დევიდ ლინჩი-სამყარო რომელსაც ვირჩევ

მისი თითოული ფილმი უნიკალური და დამოუკიდებელი სამყაროა, სადაც ყველაზე უცნაური არსებები ცოცხლდებიან, მისტიკურ-დეტექტიური ისტორიები თავბრუს ახვევენ და აბნევენ  მაყურებელს… რთულია, გენიოსის ტვინში შექმნილ და შემდეგ კინოში გადატანილ გროტესკულ სამყაროში არ დაიკარგო და ერთხელ მოგზაურობის შემდეგ კვლავ და კვლავ დაბრუნების სურვილი არ გაგინჩნდეს. „ლინჩიანურ განზომილებაში“ ყოფნისას  ემოციას ემოცია ცვლის,  რეჟისორის ფიქრთა სვლას მიჰყვებით და იძირებით სამყაროში რომელსაც ხან „Mulholand Drive” ხანაც „Blue Velvet”  ან „Twin Peaks” ჰქვია.   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი სიურრეალისტის, დევიდ ლინჩის სამყაროში.

david-lynch-oral-history-twin-peaks

ყველაზე გიჟურ იდეებს კინოენით აცოცხლებს და მისი ფილმების ყურებისას თითქოს ლინჩის ცნობიერების ნაკადში აღმოჩნდებით-„დღის სიზმრები ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგჯერ უბრალოდ ვჯდები სკამზე, თვალებს ვხუჭავ და ჩემს გონებას სახეტიალოდ ვუშვებ. ძილში საკუთარ სიზმრებს ვერ აკონტროლებ. მიყვარს ჩემ მიერ შექმნილი ან აღმოჩენილი სიზმრების სამყაროში ჩაძირვა, ესაა სამყარო, რომელსაც მე ვირჩევ და სწორედ იქაა კინოს სიძლიერე, ხშირ შემთხვევაში სწორედ  ამ დროს იბადება იდეები“-ამბობს 71 წლის ლინჩი. ასე გაჩნდა წითელი ოთახი 90-იანი წლების საკულტო სერიალ „Twin Peaks”-ში და გოლიათის პერსონაჟი აგენტი კუპერის ოთახში. ლინჩის „სიზმრისეული ლოგიკა“ კინოში თხრობის ახალ, არასწორხაზოვან სტრუქტურას ქმნის. თხრობის მსგავს ფორმას მის საკულტო ფილმებში „Eraserhead”, „Mulholand Drive“  და „Inland Empire“ შეხვდებით. მაგიური რეალიზმის ენით ლინჩი ძალადობის, სიყვარულის, შურისძიებისა და დანაშაულებრივი საქმეების ისტორიებს გვიყვება-„იდეა წამიერად მოდის და თუ გაჩერდები და დაუფიქრდები, აღმოაჩენ რომ მას ხმა, გამოსახულება და ხასიათი აქვს. პერსონაჟის გარდერობსაც კი გიკარნახებს, იმასაც მიგახვედრებს, როგორია ეს გმირი, როგორ საუბრობს ან რა სიტყვებს იყენებს. წამიერად უამრავი რამ იბადება გონებაში“ -ამბობს რეჟისორი.

რთულია, სახელი დაარქვა განწყობას და იმ ატმოსფეროს, რომელიც ლინჩის ფილმებშია შექმნილი. სპეიციფიკური იუმორის, გროტესკული პერსონაჟების და მათი არაპრონოზირებადი ქცევების წყალობით ფილმში მოთხრობილი სიუჟეტი ხშირად ლოგიკის ჯაჭვს არ ექვემდებარება, მაგრამ ეს ხელს  არავის უშლის, ბოლომდე ისიამოვნოს ფილმის ხასიათით და მაგიური რეალიზმის ენით შექმნილი ისტორიით.

დევიდ ლინჩი ბავშობიდან ხატავდა. იხსენებს, როგორ მოჰქონდა მამას სამსახურიდან დოკუმენტების ფურცლები, რომელსაც მეორე მხარე სუფთა ჰქონდა და მას თვითმფრინავებისა და ტყვიამფრქვევების ხატვისთვის იყენებდა. ფილადელფიაში ხატვის შესასწავლად გატარებულ წლებს ყველაზე დიდ შთაგონებას უწოდებს.  საკუთარი ნახატების ამოძრავების სურვილმა პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების იდეამდე მიიყვანა. ასე შეიქმნა „Alphabet“ ლინჩის ფილმოგრაფიის ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარი, სადაც მთავარი როლი მისმა მაშინდელმა მეუღლემ, პეგიმ შეასრულა. ფილმის გადასაღებად საკუთარი სახლის კედლები შავად შეღება, იგივე გაიმეორა მეორე ფილმზე „The Grandmother“ მუშაობისას.

david-lynch-twin-peaks-director-meditation-meditating-tm_cr

ფილადელფიიდან ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილსზე გადაცხოვრდა და კინოსკოლაში განაგრძო სწავლა. ერთი წლის შემდეგ კი  დაიწყო პირველ სრუმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე „Eraserhead“-ზე მუშაობა. „Eraserhead“ საკულტო  ფილმია, რომელიც დისტოპიურ სამყაროში ვითარდება. წყნარი ახალგაზრდა მამაკაცი უცნაური ბავშვის მშობელი ხდება. დევიდ ლინჩის პირველი სრუმეტრაჟიანი ნამუშევარი სიურრეალიზმის კლასიკადაა აღიარებული და მას ლინჩის ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორი, სტენლი კუბრიკი ყველა დროის ფავორიტ ფილმს უწოდებდა.

დევიდ ლინჩს მასშტაბური  სახალხო აღიარება „The Elephant Man”-მა მოუტანა. ესაა ისოტორია, რომელიც სხეულის დეფორმაციული სინდრომით დაავადებული ჯოსეფ მერიკის ამბავს ჰყვება. მას მოჰყვა სამეცნიერო ფანტასტიკა „Dune“ და „Blue Velvet”.  1990 წელს კი დევიდ ლინჩმა მარკ ფროსტთან ერთად მთელი მსოფლიო ტელევიზორის ეკრანებს მიაჯაჭვა. ათწლეულების წინ ტელეკომპანია ABC-ის აღმასრულებელი პროდუსერები დევიდ ლინჩისა და მარკ ფროსტის სცენარმა მოხიბლა და ასე დაიბადა სრულიად ახალი სამყარო სახელად „Twin Peaks”, რომელიც ერთდოულად იყო კლასიკური საპნის ოპერაც, მკვლელობის იდუმალი ამბავიც, პატარა ქალაქის საგაც და სიყვარულის ისტორიაც.

„ვინ მოკლა ლორა პალმერი“-კითხვა ისმოდა ყველგან და ისტორია აინტერესებდა ყველას. აგენტი კუპერის ისტორია პატარა ქალაქში, გასცდა ამერიკის საზღვრებს და აალაპარაკა მსოფლიო. წითელი ოთახის მისტიკა, კრიმინალური დაჯგუფებები და საიდუმლო კავშირები ორ სეზონად გაერთიანდა და საკულტო სერიალად იქცა. „Twin Peaks” -ს ბევრი ტელევიზიის ოქროს ხანის დასაწყისად მიიჩნევს. წლების შემდეგაც კი მაყურებელს ხიბლავს და ატყვევებს სიუჟეტური ხაზი, პერსონაჟების სიღრმე, მონტაჟი და განწყობა, რომელიც ლინჩმა სერიალში მარკ ფროსტთან ერთად შექმნა. მეორე სეზონის ბოლოს ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს-„შევხვდებით 25 წლის შემდეგ“ და მიუხედავად იმისა, რომ სერიალის გაგრძელება არ იყო დაგეგმილი, დაახლოებით 25 წლის შემდეგ „Twin Peaks”  სატელევიზიო სამყაროს დაუბრუნდა. დევიდ ლინჩი სერიალის მესამე სეზონს 18 საათიან ფილმს უწოდებს, რომელიც ნაწილ-ნაწილ უნდა ნახოთ და რომელიც უკვე აღიარეს 2017 წლის სატელევიზო სეზონის მოვლენად.

„Twin Peaks”-ის ყურებისას გამუდმებით ფიქრობ მის გავლენებზე და იმაზე, რომ დევიდ ლინჩმა წლების წინ გადაიღო სერიალი, რომელიც თანამედროვე ტელე-ინდუსტრიის პირველწყაროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. სერიიდან სერიამდე გაოცებთ და გითრევთ ლინჩის სამყარო და როდესაც ამ სამყაროს შემქმნელს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ხედავთ, თავი მართლა სიურრეალისტურ ფილმში გგონიათ.

„Twin Peaks”-ში მისი პერსონაჟის, გორდონის მსგავსად დევიდ ლინჩსაც უყვარს ყავა, ოღონდ არა „უმთვარო ღამესავით მუქი და ძლიერი“, არამედ „ლატე“. ჟესტები კი მას და გორდონს ნამდვილად  საერთო აქვთ. საყვარელ თემებზე საუბრის დროს ცისფერი თვალები უბრწყინავს და წარმოუდგენელია, ეს აღფრთოვანება არ გადაედოს, თითების მოძრაობას თვალს ვერ მოსწყვეტ და გიჩნდება სურვილი, დევიდ ლინჩს დაუსრულებლად ელაპარაკო კინოზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და ტრანსცედენტალური მედიტაციის უპირატესობებზე. ტრანსცედნეტალური მედიტაცია მედიტაციის უძველესი ფორმაა, რომელიც ლინჩმა 70-იან წლებში აღმოაჩინა-„ვფიქრობდი, რომ მედიტაცია იქნებოდა გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ. უამრავი ტიპის მედიტაცია ვცადე, მაგრამ არც ერთი იყო საჩემო. ერთხელ ჩემმა დამ დამირეკა და ტრანსცენდელატურ მედიტაციაზე მიამბო, მას ხმა ჰქონდა შეცვლილი და უფრო ბედნიერი ჩანდა, ამიტომ მეც ამ ტექნიკის შესწავლა გადავწყვიტე. ამ დროს შემოქმდებითი ვიყავი, მაგრამ თვითდაჯერება მაკლდა, მუდმივ სიბრაზეს ვგრძნობდი, რომელიც ჩემს პირველ ცოლზე გადამქონდა. მედიტაციის დაწყებიდან ორ კვირაში კი თავად მკითხა, რა ხდებოდა, სად წავიდა ჩემი სიბრაზე. ეს ყველაფერი თავისით მოხდა. ცოლსაც კარგად ვეპყრობოდი და მეც უფრო ბედნიერი ვიყავი. საქმის კეთებისას კი ენერგია და ენთუზიაზმი მომეცა“-იხსენებს ლინჩი, რომელმაც 2005  საკუთარი ფონდი შექმნა, რომელიც 600000-ზე მეტ ბავშა თუ მოზარდს სტრესის დაძლევაში ეხმარება. დევიდ ლინჩის ფონდი წელს უკვე კავკასიაშიც დაარსდა და მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაცხოვრებებს სტრესის დაძლევაში. დევიდ ლინჩთან ჩვენი ინტერვიუც ტრანსცენდენტალური მედიტაციით იწყება.

რა პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ტრანსცენდენტალური მედიტაცია აღმოაჩინეთ?

