Aronofsky vs Haneke- “Black Swan”

დარენ არონოვსკი (ცნობილია ფილმებით “pi”, “fountain”, “the wrestler”. “requiem for a dream”) წელს ოსკარის მთავარი კანდიდატია, ფილმით “შავი გედი”. მთავარ როლში ნატალი პორტმანი თამაშობს. ფილმის ყურების შემდეგ ამერიკულ პრესას გადავავლე თვალი, გადავწყვიტე მენახა რას წერენ რეცენზიებში. ტაიმსში, ნიუიორკერში ყველგან ერთნაირი შეფასება ქონდა, წერდნენ იმაზე, რომ რეჟიოსრმა კიდევ ერთხელ ანახა მსოფლიოს რა რთულია იყო დღეს ბალერინა, რა რთულია მუდმივი ვარჯიში, შიმშილობა, რომელსაც ახალგაზრდა ბალერინა ნინა ანორექსიამდე მიყავს. პარალელები ქონდათ გავლებული რეჟისორის წინა ფილმებთან, ამბობდნენ, რომ “შავი გედი” არონოვსკის ყველა ფილმის ერთობლიობა არის, არონოვსკის მთელი შემოქმედების ნაზავი. მხოლოდ გაკვრით ახსენედბნენ, დედის ფაქტორს, რომელიც ჩემი აზრით მთავარია მთელ ფილმში.

black-swan-movie-photo-01
black-swan-movie-photo-01

არა არ ვამბობ, რომ ნიუ იორკერის კრიტიკოსზე მაგარი ვარ, (მაგას როგორ ვიკადრებ:)) უბრალოდ ფილმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა, რომ მთავარი ფაქტორი მთელ ფილმში ბარბარა ჰერშის გმირია-ანუ დამწყები, პერსპექტიული ბალერინას არშემდგარი მოცეკვავე დედაა. თავიდანვე იგრძნობა მისი ზეგავლენა შვილზე, რომელსაც ის როგორც პატარა ბავშვს ისე ექცვეა, აჭრის ფრჩხილებს, თავად ხდის ტანასაცმელს, ნინას ყოველი მცდელოაბა გაექცეს დედას და მის მკაცრ კონტროლს უშედგეოდ მთავრდება.
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამერიკელმა კრიკტიკოსებმა ფილმი არონოვსკის წინა ნაშროიმებს შეადარეს, მაგრამ არავის გახსნებეია მიხაილ ჰანეკე. ფილმის ყურების დროს მუმივად მახსენდებოდა ჰანეკე და მისი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფილმი “პიანისტი ქალი”. იზაბელ იუპერის შესრულებით. მათ შოირს ძალიან ბევრი მსგავსებაა. დედის ძლიერი ზეგავლენა, რომელმაც შვილის პირადი ცხვორება დაღუპა. იუპერის და პორტმანის გმირები ძალიან გვანან ერთმანეთს, ორივე წარმატებულია კარიერაში, მაგრამ წარუმატებელი პირად ურთიერთობებში. ორივეს ტრაგედიის მიზეზი მარტოხელა დედაა, რომლებმაც მთელი ენერგია შვილებს მოახმრაეს, საბოლოოდ შვილი ორივეს აუჯანყდა, და ორივეს შვილმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა.

ნამდვილად ძალიან გამიხარდება წელს საუკეთესო ქალი მსახიობისთვის ჯილდოს ამერიკის კინოაკადემია თუ ნატალი პორტმანს გადასცემს. 29 წლის მსახიობი 20 წლის ინფანტილურ გოგონას თამაშობს. ის ერთდროულად არის ძალიან ნაზი-როგორც თეთრი გედი, და ასევე ძალიან კარგად ირგებს ფატალური შავი გედის როლსაც. მას როგორც მის გმირს ერთნაირად უწევს ორი რადილაკურად განსხვავებული პერსონის თამაში. ჰალუცინაციები და ნინას მეორე ბნელი ალტერ ეგოს ნატალი უნაკლოდ ასრულებს.
რას იზავს არონოვსკი და მისი ფილმი ამას უკვე თებერვალში გავიგებთ. საბოლოო ჯამში მე ფილმი არ მომეწონა, ჩემი აზრით რეჟისორმა არაქტუალური თემა აირჩია თავისი ფილმისთვის და თან ძალიან ბევრს კიდევ ერთხელ შეახსენა ჰანეკე და მისი “პიანისტი ქალი”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s