კარანტინში გამომწყვდეულმა რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, სასურველი ფილმის ძებნაში უფრო მეტ დროს ვკრგავ, ვიდრე მის ყურებაში. ალბათ, ჩემსავით ბევრნი ხართ. გადავწყვიტე ჩემი “აღმოჩენები” გაგიზიაროთ და ფილმის ძებნის პროცესი გაგიმარტივოთ. დარჩით სახლში და ისიამოვნეთ ფილმებით, თანაც ძალან გაგვიმართლა,საქართველოში ფილმების ყურება ინტერნეტში სრულიად უფასოდაა შესაძლებელი და არჩევანიც დიდია. კარანტინში საყურებელ ფილმებს ჟანრების მიქსით გავხსნი:)) რა ჯობია წვიმიან ამინდში სახლში თბილად ჯდომას და სასიამოვნო ფილმების ყურებას?! რამდენიმე საათით გარეთ მძვინვარე ვირუსიც კი შეიძლება დაგვავიწყდეს. მართალია ჩემს ქუჩაზე სასწრაფოების სირენების ხმა არ წყდება, მაგრამ ვეცდები ხასიათი ფილმებით ცოტა მაინც გამოვიკეთო.
- “ეშმაკი ატარებს პრადას” (The Devil Wears Prada)-ეს ფილმი სულ ცოტა თხუთმეტჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ რაც ნიუ-იორკში ჩამოვედი თავიდან აღმოვაჩინე ფილმიც და გმირებიც. ცათამბრჯენების ქალაქში დაკარგული ჭკვიანი გოგო, რომელიც საბოლოოდ მაინც იმკვიდრებს თავს დიდ ინდუსტრიაში, სადაც მხოლოდ გამხდარი და ლამაზი გოგოების ადგილია. ფილმის ნახვისას ყოველ ჯერზე ვფიქრობ და დღემდე ჩემთვის მაინც გაუგებარია რატომ ხდება მთავარი გმირის საქმიანობა უფრო ეფექტური მას შემდეგ, რაც მისი გარდერობი იცვლება. დაფიქრებულხართ ამაზე? რა შუაში შესრულებულ საქმესთან რა ბრენდი გაცვია? მოკლედ ფილმს ცოტა უცნაური და თანამედროვეობისთვის შეუსაბამო მორალი აქვს. დღეს რომ ეს ფილმი გადაეღოთ, ქალების გაძლიერების ეპოქაში, დარწმუნებული ვარ ანდრეას აღარ მოუწევდა სტილის რადიკალურად შეცვლა, დააფასებდნენ ისეთს, როგორიც არის , დააფასებდნენ იმისთვის, რომ სრულიად გაუსაძლისი უფროსის აბსურდულ სურვილებს ასრულებდა, მისი ინტელექტისთვის შესაბამო სამუშაოს აკეთებდა და მაინც იმკვიდრებდა ადგილს ლამაზი და გამხდარი გოგოების სამყაროში, არც თავს ისტერსავდა იმით, რომ კალორიები ეთვალა და ოთხ ზომა კაბაში ჩატეულიყო.
- “თქვენთვის წერილია” (“You’ve got mail”)-როცა ეს ფილმი გადაიღეს ონლაინ “დეითინგი” ჯერ კიდევ არ არსებობდა. დღევანდელ სამყაროში კი “დეითინგი”, შეხვედრები, ნაცნობობა ბევრ შემთხვევაში სწორედ ინტერნეტიდან იწყება. ხოდა აბა სხვა პერსპექტივით შეხვედოთ ამ ფილმს-დღევანდელი გადმოსახედიდან. შეგიყვარდებოდათ ადამიანი, რომელზეც თითქმის არაფერი იცით, როგორ გამოიყურება, რას საქმიანობს?! ორი უსაყვარლესი პერსონაჟის წყალობით ფილმის ნახვა, ალბათ, არასდროსაა მოსაბეზრებელი. ფინალური სცენა კლასიკაა და მიუხედავად იმისა, იცი როგორ სრულდება ისტორია, ფილმი სულმოუთქმელად იყურება.