ეს იყო პერიოდი, როცა ფილადელფიიდან ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ბევერლი ჰილსზე დიდ სახლში ვცხოვრობდი. ფილადელფია ჩემთვის შთაგონების უდიდესი  წყარო იყო. ის ბნელი, გიჟური, ჭუჭყიანი, კრიმინალური და გარყვნილი ქალაქია, მაგრამ იქაური ხასიათი, ქარხნები და ატმოსფერო, ჩემთვის სამუშაოდ ფანტასტიკურ განწყობას ქმნიდა. ლოს-ანჯელესში ღამე ჩავედი. მახსოვს პირველი, რაც შევამჩნიე, იყო სინათლე. ლოს-ანჯელესი გაშლილი ქალაქია და ამ სინათლესთან ერთად ის თავისუფლების განცდას ბადებს. პირველ ფილმზე დავიწყე მუშაობა, მომცეს სამუშაო სივრცე, აღჭურვილობა, მომიწყვეს სტუდია. ყველაფერი მქონდა, რაც ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა. თუმცა, როდესაც ჩემს თავში ჩავიხედე, აღმოვაჩინე, რომ იქ სიცარიელე იყო. მქონდა ყველაფერი, რაც მინდოდა, მაგრამ არ ვიყავი ბედნიერი, სწორედ ამ დროს დავიწყე მედიტაციის ძიება. ბედნიერება შენშია და ეს უნდა იპოვო, მაინტერესებდა სადაა ეს „შენში“ და ასე აღმოვაჩინე ტრანსცენდენტალური მედიტაცია, რომელიც მუშაობაში და ცხოვრების გაუმჯობესებაში დამეხმარა. ტრანსცენდენტალური მედიტაცია არც კულტია და არც რელიგია.

შედეგი მაშინვე იგრძენით თუ დრო დაგჭირდათ?

მაშინვე დამეხმარა და ძალიან მომეწონა. ტრანსცენდეტალური მედიტაცია მასწავალებელმა უნდა შეგასწავლოთ. ამას ოთხი დღე და დღეში საათნახევარი სჭირდება. მასწავლებელი მოგცემთ მანტრას, რომელიც ხმა ან ვიბრაციაა. უნდა ისწავლო მისი გამოყენება. ოთხი დღის შემდეგ გეცოდინებათ, როგორ გააკეთოთ მედიტაცია, პასუხი გაეცემა თქვენს კითხვებს და მერე მთელი ცხოვრება გეცოდინებათ ეს ტექნიკა. დილით და შუადღეს ოც-ოცი წუთით მედიტირებთ, შემდეგ კი საქმეს აკეთებთ და აკვირდებით როგორ იცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ, ნეგატივი ტოვებს თქვენს სხეულს და ადგილს ბედნიერებას და ჰარმონიას უთმობს.

დეპრესიისა და მღელვარების დროს ეხმარება ადამიანს?

თუ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ხართ,  წამლებს იღებთ და ამ დროს იწყებთ მედიტირებას, უნდა იმუშაოთ ექიმთან შეთანხმებით, უნდა გააგრძელოთ მედიკამენტების მიღება. ორი კვირის შემდეგ კი ექიმმა შეიძლება უკეთესობა შეგატყოთ. ყველაფერი ჰარმონიაში მოდის და ეს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე აისახება. ამ ყველაფერზე დაკვირვება ძალიან ლამაზი პროცესია.

ჰოლივუდში და ზოგადად შოუ-ბიზნესში უამრავი სტრესია…

სტრესი ყველგანაა, მათ შორის ბავშვებიც. სკოლაში ხშირად ჩხუბობენ, მოსწავლეებს კონცენტრაცია უჭირთ, მათ უამრავ წამალს აძლევენ, რომელიც მხოლოდ ნიღბავს პრობლემებს. სწავლება არც მასწავლებლებს სიამოვნებთ. კეთილისმსურველები უამრავი იდეით გამოდიან, მოგვიწოდებენ, შევღებოთ კედლები ან ახალი წიგნები გამოვუშვათ. ტრანსცენდენტალური მედიტაცია კი მათ რეალურად ეხმარებათ. უკეთ სწავლობენ, სტრესი ქრება, სწავლის პროცესი უფრო ბედნიერი ხდება. ერთ წელში გარემო მთლიანად იცვლება. დაუჯერებელი ეფექტი აქვს და ამის ყურება ძალიან სასიამოვნოა. სკოლა ხდება ადგილი, სადაც სიამოვნებით გაუშვებთ თქვენს შვილს.

რთულია საკუთარი მანტრას პოვნა?

მას მასწავლებელი გაძლევთ. მანტრა ყველას თავისი აქვს და მისი ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლება. მანტრა ცხოვრების მხარდამჭერია, მეგობარი ხმა, რომლის გამოყენებაც უნდა ისწავლო და რომელიც საშუალებას გაძლევს, საკუთარ თავს ჩაუღრმავდე.

ხატვა  ბავშობიდან დაიწყეთ და ხშირად ხატავდით სამხედრო თვითმფრინავებს…

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, მაგრამ ომის განწყობა მაინც ჰაერში იგრძნობოდა.  მიყვარდა  დანების, პისტოლეტების, თვითმფრინავების ხატვა, ყველაზე მეტად კი  ტყვიამფრქვევებისა და ავტომატების ხატვა მიტაცებდა.

მშობლები გასაფერადებელ ფურცლებს არ გაძლევდნენ, რატომ?

დედაჩემმა რაღაც მიზეზით უარი თქვა, რომ გასაფერადებელი რვეული მქონოდა. ჩემს და-ძმას ჰქონდა. მახსოვს მამას სამსახურიდან ფურცლები მოჰქონდა, ერთ მხარეს დოკუმენტები იყო, მეორე მხარეს კი ცარიელი და მეც ვხატავდი. ახლა მადლობას ვუხდი დედაჩემს მოცემული თავისუფლების გამო.

ხანდახან ხატვისას ხორცსაც კი იყენებთ…

დიახ,ხორცი გამოვიყენე. ბუნება უამრავ მნიშვნელოვან რამეს გვაძლევს, იდეას, ტექსტურას… და ეს ძალიან მომწონს. ხორცი ნახატს მივაწებე, ცოტა ხანში საშინელი სუნი აუშვა, დავიწყე მარილიანი წყლის დასხმა და მალე შესანიშნავი ტექსტურა მივიღე.

როცა ფილმს არ იღებდით, ხატავდით. ხომ ასე იყო?

დიახ, მაგრამ მე ორივეს კეთება მიყვარს.

როდის გაჩნდა მოძრავი ფოტოები?

მე და ჩემს მეგობარს გვქონდა სივრცე, სადაც ვხატავდით. ამ დროს ფილადელფიაში ვცხოვრობდი. ერთხელ ღამით მარტო ვხატავდი, დავხატე ბაღი. ნახატის უმეტესი ნაწილი იყო შავი და მწვანე. მოსაწევად გავედი და ამ ნახატს შორიდან დავუწყე ყურება, უცბად ნახატიდან მომავალი ქარის ხმა გავიგონე და სიმწვანემაც მოძრაობა დაიწყო. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, სრულიად ფხიზელი ვიყავი. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე მოძრავი ნახატი.

გაგჩენიათ სურვილი თქვენს ფილმებში შექმნილ სამყაროში აღმოჩნდეთ?

მე მინდა ჩემი ფილმების სამყაროში ყოფნა, მაგალითარ „Eraserhead“ არის ფილმი, რომლის სამყაროშიც ვიქნებოდი, თუმცა არ ვიცი, მინდა თუ არა იქ სულ დარჩენა.

სანამ კინოინდუსტრიაში წარმატებული გახდებოდით, იყო თუ არა დილემა გემუშავათ შემოსავლისთვის თუ თავი სრულად მხატვრობისთვის მიგეძღვნათ?

ჩემი მშობლები საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ, ფინანსურად მეხმარებოდნენ, მაგრამ მეც ვმუშაობდი. მეცოდებიან ხელოვანები, რომელთაც კვირაში ხუთი დღე უწევთ მუშაობა იმისთვის, რომ მასალები შეიძინონ. მათ სახატავად მხოლოდ უქმეები რჩებათ, ხელოვანს კი სურს კვირაში ხუთი დღე ხატოს და ფულისთვის მხოლოდ ორი დღე იმუშაოს.

როდესაც სცენარს წარადგენდით ფინანსების მოპვება თუ გიჭირდათ?

რთული იყო, მაგრამ მე ვამბობ რომ ბედი დიდ როლს თამოშობს ადამიანის ცხოვრებაში. არ ვიცი, რატომ მაფინანსებდნენ, კინოში მწვანე შუქი ამინთეს, მითხრეს, მემუშავა. უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელთაც, სამწუხაროდ, უარს ეუბნებიან. მე ძალიან იღბლიანად ვთვლი თავს.

 

რას ნიშნავს თქვენთვის „Twin Peaks”?

„Twin Peaks” არის  სამყარო, ისევე როგორც როგორც სხვა ფილმები, მაგრამ განსხვავებული სამყარო.  მიყვარს „Twin Peaks“-ის პერსონაჟები, ადგილი, იდეა და საერთოდ ყველაფერი.

როდესაც მეორე სეზონი დასრულდა და ერთ-ერთმა პერსონაჟმა თქვა 25 წლის შემდეგ შევხდებითო, მაშინ იცოდით რომ გააგრძელებდით „Twin Peaks”-ის გადაღებებს?

არა, არ ვიცოდი.  ეს  ისევ  ბედის დამსახურებაა.  მე მომივიდა წითელი ოთახის იდეა, სადაც კუპერი იყო გაჭედილი.  მეორე სეზონის ბოლო ეპიზოდში ლორა ეუბნება კუპერს-„გნახავ 25 წლის შემდეგ“, მაშინ საერთოდ არ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. ეს სცენა უფრო სიზმარს ჰგავდა და არა რეალობას.  მაგრამ ისე მოხდა, რომ თითქმის 25 წლის შემდეგ კვლავ დავბრუნდით „Twin Peaks”-ის გადასაღებად.

ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ ,რაც „Twin Peaks“ პირველად გავიდა ეთერში და მისი ყურებისას ყოველთვის გრძნობ თანამედროვე ტელევიზიაზე მის უდიდეს  გავლენას. თქვენ თავად თუ შეგიმჩნევიათ ეს ერთგვარი „Twin Peaks“ ეფექტი?

არა, ხშირად მეუბნებიან ამას, მაგრამ მე არ შემიმჩნევია. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არსებობს. შეიძლება, რაღაც პირველმა დაიჭირო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მაგალითად მარკონი და ტესლა, ისინი სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ორივემ შექმნა რადიო. მართალია ეს გამოგონება ტესლას მიეწერა, რადგანაც მან უფრო ადრე მიაგნო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ამ აღმოჩენას მარკონის მიაწერდნენ. იდეები „ჰაერშია“ და ადამიანები იჭერენ ამ იდეებს, ასე მიდის ევოლუცია. ახალი იდეები ცურავს და მათ იჭერენ იმისთვის, რომ რაღაცები წინ წავიდეს.

 საიდან მოგდით ეს იდეები?

ცხოვრებიდან და ძალიან ცოტა სიზმრებიდან. მე მიყვარს „სიზმრის ლოგიკა“, იდეა შეიძლება ნებისმიერ დროს მოგივიდეს. მიყვარს დღის ზმანებები და ხანდახან მინდა, რომ იდეა მომივიდეს, უკვე შემდეგ ეს სურვილი თევზაობას ჰგავს. გადააგდებ ანკესს და იჭერ რაღაც იდეებს, ამას კი ძლიერი სურვილი აკეთებს.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გადასაღებ მოედანზე  ყველაფერი ისე იყოს, როგორც ეს სცენარის წერისას წარმოგედგინათ თუ მიდიხართ რაღაც დათმობებზე?

ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და ზოგჯერ ისე ხდება, რომ რომ ფილმი ზუსტად ისეთია, როგორც გონებაში დაბადებული იდეა იყო. მაგრამ თუ კონკრეტულ გადასაღებ მოედანს ეძებ და მას ვერ პოულობ, მაშინ ვიწყებ მაქსიმალურად მიახლოვებული ადგილის ძიებას. გარემოს შესაქმენალდ შეიძლება განსხვავებული ავეჯის ან ნივთების შეტანა, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეა იგივეა, მაგრამ სურათი არ გამოდის ისე, როგორც ჩაფიქრებული გქონდა.

