე თმით და საოცარი ცისფერი თვალებით რომ ვნახე:)) სცენაზე რომ გამოვიდა არ მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი სელებრითი უფრო ახლოდან მყავს ნანახი, ჩაწერილი და ავტოგრაფიც გამომირთმევია ასე არასდროს მინერვიულია. სულ ვცდილობდი მონიტორისთვის არ მეყურებინა და სცენისთვის თვალი არ მომეშორებინა , რომ კარგად დამენახა ის რაზეც ვოცნებობდი-ბრაიანი სცენაზე. ასევე ვცდილობდი არ მემღერა უფრო სწორად არ მებღავლა ტექსტები, იმიტომ რომ ბოლომდე სიამოვნება მხოლოდ ბრაიანის სიმღერიდან მიმეღო, მაგრამ განსაკუთრებით საყვარელ სიმღერებზე რა ვქნა თავს ვერ ვიკავებდი და მეც ვხაოდი საყვარელ ტექსტებს. მეცინებოდა იმაზე, რომ მთელი ფანები მღეროდნენ, ისინი ამთავრებდნენ წინადადებას და ბრაიანი თავისი მელიზმებით კიდევ კარგა ხანს აგრძელებდა იგივე სიტყვას, უი ხო მელიზმა ❤ ეს ის მელიზმაა რატომაც მიყვარს ბრაიანი და ზოგადად “Placebo”, სიტყვები სულ სხვანაირი ხდება როდესაც მას ბრაიანი მღერის, ყოფს, აგრძელებს და სხვა რეგისტრში გადაყავს. მისი ხმა არ გავს არავის, ეს არის სხვა განზომილება, ხმის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გრადაცია რაც მომისმენია. ზოგადად ცნობილია, რომ ბრაიანი ლაივებზე თავს ზოგავს, არ წევს ხმას, ასე რომ ცოტა გული მწყდებოდა, რომ ახლაც იგივეს იზავდა, მაგრამ მოლოდინმა არ გამიმართლა, არ გამიმართლა კი არა შოკში ჩამაგადო. თამამად ვიტყვი, რომ ეს იყო ლაივი, რომელმაც სტუდიური ვერსიები ჯიბეში ჩაისვა. აღარ ვიცი ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა მოვუსმინო ჩანაწერებს YouTube-ზე, რადგანაც ყოველთვის ის უმაგრესი შესრულება გამახსენდება, რაც სტამბულში იყო. ბრაინმა ბოლო რეგისტრამდე აწია თავისი უნიკალური, ბელგიური ხმა , ბოლომდე იმპორივზაციებზე წავიდა, აკეთა ჩემი საყვარელი მეზლიმები-We are Loud Like Looooove  და იმღერა ყველა ის Teenage Rock კომპოზიცია რომელზეც მე ვგიჟდები. ორი საათი შესვენების გარეშე დაიხარჯა ბოლომდე. შეასრულა ორი სიმღერა ახალი ალბომიდან, ორივე ძალიან მაგარია-Too many Friend და Loud Like Love სინგლებია და თუ მოგწონთ მისი შემოქმედება და ჯერ არ მოგისმენიათ გირჩევთ ეს დიდი შეცდომა გამოასწოროთ. 

“პლაცებო” ქმნის პლაცებოს ეფექტს და შენც ისევ თინეიჯერ ხარ, როგოც იმ სიმღერაში Just 19 and dream obscene with six months off for bad behaviour.თანაც who cares, რომ სულაც არ ვარ თინეიჯერი აგერ უკვე რამდენიმე წელია, მაინც მიყვარს და ვუსმენ. ბრაიან მოლკოს ხმა ჩემთვის ამოუწურავია, ამ ბიჭს რამდენიმე შრიანი, ჩემი აზრით უნიკალური ხმა აქვს. ყველა სიმღერაში განსხვავებულ ტემბრში და ტონალობაში მღერის. შეუძლია იყოს ზე ენერგიული და ზე დეპრესიული და ყოველთვის ზე მაგარი. ამას ვწერდი შარშან ხოდა ახლა იმ კონცერტზე მართლა თინეიჯერად ვიგრძენი თავი და ამ შეთხვევაში ის ზედეპრესიული კი არა ზე ენერგიული იყო.ხო კიდევ ლაინ აფს გადააჭარბა, კონცერტი კიდევ 2006 წლის ჰიტით “Infra red”-ით დაასრულა მე მივიღე ჩემი ერთი წლის სამყოფი “პლაცებოს” ეფექტი და კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა შავებში გამოწყობილი ბიჭი, რომელმაც ყველა ჩემი საყვარელი სიმღერა იმღერა დაუშრეტელი ენერგიით.