ვენეციაში, რომ ვიყავი და ულამაზესი ქალაქი, რომ არის ჩემი პოსტებიდან ალბათ უკვე ყველამ იცის, კინოფესტივალს, რომ ვაშუქებდი ალბათ ეგეც, მაგრამ რაზეც არსად მილაპარაკია და არავინ იცის იმაზე დავწერ ახლა.
თუ გიყვარს კინო ნებიმსერი ფესტივალი შენთვის სამოთხეა და განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ფესტივალი ევროპის ერთ–ერთი უძველესი და უპრესტიჟულესი ვენეციის კინოფესტივალია. სამწუხაროდ ბევრი ფილმის ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც ვნახე საკმარისია იმისთვის, რომ პოსტი დავწერო:)
დავიწყებ იტალიელი რეჟისორის მარკო ბელოკიოს “მძინარე ლამაზმანით”. კარგი ფილმი საკმაოდ ბანალური შედარებებით, პარალელებით, სათაურითა, პირადპირი მესიჯებითა და კარგი სამსახიობო ანსამბლით. ” მძინარე ლამაზმანი” რეჟისორისთვის იტალიაა, ძილის მთავარი მიზეზი კი სილვიო ბერლუსკონის მმართველობა, ფილმის გაგება და აღქმა უცხოსთვის რთულია თუ კარგად არ იცი იტალიის სოციო –პოლიტიკური ვითარება. ფილმში რეჟისორი ძალიან მტკივნეულ და დღემდე დავის საგნად ქცეულ თემას შეეხო. ცოცხალია თუ არა ადამიანი, რომელიც უკვე წლებია კომაშია და რა გადაწყვეტილების მიღებაა “მძინარე ლამაზმანისთვის” უკეთესი,ამისთვის კი მთავრობის დასკვნას და ახალი კანონის მიღებას ელოდებიან. ფილმის სიუჟეტი რამდენიმე გმირის გარშემო ვთარდება, რომელთაც არსებულ სიტუაციაში სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღეს. იზაბელ იუპერის პერსონაჟი, ყოფილი ნიჭიერი მსახიობი გადაწყვეტს მთელი დარჩენილი ცხოვრება კომაში მყოფი შვილის მოვლას მოახმაროს იმ იმედით, რომ ის აუცილებლად გაიღვიძებს. ოჯახურ დრამაში კი ყველაზე მეტად უმცროსი შვილი და იზაბელ იუპერის გმირის მეუღლე იტანჯებიან, ერთი კარგავს დედას დის გამო, მეორე კი ქალს, რომელიც ძალიან უყვარს. დილემის წინაშე დგება იტალიის პარლამენტის წევრი, რომელიც კონგრესმენის პოსტის მიღების გარანტიით იძულებულია ნების წინააღმდეგ წავიდეს და ხმა მისცეს კომაში მყოფების აპარატიდან მოხსნას, მაშინ როდესაც თავს სწორედ იმაში იდანაშაულკებს, რომ კომაში მყოფ მეუღლეს სასიცოცხლო ,მონაცემები გამოურთო, მაშნ როდესაც ქალმა უკანსაკნელი ღონე მოიკრიბა და სანამ გათიშავდნენ მეუღლეს დახმარება სთხოვა. პარლამენტარის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება მისი ქალიშვილი, რომელიც მამას დედის სიკვდილში ადანაშაულებს. ამ ყველაფრის ფონზე კი მთავრობა კომაში მყოფი ქალის ელუანას ბედს წყვეტს, უნდა გამორთონ თუ არა ის აპარატიდან, რასაც ხალხის პროტესტი და აქციები მოყვება.ნარკომანი ქალი, რომესაც თვითმკველობა აქვს გადაწყვეტილი. ფინალში ყველაფერი ძალიან ბანალურად ხვდება, დედა, რომელიც გადაწყვეტს დაუბრუნდეს რეალობას, თუმცა კომაში მყოფი შვილის მოვლა კვლავ პრიორიტეტად რჩება, პარლამენტარი, რომელიც გადაწყვეტს კონგრესმენობაზე უარი თქვას და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, გაუმხილოს ქალიშვილს დედის სიკვდილის მიზეზი და აუხსნას, თუ რატომ მოიქცა ასე, ქალიშვილს ერთ დღეში მისთვის სრულიად უცნობი ბიჭი უყვარდება და გადაწყვეტს მამასაც ყველაფერი აპატიოს, სიყვარული გადაარჩენს ყველას, თუმცა მაინც ღია ფინალი, ქალიშვილი მამის მოხენსებას კითხულობს და მისი დანაშაულის შესახებაც იგებს, რეაქცია მარკო ბელოკიომ მაყურებელს მიანდო. დედა, რომელიც კომაში მყოფი შვილის სარეცელთან წევს და ძილში საყვარელ საქმიანობას, მსახიობაბს იხენებს და მონოლოგს ამბობს ცნობილი პიესიდან, ელუანა, რომელიც კვდება და ნარკომანი ქალი, რომელსაც სიყვარული გადაარჩენს სუიციდსგან. კადრი, სადაც რეჟისორი ხაზს უსვამს ფილმის მტავარ მესიჯს, იტალიელი პარლამენტარები ფოტოს გადასაღებად ემზადებიან და ფოტოგრაფიც ორ კედელს შორის ირჩევს ფონს. ერთზე დიდი ასოებით წერია “Liberta”, მეორეზე კი სილვიო ბერლუსკონის კარდები გადის მონიტორზე, პარლამენტარებიც ერთხმად ირჩევენ ფოტოს ბექგრაუნდად სილვიო ბერლუსკონის.