ამბობთ რომ სერიალებში „Breaking Bad“ მოგწონთ…

„Breaking Bad“ პერსონაჟების გამო მომწონს. არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი პერსონაჟებია შექმნილი.

როგორც ვიცით, საქართველოში კინოსკოლის შექმნასაც აპირებთ…

საქართველოში გიგა აგლაძესთან ერთად ვმუშაობ. გიგა იქნება სკოლის ამბებში ჩართული. ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შეეძლებათ აქ ჩამოსვლა. საქართველო კარგი ადგილია კინოფესტივალის დასაარსებლადაც. ქართულ კინოზე და მის ტრადიციებზე ფედერიკო ფელინიც კი საუბრობდა. ასე რომ, საქართველო კინოხელოვნებისთვის ნამდვილად იდეალური ადგილია.

სტატია ჟურნალი ბომონდის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

ავტორი: რუსკა გიორგაძე

 

 

 

Advertisements

მეგან მარკლი-პრინც ჰარის რჩეული

მეგან მარკლი ამერიკელი მსახიობია, რომელიც კინომოყვარულებმა სერიალიდან „Suits” გაიცნეს, სადაც ის ამბიციურ ადვოკატ რეიჩელ ზეინს ასახიერებს. სერიალი შეერთებულ შტატებში უკვე შვიდი წელია გადის. მიუხედავად იმისა რომ მეგან მარკლი ჰიტად ქცეული სერიალის ერთ-ერთი მთავარი ვარსკლავია, პრესა მან სულ სხვა მიზეზით, დაახლოებით ერთი წლის წინ აალაპარაკა, მაშინ როდესაც ცნობილი გახდა, რომ მეგანი ინგლისის სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის, პრინც ჰარის რჩეულია.
36 წლის ამერიკელმა მსახიობმა და 33 წლის ჟღალთმიანმა პრინცმა ერთმანეთი საერთო მეგობრის წვეულებაზე გაიცნეს, ერთმანეთს 6 თვის განმავლობაში ჩუმად ხვდებოდნენ. როცა ტაბლოიდებმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობის შესახებ შეიტყვეს, პრესაში უამრავი უარყოფითი სტატია და გამოხმაურება გაჩნდა. შეტევა იმდენად ძლიერი იყო, რომ განცხადება პრინცის თხოვნით სამეფო სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა და პრესას უკან დახევისკენ მოუწოდა. მეგანი ამბობს, რომ სტატიებს ყურადღებას არ აქცევდა-„ჩვენ ორი ადამიანი ვართ, რომელიც ძალიან ბედნიერი და შეყვარებულია. სანამ მსოფლიო გაიგებდა, ექვსი თვის განმავლობაში ერთმანეთს ჩუმად ვხდებოდით. ამ პერიოდში სულ ვმუშაობდი, ერთადერთი რამ რაც ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა ხალხის დამოკიდებულებაა ჩემდამი“.
მეგანი ლოს-ანჯელესში დაიბადა და გაიზარდა. დედა აფრო-ამერიკელი დორია რეგლანდი, ფისქოთერაპევტი და იოგას მწვრთნელია, მეგანის მამა, თიმას მარკლი კი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული განათების რეჟისორი. წლების განმავლობაში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიტქომების „Marrierd…With Children”-ისა და “General Hospital”-ის განათების რეჟისორი იყო. სწორედ მამის წყალობით მეგანმა ბავშვობის დიდი დრო გადასაღებ მოედანზე გაატარა-„ათი წლის განმავლობაში ყოველ დღე მე „Marrierd…With Children”-ის გადასაღებ მოედანზე ვატარებდი, რომელიც ერთდროულად სასაცილო და პერვერსიული სამყარო იყო პატარა გოგოსთვის, რომელიც კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა და უნიფორმაში იზრდებოდა“-იხსენებს მარკლი. „ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, როცა მე ორი წლის ვიყავი, მაგრამ არასდროს მინახავს მათი ჩხუბი, ხშირად დავდიოდით ერთად დასასვენებლად. მამა კვირა დღეს ჩვენთან მოდიოდა და ერთად ვუყურებდით ტელევიზორს, სამივე ერთად ვსადილობდით. მშობლების დაშორების შემდეგაც მაინც ძალიან ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებდით“-ამბობს მსახიობი და მშობლებს მის ყველაზე დიდი გულშემატკივრებად მიიჩნევს-„მშობლები ყოველთვის მხარში მედგნენ, უყურებდნენ ჩემს მცდელობას, მიმეღო როლი. უამრავ საქმეს ითავსებდნენ, იმისთვის რომ ჩემი გადასახდები დაეფარათ. მამაჩემმა იცოდა, რომ მსახიობისთვის სამუშაოს პოვნა ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ ის ყველაზე ამაყი იყო როდესაც მე გავარღვიე ეს წრე და ამ სფეროში მუშაობა შევძელი“. ჰიტად ქცეულ სერიალამდე მეგანი რამდენიმე კომედიაში მეორეხარისხოვან როლში გადაიღეს. როდესაც „Suits”-ის ქასთინგზე მიდიოდა, გზად მიხვდა რომ როლისთვის შეუსაბამოდ ეცვა, H&M-ში შეიარა და მოკლე შავი კაბა იყიდა. გამორჩეული გარეგნობის მქონე მეგანმა ქასთინგზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. „ვეძებდით ადამიანს, რომელიც განსხვავებულად ლამაზი, მიზანმიმართული და სერიოზული იქნებოდა, მეგანი დავინახეთ თუ არა, მივხვდით რომ ის ამ როლზე იდეალური იქნებოდა“-იხსენებს შოუს რეჟისორი. მეგანს რეალურ ცხოვრებაშიც ასე ახასითებენ ლამაზი, კეთილი და ძალიან სერიოზული გოგო, რომელმაც გასაკვირი სულაც არაა, რომ პრინცის მოხიბვლაც კი შეძლო. მთავარი საერთო მასსა და პრინცს შორის ფილანტროპიაა. მეგანი ქველმოქედია და ასევე აქტიურად იცავს რასიზმისა და გენდერული უთანასწორობის ნიადაგზე ჩაგრულებს. მეგანის დედამ უზრუნველყო, რომ მის პატარა გოგოს ყველაფერი ცოდნოდა სამყაროს პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ- „ჩემმა მშობლემა ჩემს გარშემო ისეთი სამყარო შექმნეს, რომ თავი განსხვავებულად არა, მაგრამ განსაკუთრებულად მეგრძნო“-ამბობს მსახიობი, თუმცა მშობლების მიერ შექმნილი სამყაროსგან განსხვავებით სხვანაირი იყო რეალობა. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მეშვიდე კლასში სკოლის აღრიცხვის ფურცელი უნდა შეევსო- თეთრკანიანი, შავკანიანი, ლათინოსი და აზიელიდან რომელიმე გრაფა უნდა ამოერჩია. მეგანს ღია და ჭორფლიანი კანი და ხუჭუჭა თმა ჰქონდა, ასეთი გარეგნობის გამო არავინ იცოდა მისი ბირასულობის შესახებ. მეგანი დაიბნა, თვლიდა, რომ თეთრის ან შავკანიანის არჩევით რომელიმე მშობელს უღალატებდა. მასწავლებელმა კი ურჩია თეთრკანიანი შემოეხაზა, მაგრამ მეგანმა ეს გრაფა ცარიელი დატოვა. „ამ პერიოდში შეგრძნებაც ასეთი მქონდა, არ ვიცოდი რომელ გრაფას ვერგებოდი“-ამბობს მსაიხობი, რომელიც დღეს ბირასიული წარმომავლობის ადამიანების აქტიური დამცველია. მეგანის წარმომავლობა პრესის განხილვის თემა გახდა. განიხილავდნენ მსახიობის ცხოვრებას ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში. ბევრი იმასაც წერდა, რომ პრინცის მომავალი სიდედრი ჯერ კიდევ განგსტერებით სავსე სამეზობლოში ცხოვრობს. მეგანის მეგობრები მიიჩნევენ, რომ პრესის ამგვარი შემოტევა რასისტული, სექსისტური და სრულიად უსამართლო იყო.
მეგან მარკლი დროის უმეტეს ნაწილს სამ ქალაქში-ლონდონში, ტორონტოსა და ლოს-ანჯელესში ატარებს. ტორონტოში უკვე მეშვიდე წელია სერიალ „Suits”-ის გადაღებები მიმდინარეობს. „შვიდი კანადური ზამთარი დიდი დროა იმისთვის, ვინც კალიფორნიაში გაიზარდა“-თავადაც გაოცებით აღნიშნავს მსაიხობი. „ლოს-ანჯელესში დავიბადე და გავიზარდე, კალიფორნიელი გოგო ვარ, რომელიც ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც სჯერათ, რომ ბევრი რამის განკურნვა შეუძლიათ იოგათი, , სანაპიროზე გატარებული რამდენიმე საათით ან ავოკადოთი“-სწორედ ამიტომ შეეცადა, მისი სახლი ტორონტოში კალიფორნიულ სტილზე მოეწყო. მეგანი გურმანია, უყვარს საჭმელზე ვნებით ლაპარაკი, ეს შტრიხი მისი ეკრანული პერსონაჟის შექმნისასაც გამოიყენეს.
მეგანის კოლეგები სერიალიდან მისი და პრინცის ურთიერთობას განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან და იმასაც ამბობენ, რომ სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრისთვის მეგანი იდეალური მეწყვილეა. ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში, რა თქმა უნდა, დედლოფალი ელიზაბეთ მეორის აზრია. ბევრი მიიჩნევს, რომ პროგრესული დედოფალი, რომელმაც საშუალო კლასის ოჯახიდან გამოსული ქეით მიდლტონი მიიღო რძლად, მეგანისა და ჰარის ურთიერთობასაც დალოცავს. არავინ იცის, დახუჭავს თუ არა უინძორთა ოჯახი თვალს დადგენილ წესებზე, რომელიც სამეფო გვარის წევრს კათოლიკეზე და განქორწინებულ ადამიანზე ქორწინებას უკრძალავს. მეგანი არ გაზრდილა კათოლიკედ, მაგრამ კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, ასევე ორი წლის განმავლობაში იყო პროდუსერ ტრევორ ენგელსონზე დაქორწინებული. თუ პრინცმა მეგანზე გადაწყვიტა ქორწინება და სავარაუდოა, რომ ასეც მოხდება, მაშინ ეს სამეფო ოჯახის ისტორიაში მეორე შემთხვევა იქნება. პირველი 81 წლის წინ მოხდა, როცა ედუარდ მერვემ უოლის სიმსონზე იქორწინა და სამეფო ტახტიც დაკარგა.
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სიყვარულის ისტორიას ხშირად ფილმს „The Prince and Showgirl” ადარებენ, სადაც მთავარ როლებს მერილინ მონრო და ლოურენს ოლივიე თამაშობენ. ხშირად აღნიშნავენ, რომ მეგანი განსაკუთრებული ინტელექტისა და შინაგანი სილამაზის მქონე ადამიანია. „პრინცესა დიანას მეგანი რომ გაეცნო, აუცილებლად აღფრთოვანდებოდა მისი პიროვნებით“-ამბობენ მეგანის ნაცნობები.
არავინ იცის, როგორ განვითარდება ამერიკელი მსაიხობისა და პრინცის ურთიერთობა, მაგრამ ამბობენ, რომ მომხიბვლელი მეგანი ბრიტანელების საყვარელი პრინცისთვის იდეალური მეუღლე იქნება. მათ ერთად გამოჩენას მთელი მსოფლიო განსაკუთრებით აკვირდება. ხშირად არღვევენ სამეფო კარის მიერ დადგენილ წესებს და პუბლიკაშიც ხელჩაკიდებულები ჩნდებიან. მეგანი და ჰარი უკვე მსოფლიოს საყვარელი წყვილია.