- “სიყვარულით რომს”- (To Rome with Love ) აბა რამდენს მოგენატრათ რომის ქუჩებში სეირნობა, საქართველოში ფაქტია, ბევრს. მძვინვარე ვირუსმაც კი არ გააუქმებინა ქართველს 17 ევროდ შეძენილი ბილეთი 😦 იტალიაში ჯერ კიდევ დიდხანს ვერ წავალთ და ნოსტალგიას ვუდი ალენის ამ არაჩვეულებრივი ფილმით შეგვიძლია გავუმკლავდეთ. ფილმს ბევრი პერსონაჟი ჰყავს და მათთან ერთად დაიკარგებით ტრასტევერეს ვიწრო ქუჩებში, აღმოჩნდებით სასიყვარულო სამკუთხედის ეპიცენტრში, გაიცნობთ ექსცენტრულ საოპერო მომღერალს, რომლის ხმაც შთამბეჭდავად მხოლოდ შხაპის ქვეშ იმის. მოკლედ , ექსცენტრული და მხიარული რომანების და ლამაზი გოგოების და ბიჭების, შთამბეჭდავი რომაული ხედების ერთად ნახვა თუ გინდათ, ჩართეთ ფილმი და სულ რამდენიმე საათით დაივიწყეთ კორონავირუსი.
- “გიჟურად მდიდარი აზიელები” (Crazy Rich Asians )-კონკიას ისტორიის რამდენნაირი ინტერპრეტაცია გვინახავს ვინ დათვლის, “გიჟურად მდიდარი აზიელები” ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ახალი და სახალისოა. აღმოჩნდა, რომ სინგაპურელებიც ქართველებით ჭორიკანები ყოფილან, თან მითუმეტეს როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. ფილმის მთავარი გმირი გოგო ეკონომიკის პროფესორია ნიუ-იორკის უნვერისტეტში, ჰყავს შეყვარებული და წარმოდგენა არ აქვს რომ მისი რჩეული ბიჭი ზღაპრულად მდიდარია. წყვილის იდეალურ ურთიერთობაში კი ყველაფერი მას შემდეგ ირევა, რაც სამოგზაუროდ სინგაპურში მიდიან და ზღაპრულად მდიდარი ოჯახიც პოტენციურ სარძლოს ცხვირს ძალიან მაღლა “უბზუებს”. მხიარული სატირა სიმდიდრისგან რომ აღარ იციან რა ქნან და რითი გაერთონ აი ასეთ ხალხზეა.ქართველები ბევრ საერთოს ვიპოვით ამ გიჟურად მდიდარ და საშინალდ ჭორიკანა აზიელებთან, ამაში რა თქმა უნდა, სიმდიდრეს არ ვგულისხმობ 😉
- “შეთავაზება” (The Proposal)-სანდრა ბულოკი და რაიან რეინოლდსი საკმარისია იმისთვის, რომ ფილმი ჩართოთ და მერე თავად მხიარული ისტორია შეგიყოლიებთ და ისე გავა ორი საათი, რომ “კორონა” არც გაგახსენდებათ:) რას არ იზამს ადამიანი იმისთვის, რომ ამერიკიდან არ გაადეპორტონ?! სრულიად სპონტანურად და მეორე მხრის გაუფრთხილებლად ქორწილსაც კი დაგეგმავს. ქედმაღალი, მბრძანებლუი ტონის მქონე ქალის და მისი უსიმპატიურესი ხელქვეითის ისტორია გაგამხიარულებთ და დროის სასიამოვნოდ გატარებაშიც მოგეხმარებათ. აბა თქვენ იცით, გაუძელით! თქვენ კორონა შეაჩერეთ სახლში ყოფნით და ფილმებით მე მოგამარაგებთ ;)))