ძნელია შეიკავო ემოცია როცა ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემის გამარჯვებული ხდები, ისიც ამ გადაცემის პირველი სეზონის, ასე მოუვიდა “ბრავოს” სუპერფინალისტს, სალომე ბაკურაძესაც. საკუთარი სახელის გაგონებაზე ტირილი დაიწყო და მისი სცენიდან აყენება შოუს წამყვანებსაც გაუჭირდათ. რამდენიმე წუთის მანძილზე სალომე სცენაზე ემოციებისგან გაოგნებული იწვა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის ირგვლივ:))
შოუს დასრულებისთანავე გამარჯვებულს კონკურენტებმა მიულოცეს, და კიდევ ერთხელ უთხრეს ბრავო. კონკურენტების შეძახილის გარდა სალომემ ზარების რეკორდული რაოდენობიდნ 177377 ხმიდან უმრავლესობა ანუ 28,6 პროცენტი დააგროვა. ნერვიულობისგან სალომემ ფეხსაცმელიც დაკარგა, თუმცა ფეხსაცმელი ვიღას ახსოვდა გარეთ ისეთი საჩუქარი ელოდა.
გამარჯვებული საოცნებო პრიზამდე, ლობისტებმა, ანუ “მგზავრებმა” მიიყვანეს, გახარებულმა სალომემ მანქანა იმ საღამოსვე ძირეულად დაათვალიერა, მაგრამ მის გატარებაზე სტაჟიანმა მძღოლმა მაინც უარი თქვა, ეშინოდა ზედმეტი ემოციებისგან მანქანისთვის ზიანი არ მიეყენებინა.
მანამდე კი სალომემაც და მისმა 9 კონკურენტმა სამთვიანი მარათონი გაიარეს. შოუს სუპერფინალში კი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მაყურებელმა ათ მომღერალს მოუსმინა და მათ მხარდასაჭერ ათ ლობისტურ ნომერს უყურა.
დირიჟორის პულტთან გუშინ რიგ რიგობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს: გეგა ფალავანდიშვილისა და დავით ლაბაძის ლობისტური დუეტი, დემოკრატიის შუქურა ვანო ჯავახიშვილი და რეჟისორი ლევან წულაძე (ჭოლა).
ბიონსეს რიტმებზე შორენამ ბეგაშვილმა იცეკვა.
დუტამ ისევ დახატა.
ანი ხანჩალიანმა ეროვნული, ქართული ცეკვა შეასრულა.
თიკო სადუნიშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა კი იმღერეს და ათივე ლობისტის პაროდიაც გაითამაშეს.
სალომე მაყურებლის წინაშე მეხუთე წარსდგა, მის მხარდასაჭერად კი “მგზავრები” ერთ დღეში “ჰავანაგილაზე” აცეკვდნენ.
ფინალი, როგორც შოუს შემქნელები გვპირდებოდნენ, მართლაც გრანდიოზული გამოვიდა, ემოციებს ვერც დარბაზში მსხდომი მაყურებლები მალავდნენ, თითქმის ყველა ნომერი ფეხზე ადგომით სრულდებოდ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ “ბრავოს” სუპერ ფინალი მართლაც სუპერი იყო, ყოველგვარი სუბიექტური მიზეზების გარეშე.
და კიდევ ის მიხაროდა, რომ დღეს, სადაც წავედი ყველგან “ბრავოზე” ლაპარაკობდნენ, ოღონდ არა ქართველებისთვის დამახასიათებელი ტონით, როგორც იციან ხოლმე -“აე ეს ვის მოაგებინეს”, არამედ ყველას უხაროდა და აღნიშნვდა, რომ სალომე მართლაც ღირსეული კანდიდატი იყო, და გამარჯვებაც ღირსეული მოიპოვა.
ტაში, არა ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები ამ შოუს შემქნელებს! ბრავოოოოოოოოოოოოოო!!!!
მე ბედიებს ვგულშემატკივრობდი 🙂
me aleko berdzenishvils cinaze personal jesus dzalian magrad imgera da gushinac immigrant song daglija 🙂