მერაბ ნინიძე “იუპიტერის მთვარეზე”, კორნელი მუნდრუცოსთან მუშაობაზე, კანის კინოფესტივალზე და მის სამსახიობო კარიერაზე

არიანი ახალგაზრდა ემიგრანტი სირიიდან, რომელსაც საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დაჭრიან,  უნგრელი რეჟისორის, კორნელი მუნდრუცოს ფილმის „იუპიტერის მთვარის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. დაჭრილი არიანი ლტოლვილთა ბანაკში ხვდება, სადაც ამოუხსნელი ძალით  ჭრილობებს იხორცებს და აღმოაჩენს, რომ ლევიტაციის უნარი აქვს. არიანი ბანაკიდან ექიმის დახმარებით გარბის და მამის საძიებლად მიდის. სწორედ ემიგრანტისა და ექიმის ურთიერთობა ხდება მუნდრუცოს ფილმის ცენტრალური ისტორია. „იუპიეტრის მთვარის“ პრემიერას განსაკუთრებული ინტერესი სწორედ საქართველოში მოჰყვა, რადგანაც ექიმის როლს მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. „კინემატოგრაფიულად შთამბეჭდავი ისტორია, რომელიც მნახველს უემოციოდ ვერ დატოვებს“, „წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინონამუშევარი“-ასეთი შეფასებები ისმოდა კანის კინოფესტივალზე „იუპიტერის მთვარის“ პრემიერის შემდეგ. განსაკუთრებით აღნიშნა მსახიობების მერაბ ნინიძისა და უნგრელი სჟომბერ ჯეგერის თამაშის მანერა. კორნელი მუნდრუცოსა და „ვუნდერკინდად“ აღიარებული კინოოპერატორი მარსელ რევის ერთობლივი ნამუშევარი წელს მთავარი ჯილდოსთვის „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოდა. „კორნელის კომფორტის ზონიდან გამოყავხარ, უნდა დაივიწყო, რაც იცი და მზად იყო ყველაფრისთვის, როგორც მეომარი“-ამბობს მერაბ ნინიძე, რომელიც ჟუნრალ „OK! Georgia”-ს „იუპიტერის მთვარეზე“, კორნელი მუნდრუცოზე, ფილმში მის პერსონაჟზე და  მასწავლებელზე, გიზო ჟორდანიაზე ესაუბრა.

 merabi

პირველ რიგში რა თქმა უნდა „იუპიტერის მთვარეზე“ უნდა გკითხოთ. ბევრმა ეს ფილმი აღიქვა, როგორც პოლიტიკური განაცხადი, თქვენ თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პასაჟი რეჟისორ კორნელი მუნდრუცოს ამ ნამუშევარში რწმენასთან კავშირის გაწყვეტაა. თანამედროვე სამყაროში და მიმდინარე მოვლენების ფონზე რა მნიშვნელობას იძენს ეს ფილმი, რამდენად მნიშვნელოვანია რომ რეჟისორებმა სწორედ ასეთი ერთი შეხედვით თითქოს სიურეალისტური გზით ასახონ ყველაზე აქტუალური პრებლემები?

„იუპიტერის მთვარე“ რეჟისორისთვის დამახასიათებელი ხელწერით და სტილისტიკითაა შექმნილი. ის აქცენტებს ადამიანების ურთიერთობიდან გამომდინარე აკეთებს ანუ პერსონაჟების ურთიერთობიდან და აქ ორი ადამიანის ურთიერთობა უკვე პოლიტიკურია- რა არჩევანს აკეთებს ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში? რა კრიტერიუმით იზომება დღეს მორალი? რწმენა, არა მარტო რელიგიური, არამედ ადამიანური, ჰუმანურია ალბათ. დღეისთვის უფრო შიშით და ცინიზმით დაღდასმულ დროში ვცხოვრობთ და იდეალების და ლირიკის ადგილი სწორედ შიშმა, ტერორმა დაიკავა.  ცინიზმი და უნდობლობა უპირისპირდება  „იუპიტერის მთვარეში“  სასწაულს, გამოცხადებას, რომელსაც ახსნა არ აქვს და შეიძლება ამიტომ ჩანს სიურეალისტური. მე მგონი ფილმი საკმაოდ რეალისტური და დინამიური ხერხით ყვება ამბავს. მუნდრუცო ცდილობს სტილისტური აღრევით თითქოს ფუტურისტული მომავლის კინოენა გამოიგონოს სადაც თრილერი, მელოდრამა, სათავგადასავლო არტჰაუზი და ბლოკბასტერი ერთ ჭერქვეშ ექცევა და ამ ეკლექტიკას შეგნებულად მიმართავს. მუნდრუცო დღევანდელობას ასე აღიქვამს- სტილის და ჟანრების აღრევით, ის ამ მცნებებს შორის საზღვარს შლის და  იქ იწყებს  ამბის მოყოლას, სადაც შავ და თეთრი, კარგი და ცუდი არ არსებობს და ყველაფერი თანაარსებობაშია.

Jupiter+Moon+Photocall+70th+Annual+Cannes+BjLNkBB2llml

“ იუპიტერის მთვარეში“ თქვენს მიერ განსახიერებულ პერსონაჟზე მინდა გკითხოთ-ექიმზე, რომელიც ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორიის თვითმხილველი ხდება, რა არის ამ პერსონაჟს მთავარი მახასიათებელი და როგორ მოხდა ამ პერსონაჟის შექმნა?

კორნელი დიდ დროს უთმობს მოსამზადებელ პერიოდს.  მთლიანობაში ფილმზე ერთი წელი ვიმუშავე. სინჯები და რეპეტიციები 2016 იანვარში, ხოლო გადაღებების მაისის ბოლოს დაიწყო, რომელიც 3 თვეზე მეტი გაგრძელდა. უკვე  ამ წლის იანვარში  სტუდიაში ვცდილობდი  პერსონაჟი უნგრულ ენაზე გამეხმოვანებინა, ესეც კორნელის დაჟინებული თხოვნა იყო. უნგრული ხმოვნების წარმოსათქმელად 6 კვირა ლოგოპედთან ერთად ვმუშაობდი.  ფილმში ჩემი პერსონაჟი ძირითადად ინგლისურად ელაპარაკება სირიელ ლტოლვილს და ფილმის დიალოგების 60 პროცენტიც ინგლისურ ენაზეა. კორნელი ბოლომდე ეცადა ჩემი ხმა ყოფილიყო ფილმში, ამის გამო დარჩენილ 40 პროცენტზე- უნგრულ დიალოგებზე ბევრი ვიწვალეთ, კარგი გამოვიდა,  მაგრამ აშკარა იყო რომ უცხოელი ლაპარაკობდა და ეს პერსონაჟისთვის გაუმართლებელი იქნებოდა. გაბორ შტერნი -ასე ქვია ჩემს პერსონაჟს „იუპიტერის მთვარეში“ და  როგორც იტყვიან თავით ფეხამდე უნგრელი, სწორედ ამიტომ საბოლოოდ უნგრელმა მსახიობმა გაახმოვანა, რაც  ჩემთვის პირადად ძნელი შესაგუებელია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. კორნელი ძალიან მომზადებული მოდის გადასაღებ მოედანზე და მაქსიმუმს მოითხოვს მსახიობისგან,მას კონკრეტული ემოციური რეგისტრი არ ყოფნის, კომპლექსურად უდგება პერსონაჟს და ეს განწყობა ძალიან გადამდებია. მისი შთაგონება ბოლომდე გითრევს და მიყვები.

 „იუპტერის მთვარეში“ კრიტიკოსების თქმით ძალიან ბევრი იდეური და მორალური მესიჯია ჩადებული. თქვენთვის რა იყო ის მთავარი იდეა, რამაც როლზე დათანხმების და ფილმში თამაშის სურვილი  გაგიჩინათ

როგორც მსახიობი ვერ ფიქრობ მესიჯებზე რომელიც ფილმშია. გადაღების  პროცესში შეუძებელია არტისტმა ამაზე იფიქროს, მაგრამ უკვე დასრულებულ ფილმში დავინახე ეს გზავნილები. სცენართან შედარებით ფილმი უფრო დალაგებულია ანუ ერთ ამბავს ყვება და ესაა ორი ადამიანის ურთიერთობა დაუნდობელ რეალობაში.ჩემი პერსონაჟის მთავარი მახასიათებელი  კომპლექსურობაა, ის მუდმივ წინააღმდეგობაშია.მთელი ფილმის მანძილზე საკუთარ თავს და გარემოს ეწინააღმდეგება და ამ წნეხში უნებლიედ გმირი ხდება. სცენარის კითხვა რომ  დავიწყე ასე მე-10 გვერდზე ჩემი პერსონაჟი სასწაულის შემსწრე ხდებოდა, მის თვალწინ დაჭრილი ლტოლვილი უცებ ფრენას იწყებდა. ეს სცენა რამდენიმეჯერ წავიკითხე, მეგონა რომ ვერ მივხვდი ან მეჩვენება რასაც ვკითხულობ,როცა მივხვდი რომ არ მეჩვენება, ვიფიქრე რომ მხოლოდ ამ სცენის გამო ღირდა ამ ფილმში მონაწილეობა. როგორ უყურებს ადამიანი გამოცხადებას, სასწაულს რომელიც ერთფეროვან, დამთრგუნავ ყოფაში უცებ თვალს აგიხელს-ამან დამაინტერესა,  როგორ უნდა ითამაშო ასეთი განცდა მსახიობმა. მე და კორნელის ერთად მუშაობა ძალიან მოგვეწონა და ახლა ვფიქრობთ იმის დრო გამოვნახოთ, რომ მომავალ წელს კორნელმა თბილისში სპექტაკლი დადგას და მე ვითამაშო.

მაშინ როდესაც ითამაშეთ „მონანიება“-ში, რომელიც კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ ნომინანტი იყო, თუ ფიქრობდით, რომ  წლების შემდეგ უკვე თავად მოხვდებოდით ფესტივალის ყველაზე პრესტიჟულ წითელ ხალიჩაზე და პრეს-კონფერენციაზე?

მონანიებეში როცა ვითამაშე 17 წლის ვიყავი და ეს სხვა განზომილებაა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა რომ ოდესმე 51 წლის ვიქნებოდი, ალბათ გულიანად გამეცინებოდა. რომ ვთქვა რომ ამაზე ბევრს ვფიქრობდი- არა, მაგრამ როცა მსახიობი ხარ და კინოში მუშაობ, თუ ფილმს გაუმართლა და თან კარგია, თანასწორად დაუდგება გვერდით სხვა ღირსეულ ფილმებს, არ გამორიცხავ არც ხალიჩებს, არც ნომინაციებს. თუმცა ეს გზა ყოველთვის ხალიჩასთან არ მიგიყვანს, მაგრამ მართლა საინტერესო, კომპლექსური, განსხვავებული და ღრმა როლების თამაშის საშუალება, მაინც იშვიათად გვეძლევა და მე მგონი შეუძლებელიცაა სულ ასეთ როლებს ასრულებდე. ვინ გაუძლებს ასეთ დატვირთვას?!

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ როდესაც ფილმი კანის კინოფესტივალზე მოხვდა ბევრს ფიქრობდით თქვენს მასწავლებელზე-გიზო ჟორდანიაზე, რომელიც მუდამ გეუბნებოდათ, რომ ბოლომდე გაეცი და არსდროს დაზოგო საკუთარი თავი. როგორ ფიქრობთ როგორ შეაფასებდა ის თქვენს უახლეს როლს

გიზოს სიტყვებს ჩემს ახალგაზრდა კოლეგებსაც ვუმეორებ ხოლმე- თუ ბოლომდე არ დაიხარჯე აზრი არა აქვს ამ საქმის კეთებას, თუ არ მიეცი სისხლი, ოფლი, ჯანი, სული და გული  მაშინ არ გამოვა არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი უინტერესოა და უსიცოცხლო. გიზოს ოჯახმა კანში ყოფნისას  გიზოს ბაფთა გამომიგზავნა საჩუქრად, რომელსაც ის საზეიმო და საპრემიერო ვითარებაში იკეთებდა ე.წ. სმოქინგზე და ეს ბაფთა ყველა პრიზზე მეტია ჩემთვის. მე გიზოს  ვაგრძელებ და ვატარებ ჩემში. მის საქმის მიმართ დამოკიდებულებას, აზარტს, ზეიმს, სიკეთეს, საქმეში დახარჯვის ბედნიერ განცდას და საერთოდ ყველაფერს   რასაც ის ატარებდა და ასხივებდა, ეს ყველაფერი მისი წასვლის მერე თითქოს მის ყოფილ სტუდენტებში გაცოცხლდა

თუ არსებობს რაიმე მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდვებით უნდა დათანხმდეთ თუ არა როლს.

ვცდილობ რომ როლები არ ავარჩიო, არამედ მაქსიმალურად მოვერგო როლს, რომელსაც მთავაზობენ და შეძლებისდაგვარად საინტერესო გავხადო ის

 „BBC”-ის ახალ სერიალზე McMafia-ზე  მინდა გკითხოთ, თუ შეიძლება მოგვიყევით გადაღების პროცესზე და თქვენს პერსონაჟზე.

Mc Mafia-ს გადაღება შარშან ოქტომბერში დავიწყე და ივლისის ბოლოს  პირველ სეზონზე მუშაობას ვამთავრებთ. პირველი სერია  3 იანვარს გავა BBC და ABC-ს ეთერში. მანამდე ხელშეკრულების მიხედვით არაფრის გასაჯაროების უფლება არ მაქვს და მალე ისედაც ყველაფერი თავისთავად გახდება ცნობილი.

ლასლო ნემეშმა მის სადებიუტო ფილმში „საულის შვილი“ სწორედ თქვენ შემოგთავაზათ მთავარი როლი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო როლზე უარის თქმა მოგიწიათ, თუ ნახეთ ეს ფილმი და როდესაც უკვე „ოსკარებზე“ მოხვდა „საულის შვილი“, ხომ არ დაგწყდათ გული, რომ თქვენ არ იყავით მთავარ როლში?

ლასლო ნემეში და კორნელ მუნდრუცო, ორივე ალექსეი გერმან უმცროსის ფილმის- “ქაღალდის ჯარისკაცი”- ს დიდი თაყვანისმცემლები აღმოჩნდნენ,მე ამ ფილმში  ვთამაშობ და როგორც თავად მითხრეს სწორედ ამიტომ მოუნდა ორივეს ჩემთან მუშაობა. ლასლოს ფილმზე დიდი ხანი მქონდა მოსამზადებელი სამუშაო პერიოდი, მერე ფილმის გადაღება ერთი წლით გადაიდო და ბოლოს ვერ მოვახერხე „საულის შვილში“  თამაში. ფილმი ნამდვილად არ მინახავს. მისი წარმატება ძალიან გამეხარდა და გამეცინა იმაზე რამხელა ირონიაა ამ მოულოდნელ მოლოდინებში.

თქვენთვის მსოფლიო კინოინდუსტრიაში კარი დიდიხანის წინ გაიხსნა, სამომავლო გეგმებზე, რომ მოგვიყევთ თუ შეიძლება

მე მგონი ეხლა ახალი ეტაპი დაიწყო. ჯერჯერობით მეტი არ ვიცი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. თუმცა გეტყვით, რომ მომავლის გეგმები ბევრია.

 

ავტორი:რუსკა გიორგაძე

ფოტო:Getty Images

   კინოს იტალიური რივიერა-ვენეციის 74-ე კინოფესტივალი

                საინტერესო პროგრამით დატვირთული კინოფესტივალი მომაჯადოვებელ კუნძულს გავს, რომელიც თავის სილამაზით გხიბლავს  და გარესამყაროს არსებობას გავიწყებს. ვენეცია ყოველწლიურად  სწორედ ასეთ კინოფესტივალს მასპინძლობს და ის რეალურადაც კუნძულზე იმართება.  ყოველი წლის აგვისტოს მიწურულს ვენეცია რამდენიმე დღით მსოფლიო კინოინდუსტრიის ცენტრი ხდება. კუნძულ ლიდოზე მოწყობილი „Palazo Del Cinema“ მსოფლიოს საუკეთესო რეჟისორებს, ტიტულოვან მსახიობებს, ოპერატორებს,  პროდუსერებსა  და მათ უახლეს ნამუშევრებს  მასპინძლობს.  ფილმების ჩვენება რამდენიმე  დარბაზში ერთდოულად მიმდინარეობს და იქ ჩასული კინომანებიც დილემის წინაშე დგებიან-რომელი სეანსი აირჩიონ.  ჟიურის წევრებს, კრიტიკოსებს და კინომოყვრულებს შანსი აქვთ ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე  ფილმი ნახონ. ერთ ფილმს და მისგან გამოწვეულ ემოციას მალევე მეორე ცვლის. კინოფესტივალზე მუშაობა სფეროს პროფესიონალებისთვის დამღლელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია.

ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალი 30 აგვისტოს ოსკაროსანი რეჟისორის ალექსანდრ პეინის უახლესი ნამუშევრით „Downsizing”-ით გაიხსნა. მასში  მთავარ როლებს მეთ დეიმონი, ქრისტოფ უოლცი და კრისტენ უიგი ასრულებენ.  რა  მოხდება, თუ პლანეტაზე არსებული  მოსახლეობის სიჭარბით გამოწვეულ პრობლემებს მეცნიერები ადამიანების დაპატარავებით გადაჭრიან?!  სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცდა უნდა ჩატარდეს. ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას  სტრესული ყოფისგან გადაღლილი ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, მინიატურული ზომებით მინიატურულ საზოგადოებაში ცხოვრება მათ საინტერესო თავგადასავლს უმზადებს.

ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი მსაიხიობი ანეტ ბენინგი იყო,  საუკეთესო ნამუშევრების შერჩევაში მას ინგლისელი რეჟისორი ედგარ რაითი, მექსიკელი მსახიობი მიშელ ფრანკო, უნგრელი რეჟისორი ინდიკო ეიედი, ფრანგი მსახიობი ანა მუგლალისი,  ავსტრიელი კრიტიკოსი დევიდ სტრატონი, ტაივანელი რეჟისორი ინონფანი და იტალიელი მსახიობი ჯასმინ ტრინკა ეხმარებოდნენ.

ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მთავარი პრიზისთვის, „ოქროს ლომისთვის“ წელს გილიერმო დელ ტორო, აბდელტიფ კეშიშე, ჯორჯ კლუნი, ფრედერიკ ვაისმანი, ალექსნდრ პეინი, მარტინ მაკდონაჰი და დარენ არონოვსკი იბრძოდნენ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.  არონოვსკის უახლესმა ნამუშევარმა „Mother!“ . არონოვსკი პროვოკატორი კინოვირტუოზია, რომელიც არ ქმნის ფილმებს იმისთვის, რომ თავი კარგად გაგრძნობინოთ ან სამყარო უკეთ დახატოს. ის იღებს ღრმა და კომპლექსურ დრამას, რომელიც დიდი ხნით ჩაგაფიქრებთ, გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. არონოვსკის უახლეს ნამუშევარში  ორი ოსკაროსანი, ჯენიფერ ლოურენსი და ხავიერ ბარდემი თამაშობს, მათ  პარტნიორობას  უწევენ ედ ჰარისი და მიშელ პფაიფერი   ფილმში ხავიერ ბარდემის პერსონაჟი ქარიზმატული და მომხიბლავი პოეტია, რომელიც ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად  ქალაქგარეთ  ლამაზ სახლში ცხოვრობს. ერთი შეხედვით სამოთხის მსგავსი, იდეალური და თანამედროვე სამყაროს „გაჯეტებისგან“ თავისუფალი ცხოვრება, მოულოდნელი სტუმრების გამოჩენით  იცვლება და იდილიაც სამუდამოდ ირღვევა. ფილმის გმირები და მათი ცხოვრება აუცილებლად გაგახსენებთ ბიბლიურ პერსონაჟებს, რეჟისორის ჩანაფიქრიც ასეთია. „Mother!“  თანამედროვე ყოფის ბიბლიური ალეგორიაა, რომელიც პოლანსკის «როზმარის» ჩვილიდან აღებული პასაჟებით შეიქმნა. „Mother!“-ს კრიტიკოსთა ნაწილი შედევრს უწოდებს, ნაწილი კი მას ქაოტურ არეულობად აფასებს.

 

დიდი განხილვა მოჰყვა გილერმო დელ ტოროს ფილმსაც, რომელიც კინოფესტივალის ჟიურის რჩეული  გახდა, მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ სწორედ  დელ ტოროს გადაეცა. „The Shape of Water” რომანტიკული ფანტასტიკაა სალი ჰოუკინსით მთავარ როლში. ფილმში სიუჟეტი 1962 წელს სახელმწიფო ლაბორატორიის მარტოხელა დამლაგებლის გარშემო ვითარდება, რომელიც ამფიბიის მაგვარ ქმნილებას პოულობს და მათი მეგობრობის ისტორია იწყება.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მარტინ მაკდონაჰის  შავი კომედია “Three Billboards Outside Ebbing, Missouri” ფრენსის მაკდორმანდით მთავარ როლში. ფილმის სიუჟეტი ამერიკის სამხრეთში ვითარდება და გვიყვება ქალზე, რომელიც ბილბორდებს აკრავს, სლოგანებში კი პოლიცისგან  მისი ქალიშვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს, მაგრამ მათი უმოქმედობის შემხედვარე ხვდება, რომ თავად უნდა იმოქმედოს. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და რეჟისორიც კაცობრიობის ყველაზე ბნელ მხარეებს გვაჩვენებს. ფრენსის მაკდორმანდი საკმაოდ რთულ პერსონაჟს შთამბეჭდავად თამაშობს,  მას პარტნიორობას ვუდი ჰარელსონი და სემ როკუელი უწევენ.

სკანდალური ფილმის “Blue Is the Warmest Colour”-ის შემქმნელმა აბდელატიფ კეშიშემ  2017 წელს  გადაიღო ფილმი ახალგაზრდა  მორცხვი აფრიკელი მამაკაცის შესახებ,   რომელიც ზაფხულს საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქში ატარებს, სადაც ახალგაზრდა  ლამაზმანები ცხოვრობენ. „Mektoub, My Love: Canto Uno”  მზის, სიცოცხლით ტკბობის და სიყვარულისადმი მიძღვნილის ჰიმნია, რომელიც ეკრანებზე სამი საათის განმავლობაში გრძელდება. მართალია კეშიშე კრიტიკოსების ფავორიტი რეჟისორია, მაგრამ მისმა ახალმა ნამუშევრმა საყოველთაო აღფღოვანება ვერ დაიმსახურა,  „Mektoub, My Love: Canto Uno”  -ს მარტივი და ერთგანზომილებიანი ფილმი უწოდეს.

რომანტიკული თრილერი “Racer and the Jailbird” ადელ ექზარქოპულოსით მთავარ როლში ვენეციის კინოფესტივალის არასაკონკურსო ფილმების კატეგორიაში აჩვენეს  და ის კრიტიკოსების ფავორიტია. მაიკლ როსკამის ფილმი მრბოლელისა და მისი მძარცველი საქმროს გარშემო ვითარდება. დონამიური და დაძაბული, ჟანრის ყველა ელემენტით-ასე აფასებენ “Racer and the Jailbird”-ს კრიტიკოსები. სტივენ ფრირზმა კი  დედოფალი ვიქტორიასა და მისი ერთგული ინდიელი დამხმარის ისტორია ფილმად აქცია. „Victoria &Abdul” -ში მთავარ როლს ვეტერანი ბრიტანელი მსახიობი ჯუდი დენჩი თამაშობს. სტივენ ფრირზი ცდილობს დედოფლისა და მისი მსახურის ურთიერთობის   ფონზე კოლონიური წყობა გააშარჟოს , მაგრამ ფილმს მაინც მისთვის დამახასიათებელი კლასიკური ელფერი გასდევს.

არასაკონკურსო პროგრამაში აჩვენეს ამერიკელი რეჟისორის ჯეიმს ტობაკის “The Private Life of a Modern Woman” სიენა მილერით მთავარ როლში. ისტორია ვითარდება  ქალის გარშემო, რომელმაც მეგობარი მამაკაცი მოკლა. ამის   შემდეგ მის ცხოვრებაში სიცოცხლის  არსზე მოსაუბრე სხვადასხვა ადამიანი ჩნდება.  როგორც კრიტკოსები ამბობენ, ფილმი  საკმაოდ მძიმე სანახავია, თუმცა მასში შემავალი დიალოგები ნამდვილად საინტერესოა.

დიდ იმედგაცრუებად შეაფასეს ჯორჯ ქლუნის “Suburbicon”, რომელიც რეჟისორად ქცეულმა მსახიობმა ჯოელ და ეთან კოენებთან ერთად დაწერა. ფილმის სიუჟეტი 50-იან წლებში  ვითარდება. სუბურბიკონი მშვიდი ქალაქია, სადაც ყველა თანაბრად ცხოვრობს, თუმცა ერთ დღესაც აღმოჩნდება რომ მისი მოსახლეობა არც ისეთი სრულყოფილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ფილმი თავისი სტილით, განწყობით, იუმორითა და გადაღების მანერით  ძმები კოენების ხელწერას მოგაგონებთ.

ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმებთან ერთად საუკეთესო მსახიობებიც გამოავლინეს. საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო  71 წლის ინგლისელმა მსახიობმა შარლოტა რემპლინგმა ფილმ „Hannah”-ში შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ქამელ ელ ბაშა გახდა ფილმიდან „The Insult”. ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ვარვიკ ტომსონის ნამუშევარმა “Sweet Country”. მარჩელო მასტროიანის პრიზი კი ჩარლი პლამერის ფილმს “Lean on Pete”-ს გადაეცა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო წელს Palazzo Del Cinema-ს წითელი ხალიჩა სადაც ევროპული თუ ამერიკული კინოს ვარსკლავები ბრწყინავდნენ.  მათ შორის: ჯენიფერ ლოურენსი, მიშელ პფაიფერი, დაიან კრუგერი, კირსტენ დანსტი, სიუზენ სარანდრონი, ჰელენ მირენი, ზოე კრავიცი, ჯორჯ და ამალ  ქლუნები  და პენელოპე კრუზი ხავიერ ბარდემთან ერთად. ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალი 9 სექტემბერს დაიხურა და ცერემონიას იტალიელი მსახიობი ალესანდრო ბორგი უძღვებოდა.

ავტორი:რუსკა გიორგაძე

არც თუ ისე ცოტა რამ მაიკლ ფასბენდერის შესახებ

ხშირად ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ოდესმე ირლანდიურ პაბში შესულს ყველა იცნობდა, თუმცა ირლანდიური პაბი უმნიშვნელოა იმ მასშტაბებთან რა მასშტაბითაც მაიკლ ფასბენდერი გახდა ცნობილი. ფასბენდერი გერმანელია, რომელიც დედის სამშიბლოში, ირლანდიაში გაიზარდა. სამსახიობო კარიერის გარიჟრაჟზე მისი გვარი ხშირად ეშლებოდათ და რეჟისორ რაინერ ვერნერ ფასბინდერის გავლენით მის გვარსაც ასევე წარმოთქვამდნენ. თუმცა ათწლიანი წარმატებული კარიერის თავზე ფასბენდერმა თავისი გვარიც და ადგილიც დაიკავა მსოფლიო კინოინდუსტრიაში. ბოხ და სექსუალურ ხმის ტემბრთან შეზავებული ირლანდიური აქცენტი მაიკლ ფასბენდერის უნაკლო გარეგნობას  კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს.  ორ აპრილს კრიტიკოსებისა და მაყურებლის რჩეული ფასბენდერი  იუბილარია და ის 40 წლის გახდა.

michael-fassbender1

ის, რომ დღეს მსოფლიოს მაიკლ ფასბენდერი ჰყავს, ალბათ მის წარუმატებელ მუსიკალურ კარიერას უნდა ვუმადლოდეთ. მაშინ როდესაც თინეიჯერი იყო და  ირლანდიის ქალაქ ქაუნთ ქერიში ცხოვრობდა, მეგობართან ერთად შექმნა ბენდი. თუმცა ვერც დრამერი იპოვეს და ვერც ბასისტი, მაგრამ ორკაციანმა ბენდმა კონცერტი მაინც ჩაატარა. ლანჩის დროს ადგილობრივ პაბში დაუკრეს, თუმცა საკუთარი მუსიკით შესვენებაზე მისული პაბის სტუმრები დიდად ვერ მოხიბლეს. „რას იზამ?! არავის მოსწონს მეტალიკა ლანჩზე“-ასე მართლებს საკუთარ მუსიკალურ ფიასკოს  ფასბენდერი J, თუმცა მსოფლიო კინომანები იმ უკმაყოფილო მსმენელის მხოლოდ მადლიერები არიან. როცა მიხვდა, რომ მუსიკა მისი სამყარო არ იყო დაიწყო რაღაც ახლის ძიება. სკოლაში ხშირად თამაშობს თეატრალურ დადგმებში, თუმცა თავად თეატრი არასდროს იზიდავდა, აი, კინო სულ სხვა და ბევრად უფრო საინტერესო სამყაროდ ესახებოდა. ირლანდიაში ორჯერ სცადა ჩაებარებინა დრამის კურსებზე, თუმცა ორჯერვე უარი მიიღო. ერთი გამომცდელის ფრაზა კი განსაკუთრებით დაამხსოვრდა-კარში შემოსვლისთანავე ვცნობ მომავალ მსახიობს და შენ ნამდვილად არ ხარ მსახიობი. მხიარულებისთვის გთავაზობთ წარმოიდგინოთ რეაქცია, ის შოკი, რომელიც ამ გამომცდელმა მიიღო, როდესაც კინოში ფასბენდერის შემოქმედებაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის, „სირცხვლის“ სანახავად კინოთეატრში მივიდა.

წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ფასბენდერმა ლონდონის დრამის ცენტრში გადაწყვიტა ჩაბარება. გამოცდისთვის იაგოს მონოლოგი მოამზადა, გასაუბრებამდე კი ცდილობდა ზემოთხსენებული ლექტორის სიტყვები ამოეგდო თავიდან. იაგოს მონოლოგის რეპეტიცია ასჯერ გაიარა, სრულყოფილებამდე მიიყვანა, თუმცა გამოცდამდე რამდენიმე წუთით, საჭირო ოთახში გასულმა ფასბენდერმა ჟიურის წევრების მოსახიბლად სულ სხვა გზა აირჩია, გადაწყვიტა მთელი მონოლოგი შოტლანდიური აქცენტით წაეკითხა. ჟიური მომენტალურად მოხიბლა, კითხვაზე თუ რატომ შოტლანდიური აქცენტი, უპასუხა რომ ეს ერთგვარ კომიკურობას მატებდა ამ მონოლოგს. შექსპირის სიტყვებში კომიკურობის შეტანა გამბედავი ნაბიჯიაო გადაწყვიტეს გამომცდელებმა და ფასბენდერიც ლონდონის დრამის ცენტრში ჩაირიცხა.

მაიკლ ფასბენდერი არაა მსახიობი, რომელიც ჰოლივუდში ახალგაზრდა შეიჭრა, პირიქით კინოინდუსტრიის სტანდარტების მიხედვით მან საკმაოდ გვიან მოახერხა საკუთარი ადგილის პოვნა. 7-იანს საკუთარ წარმატებულ ციფრად მიიჩნევს, 2007 წელს კი ყველაზე იღბლიან წლად, სწორედ ამ წლის შემდეგ მის მის კარიერაში საინტერესო როლების მთელი სერია იწყება. იმუშავა ახლა უკვე ოსკაროსან ბრიტანელ რეჟისორთან სტივ მაქუინთან, დევიდ კრონენბერგთან, კარი ფუკუნაგასათან, რიდლი სკოტთან. მაიკლ ფასბენდერი კრიტიკოსების ფავორიტია ინდი ფილმებში და ფართო მასების ბლოკბასტერებში. მაიკლ ის იშვიათი გამონაკლია, რომელიც ერთნაირი წარმატებით ასახიერებს როლებს საავტორო კინოში და ფართო მასშტაბიან სათავგადასავლო ფილმებში. ის ერთნაირად მაგარია მაგნეტოს და ფრენკის როლებში.

რეჟისორები ვისაც მასთან უმუშავიათ, ამბობენ რომ მაიკლი ერთ-ერთი ყველაზე ორგზანიზებული და მოწესრიგებული მსახიობია. არასდროს აგვიანებს გადასაღებ მოედანზე და არავის ახსოვს შემთხვევა, რომ მის გამო გადაღება შეფერხებულიყო. მაიკლი არის მსახიობი, რომელსაც არასდროს უწევს სიტყვების ძებნა ეს კი ალბათ მის სამსახიობო მეთოდიკასთანაა დაკავშირებული. ფასბენდერი თითოულ გვერდს ასჯერ კითხულობს, ამდენჯერვე რეპეტიციობს. მაგალითად დილმ „შიმშილის“ გადაღების დაწყების წინ, მაიკლ პარტნიორ მსახიობთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში და ისინი თითოულ სცენას დღეში სამსჯერ რეპეტიციობდნენ. როლში ბოლომდე შესასვლელად არც ფიზიკურ ტრანსოფრმაციას ერიდება, მაგალითად „შიმშილში“, სადაც ის ბრიტანული მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებულ მოშიმშილე ირლანიდელ ტყვეს თამაშობს, 12 კილოგრამი დაიკლო. ფასბენდერი თამამია, შეუძლია კამერის წინ მოშარდოს („სირცხვილი“) ან სრულიად შიშველმა ითამაშს კამერის წინ. როგორც წესი ფილმში მოშარდვის სცენებს იღებენ უხილავი მილით, თუმცა ფასბენდერმა გადაწყვიტა ეს თავად გაეკეთებინა, ამისთვის კი სამი ცდა და იმის დავიწყება დასჭირდა, რომ ხალხით სავსე ოთახში იდგა. ბევრს და დიდხანს ლაპარაკობდნენ მის სასქესო ორგანოზე „სირცხვილის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, სადაც მან სექსდამოკიდებული ადამიანის როლი შეასრულა.

fassbenddeer

ძალიან საინტერესოდ დაიწყო მისი თანამშრომლობა სტივ მაქუინთან. როდესაც მაიკლი „შიმშილის“ ქასთინგზე მივიდა, რეჟისორმა ის დაიწუნა, თუმცა ქასთინგის დირექტორი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა სტივ მაქუინი დაერწმუნებინა, რომ ფასბენდერი იდეალური კანდიდატი იყო. რეჟისორმაც მეორედ დაიბარა მსახიობი ქასთინგზე და მაშინ ის უკვე ნამდვილად ბრწყინავდა, ამბობს ინტერვიუებში რეჟისორი.

„სირცხვილის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ ოსკარს იმსახურებდა. თავად არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ ნელ-ნელა დაიჯერა, რომ მისი პერფორმანსი ოსკარს თუ არა ნომინაციას მაინც მიიღებდა. თუმცა ასე არ მოხდა, რამაც გულიწყვეტა და იმედგაცრუება გამოიწვია, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ გააცნობიერა, რომ პრობლემა მის პრიორიტეტებში იყო და ოსკარიც არ უნდა იყოს მსახიობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. კარგი პატარა გაკვეთილი იყოო-ამბობს ფასბენდერი.

აკვარიუმის“ , სადაც ფასბენდერი ასახიერებს მამაკაცს, რომელსაც ერთდოულად აქვს ურთიერთობა ქალთან და მის თინეიჯერ შვილთან, ნახვის შემდეგ რიდლი სკოტმა ფასბენდერი აღმოაჩინა. „პრომეთეს“ გადაღებების დაწყებამდე სკოტმა მსაიხობს სთხოვა საკუთარი პერსონაჟის სირთულეების უკეთ შესაცნობად სამი ფილმი ენახა 1.“ლოურენს არაბი“.(პიტერ ო’ტული მთავარ როლში) 2“მოსამსახურე“ (დირკ ბოგარდი მთავარ როლში)3.ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა. თითოული ეს ფილმი მას უკეთ დაანახებდა საკუთარ პერსონაჟს.  „პრომეთეში“ის ანდროიდია, რომელიც აღარც საკუთარ სამყაროს ეკუთვნის და ვერც ადამიანებმა მიიღეს.

ფასბენდერის როლების ჩამოთვლა კიდევ შორს წაგვიყვანს, შესაჯამებლად კი შეიძლება ითქვას, რომ ირლანდიელი hottie არცერთ როლში არ მეორდება,ჟანრობრივად ეკლექტური და ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტია, მის არცერთ სცენაში ვერ დაიჭერთ წამიერ სიყალბეს. მას რეჟისორები წამიერი გარდასახვის ოსტატს უწოდებენ. სიმპატიურის, ქარიზმატულისა და ნიჭიერის კარგი ტანდემი-ასეთია ფასბენდერი ჩემთვის. სულ მალე კი კამერის მიღმაც გადაინაცვლებს და რიდლი სკოტისგან ნასწავლ სარეჟისორო საიდუმლოებებს საკუთარი ფილმის შექმნისთვის გამოიყენებს.

გრემი, გრემი, გრემი!

მუსიკალური სამყაროს ყველა მთავარი ვარსკლავი ერთ წითელ ხალიჩაზე,” სტეიპლეს ცენტრთან”, ლოს ანჯელესში შეიკრიბა. “გრემის” რიგით 59ე დაჯილდოვების ტრიუმფატორების დასახელებამდე მთავარი განსახილველი თემა ვარსკლავების ჩაცმულობაა. სანამ კონკურენცია დარბაზში, ოქროს გრამაფონის მოპოვებაზე გაგრძელდება, მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკლავები საკუთარი მოდური არჩევანით მოდის კრიტიკოსების მოხიბვლას და მათი აღიარების მოპოვებას ცდილობენ.

lady-gaga-zoom-bae45430-fd67-4788-b768-39e42e448389

ერთ-ერთი პირველი წითელ ხალიჩაზე ბრიტანელი მომღერალი ადელი გამოჩნდა, რომელმაც საღამოსთვის ჟივენშის განიერი მწვანე კაბა აირჩია. ადელი გრემის რიგით 59-ე დაჯილდოვების მთავარი ტრიუმფატორად იქცა და მსოფლიო აალაპრაკა, როდესაც მან წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა საკუთარი ოქროს გრამაფონი ორად გატეხა, ნახევარი კი ბიონსეს მიუძღვნა და სამადლობელ სიტყვაში განმარტა, რომ ბიონსე ალბომით “ლემონეიდ” უფრო იმსახურებდა გამარჯვებას, ვიდრე მისი ალბომი სახელწოდებით”25″. ადელმა სტეიპლეს ცენტრი 5 გრემით დატოვა, გამარჯვება ბრიტანელმა მეგა ვარსკლავმა სამ მთავარ ნომინაციაში მოიპოვა-წლის ჩანაწერი, წლის ალბომი და წლის სიმღერად ალბომ “25”-ის მთავარი ჰიტი “ჰელოუ” დასახელდა.

adele-main-759
ადელი–ქუინ ბი ჩემი დედოფალი და ჩემი კუმირია, გაღმერთებ! ხუთი წლის წინ როდესაც მე ბოლოს აქ ვიდექი მეც ორსულად ვიყავი, თუმცა ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, ეს ფაქტი დაჯილდოვების ცერემონიიდან მალევე შევიტყვე და ეს ჩემს ცხოვრებასი უდიდესი მადლია. ორსულობისას და დედად გახდომისას მე ჩემი თავის ნაწილი დავკარგე, იყო დედა ძალიან რთულია. მაგრამ ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის ერთგავარად საკუთარი თავის დაბრუნებას გავს, მაგრამ ამ ჯილდოს მთლიანად მიღება არ შემიძლია, ძალიან მადლიერი ვარ. ბიონსე ჩემი ცხოვრების მთავარი ხელოვანია. და ჩემთვის ალბომი “ლემონეიდ” ისეთი გასაოცარი იყო. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. 
სუპერბოულზე გამართული შთამბეჭდავი შოუს შემდეგ კიდევ ერთი გასაოცარი სანახაობა მოაწყო ლედი გაგამ ლეგენდარულ როკ-ჯგუფ მეტალიკასთან ერთად. ლედი გაგა შოუს დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, ეპატაჟის მოყვარულ მომღერალს ჯაჭვებით გაფორმებული მოკლე ტყავის შორტები, მაღალყელიანი ჩექმა და კოსტუმი ეცვა. ლედი გაგასა და მეტალიკას ერთობლივი ნომერი გრემის ერთ-ერთ მთავარ სანახაობად იქცა.
დონალდ ტრამპის სლოგანი- “Make America Great Again” დაიტანა კაბაზე მომღერალმა ჯოი ვილამ და პრესის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
წითელი ხალიჩის მთავარი მშვენება იყო ბიონსე, რომელიც ტყუპებზეა ორსულად, თუმცა ორსულობას ხელი არ შეუშლია მისთვის სტეიპლეს ცენტრში შეკრებილთათვის სცენიდან გასაოცარი შოუ შეეთავაზებინა. დედამიწის ქალღმერთის ამპლუა ბიონსემ ოქროსფერი გვირგვინითა და ოქროსფერი კაბით მოირგო. ბიონსე გრემის 9 ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ორ კატეგორიაში მოპოვა.მისი პერფომანსი გრემიზე კი აუცილებლად სრულად და თანაც რუსთავი 2-ზე, პარასკევს ღამის ეთერში უნდა ნახოთ 🙂
ბიონსე-ფილმისა და ალბომის შექმნისას ჩემი განზრახვა იყო შემექნა ნამუშევარი, ეომელიც ჩვენს ტკივილს, ჩვენს ტანჯვასა და ჩვენს ისტორიას გაახმოვანებდა, ამხელდა საკითხებს, რომლებიც თავს არაკომფორტულად გვაგრძნობიენბს. 

59th GRAMMY Awards -  Show
ქერათმიანად ქცეული ქეითი პერი მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიაზე ტომ ფორდის სამოსით გამოჩნდა და მელომანებისთვის ახალი სიმღერაც შეასრულა
მუსიკის იკონას მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა პერიზ ჯექსონმა ბალმეინის კაბა აირჩია და საკუთარი მუსიკალური გეგმებიც დაანონსა.
წითელი გრემის წითელი ხალიჩის ერთ-ერთი მთავარი ფერი იყო, სწორედ წითელი კაბით გამოცხადდნენ ქანთრის მუსიკის უდიდესი ვარსკლავები ქერი ანდერვუდი და ფეით ჰილი.
jlo-02b8dac6-201a-447e-beb6-512b8e3e3afc
ჯენიფერ ლოპეზი გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე დეკოლტირებული ღია იასამნისფერი კაბით მივიდა, რომელიც პოპ ვარსკლავისთვის “რალფ ენდ რუსოს” მოდის სახლმა შექმნა, ჯენიფერ ლოპეზის ჩაცმულობა გრემის ყველაზე სექსუალურ კაბად აღიარეს.

გრემის რიგით 59-ე ცერემონიაზე უახლესთან ერთად კარგად ნაცნობი ჰიტები შეასრულეს ზე უიქენდმა, ბრუნო მარსმა, ადელმა დემი ლოვატომ, ალიშა ქისმა და ქერი ანდერვუდმა

გრემის რიგით 59-ე დაჯიდლოევბის ცერემონიაზე გრემის ხუთი ჯილდო ხვდა წილად გასულ წელს გარდაცვლილ დევიდ ბოუის და მის უკანასკლენ ალბომს”ბლექსთარს”, “ბლექსთარი” დასახელდა წლის საუკეთესო როკ სიმღერადაც.

გრემის რიგით 59-ე დაჯილდოვების ცერემონიას ბრიტანელმა კომიკოსმა, “სიბიესის” შოუსა წამყვანმა და ქარპულ ქარაოქეს ავტორმა ჯეიმს კორდენმა უმასპინძლა, რომელმაც გრემის სტაჟიანი წამყვანი ელ ელ ქულ ჯეი ჩაანაცვლა. წლევანდელი გრემის დაჯილდოვება წლის ერთ-ერთ საუკეთესო ცერემონიად უკვე შეფასდა და მისი სრულად ნახვა რუსთავი 2-ის ღამის ეთერში პარასკევს, 17 თებერვალსაა შესაძლებელი.

ათწლიანი პაუზა და ათწუთიანი ოვაციები-“ჰაქსოს გმირი” მელ გიბსონისგან

სკანდალური “აპოკალიპტოს” შემდეგ ათწლიანი შუალედი, ჰოლივუდური სკანდალები თუ გავლენიანი პროდუსერების უარყოფა  მელ გიბსონის სარეჟისორო ოსტატობას ვერაფერს აკლებს.ათი წლის შემდეგ რეჟისორად ქცეული მსახიობი ამტკიცებს, რომ კვლავ შეუძლია აალაპარაკოს მსოფლიოს საუკეთესო კრიტიკოსები და მათაც ფეხზე მდგარებმა დაუკრან ტაში მის უახლეს ნამუშევრას. მელ გიბსონი 2016 წელს საომარ, ბიოგრაფიულ დრამას “ჰაქსოს  გმირს” წარმოგვიდგენს. ფილმში მოთხრობილი ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და რეჟისორიც ზედმიწევნით აცოცხლებს გასაოცარ ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება.

ენდრიუ გარფილდი, რომელიც  ყველაზე კარგად ადამიანი ობობას როლით უნდა ახსოვდეს მაყურებელს, თამაშობს გმირს, დესმონდ დოსს, მორალური პრინციპების ერთგული ჯარისკაცს, რომელიც ერთი შეხედვით საერთოდ არ ჯდება ჯარის სტანდარტებში, რელიგიური დედის მიერ გაზრდილი დესმონდი უარს ამბობს კვირას ანუ მეშვიდე დღეს  ვარჯიშზე, რის გამოც ის ჯარში უმალვე გარიყული ხდება.

ისტორიის წიგნებში დესმონდ დოსი შესულია როგორც პარადოქსი-ის იყო ადამიანი, რომელმაც შეგნებულად თქვა უარი ჯარში მსახურებაზე, თუმცა მიიღო ღირსების მედალი ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის.დესომდ დოსი იყო ადამიანი, რომელმაც რელიგიური შეხედულებების გამო უარი თქვა იარაღის ტარებაზე და ჯარში ექიმად დაიწყო მუშაობა, თუმცა ოკინავას ბრძოლამ და იქ მომხდარმა ისტორიამ დოსი ნამდვილ გმირად აქცია. თუმცა არ მოგიყვებით ფილმის შინაარსს, რადგანაც მისტერ გიბსონი ისეთი ოსტატობით ქმნის დრამას და მოულოდნელობის ეფექტს ფილმში, რომ ზედმეტი დეტალების ცოდნა ფილმის ყურების მთელ სიამოვნებას გაგფიუჭებთ, უბრალოდ გეტყვით რომ ეს გმირობის ისეთი გასაოცარი და დაუჯერებელი ისტორიაა, რომ ფილმის ყურების განმავლობაში ხშირ-ხშირად უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ მელ გიბსონისთვის სწორედ დესმონდ დოსის ნამდვილი ისტორია იქცა შთაგონების წყაროდ გადაეღო ფილმი და მთელი მსოფლიოსთვის შეეხსენებინა  გმირის ისტორია, რომელმაც 75 ჯარისკაცი გადაარჩინა.

ენდრიუ გარფილდი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, ალბათ გასაკვირი არაა რატომ აირჩია ის მარტინ სკორსეზემ ახალ ფილმში “Silence”-ში ერთ-ერთი მთავარი როლის შემდრულებლად, მელ გიბსონის ფილმში მინი ნახვის შემდეგ კი ნამდვილად დარწმუნედებით 33 წლის მსახიობის საშემსრულებლო ოსტატობაში. ემდიურ გარფილს ფილმში პარტნიორობას სემ უორტინგტონი, ვინს ვონი და ტერესა პალმერი უწევენ.

მელ გიბსონი ბატალური სცენების შექმნის ოსტატია, ფილმის დინამიკიდან გამომდინარე ეკრანს თვალს წამითაც კი ვერ მოაშორებთ. აქვე უნდა ვახსენო ხმოვანი ეფექტები, რომელიც ფილმს კიდევ უფრო მეტ მასშტაბურობას მატებს. მელ გიბსონს უყვარს ეკრანზე უყვარს სისასტიკე, სისხლი, აფეთქება და მსგავსი სცენების შექმნაში და მისი გრაფიკულად ჩვენებაში გიბსონს შეიძება ითქვას, რომ თანამედროვე ჰოლივუდში ბადალი არ ჰყავს. ამის მაგალითად შეგიძლიათ “ქრისტეს ვნებანი” გაიხსენოთ.

“ჰაქსოს გმირი” იხსნება ბრძოლის კადრით, სცენა საშინელებათა ფილმიდან უფროა, ვიდრე საბრძოლო დრამიდან. სისხლი, ძვლები, ცეცხლი და აგონია ჯოჯოხეთს მოგაგონებთ. შემდეგ მუსიკა და განათებები რადიკალურად იცვლება, ჯოჯოხეთურ სცენებს სამოთხე ცვლის. პასტორალური ვირჯინია, სადაც ახალგაზრდა დესმონდი და მისი ძმა, ჰალი, ერთმანეთს ულამაზესი ბუნების ფონზე ეთამაშებიან. პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი მამა, რომლის სასტიკი ქცევა დესმონდს მშვიდობიან ცხოვრებას აყვარებს და პაციფისტად აყალიბებს. დესმონდი პაციფისტია, ფართო ღიმილითა და მიმდონი თვალებით, რომელსაც ექთანი დოროთი უყვარდება.

“რიგითი რაიანის გადარჩენის შემდეგ”ჰოლივუდს გამუდმებით სურდა მეორე მსოფლიო ომის ეპოქა კიდევ ერთხელ ასეთ დონეზე აღედგინათ ეკრანზე და ამას მელ გიბსონი ახერხებს.

“ჰაქსოს გმირში” დოსი მორალური დილემის წინაშეა-ერთის მხივ არის მომენტები რომ უნდა აიღოს იარაღი და ჩაერთოს ბრძოლაში, მაგრამ მეორეს მხრივ თავისი აღზრდა და მორალური პრინციპები სხვას კარანახობს. მელ  გიბსონი პატივს სცემს დოსის მოსაზრებას, მაგრამ ფილმში იგრძნობა რეჟისორის განწყობა, რომელიც დოსის მორალურ პოზიციას ბოლომდე არ იზიარებს.

 ფილმის პირველად ვენეციის კინოფესტივალზე შეაფასეს. პალაცო დე სინემაზე გამართულ პრემიერას კრიტიკოსების სრული აღფრთოვანება მოჰყვა. მელ გიბსონის დაბრუნდებად შეფასდა, ფილმი რომელიც ქართვლმა კინომანებმა 14 ნოემბერს ვნახეთ. ფილმის მაყურებელთა 17 წელს ზევით განისაზღვრება. “ჰაქსოს გმირის” ნახვა უკვე შეგიძლიათ ჩვენს კინოთეატრებში, თანაც “ჰაქსოს გმირი” წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი პოტენციური ნომინანტია.hacksaw ridge.jpg

პედრო ალმოდოვარ კაბალერო

კინო ჩემი ცხოვრება გახდა, მე არ ვგულისხმობ რაიმე პარალელურ, ირეალურ სამყაროს, მე ვამბობს ეს ჩემი ყოველდღიური რეალობაა, ხანდახან მგონია, რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრბა უბრალოდ მასალა ხდება ჩემი მოდევნო ფილმისთვის

კინოთი უკვე ბევრი წელი ცხოვრობს, როგორც თავად ამბობს მთელი ცხოვრება ანუ უკვე 66 წელი ეს ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარ კაბალეროა.

მე არ ვცხოვრობ ჩემი მსახიობების ცხოვრებით, მე არ ვცხოვრობ ჩემი ფილმებით, ეს რომ ასე მომხდაროყო , აქამდე მოვკდებოდი, ვიდრე 18 სრულმეტრაჟიან ფილმს გადავიღებდი 

კინოთი ესპანეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ, კალზადაში დაბადებული პერდო ალმოდოვარი პირველად 42 წლის წინ დაინტერესდა. ესპანელი გლეხების ოჯახში გაზრდილი პედრო 8 წლიდან კათოპლიკურ სკოლაში სწავლობდა და მშობლების დაჟინებული თხოვნით მომავალში პასტორობასაც აპირებდა. კინოს შესახებ პირველად ქუჩის კინოთეატრიდან შეიტყო

კინო ჩემი ნამდვილი განათლება გახდა, იმაზე რეალური ვიდრე რაიმე ცოდნა კათოლიკურ სკოლაში მივიღე

შთაგონების წყაროდ მომავალი კინორეჟისორისთვის ლუის ბუნუელის, ალფრედ ჰიჩკოკი, რაინერ ვერნერ ფასბინდერისა და ინგამრ ბერგმანის ფილმები გახდა. მშობლების სურვილის წინააღმდეგ კინემატოგრაფზე შეყვარებული პედრო ალმოდოვარი საცხოვრებლად მადრიდში გადავიდა, ფრანკოს რეჟისმის დროს რეჟისრურის უნივერსიტეტში შესწავლა შეუძლებელი იყო, ალმოდოვარიც იძულებული გახდა ფილმის გადასაღებად ყველაფერი დამოუკიდებლად გაეკეთებინა, მუშაობდა გამყიდვლად, სხვადასხვა კომპანიის მენეჯერის ასისტენტად , დღის მეორე ნახევარს კი თავის ყველაზე დიდი ინტერესს კინოს უთმობდა. პირველი ნაბიჯები ავანგარდულ თეატრში მოსინჯა, სულ მალე კი მადრიდის ალტერნატიული მოძრაობის სათავეებში აღმოჩნდა. ალმოდოვარი თანამოაზრეებთან ერთად ებძოდა ფრანკოს რეჟიმს, წერდა ნოველებს მთავრობის წინააღმდეგ და მათ თითქმის ყველა ესპანურ ჟურნალში აქვეყნებდა.

ძნელია ჩემს ფილმებს რომელიმე ჟანრი მოარგო, მე ვიტყოდი, რომ ეს ჟანრების ერთობლიობაა

პირველი კინოკამერა პედრო ალმოდოვარმა 22 წლის ასაკში შეიძინა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც თავისი სუპერ რვათი გადაიღო. კინოსეანსი კი მადრიდსა და ბარსელონაში მოაწყო. ამას კიდევ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოყვა, რომელსაც ძირითადად ბარებში და დახურულ წვეულებებზე აჩვენებდნენ.

ემი ფილმები ძალიან ესპანურია, თუმცა ამავდროულად ძალიან პერსონალური, თუმცა ესპანეთს ჩემი ფილმებით ნუ შეაფასებთ-ასე უპასუხა 2006 წელს ტორონტოს კინოფესტივალზე გამართულ პრეს კონფერენციაზე ჟურნალისტს, რომელმაც პედრო ალმოდოვარს მისი ფილმების წარმატების საიდუმლოს გამხელა მოსთხოვა. მისი გმირები არიან დამნაშავეები, მკვეველები, ჰომოსექსუალები, კრიმინალები, მაგრამ როგორც თავად ამბობს მათ ყველა ფილმში ყველაზე ჰუმანურ ასპექტში განიხილავს და ყოპველთვის უარს ამბობს კარგისა და ცუდის პოლარიზაციაზე.
პირველი მხატვრული ფილმი ”პეპი, ლუცი, ბომი და დანარჩენი გოგონები” კინოეკრანებზე 1980 წელს გამოვიდა. დაბალი ბიუჯეტითა და მოხალისე გადამღები ჯგუფით ფილმმა წარმატება მაინც მოუტანა პედრო ალმოდოვარს და მთელ მსოფლიოს თუ არა ესპანეთს მაინც ახალი და ინდივიდუალური ხედვის მქონე რეჟისორი გააცნო.

უკვე ამის შემდეგ რეჟისორი თითქმის ყოველ წელს მაყურებელს ახალი ფილმით ანებივრებდა, სექსუალური თავისუფლება, კათოლიკური ეკლესიის მანკიერებანი პედრო ალმოდოვარი ყველა ფილმში ხმამაღლა საზოგადეობისთვის ყველაზე მტკივნეულ და ტაბუდადებულ თემებზე ლაპარაკობდა. პედრო ალმოდოვარმა გადაიღო მატადორი და საზოგადეობაც ხმამაღლა აალაპარაკა, გადაიღო მაღალი ქუსლები და მიიღო ცეზარის ჯილდო საუკეთესო უცხოურ ენოვანიუ ფილმისთვის, 80 იანი წლები კი მისთვის 1992 წელს დასრულდა, როდესაც ”კიკა” გადაიღო.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ”კიკას” ყველა პერსონაჟი სხვადასხვა ფილმის ჟანრიდან არის ამოღებული, ყველაზე ქაოტურ და კინოჩარჩოებისგან თავისუფალ ფილმში მთავარი როლები მისმა საყვარელმა მსაიხობმა ვიქტორია აბრილმა და ვეონიკა ფორქემ ითამაშეს. ფილმი კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს , მაგრამ პედრო ალმოდოვარისთვის კიკათი კინემატოგრაფში ახალი ერა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს დედაჩემ მისგან იდეალური პორტრეტი მაინც არასდროს შემიქმნია. მე მისი უარყოფითი მხარეები უფრო მომწონს, ეს უფრო სასაცილოა, ვიდრე მისი ღირსებები

ასე იხსენებდა დედას რეჟისორი, როდესაც 1999 წელს კინოეკრანებზე მისი მორიგი დრამა ”ყველაფერი დედაჩემის შესახებ ” გამოვიდა. ისტორია ქალზე, რომელიც გარდაცვლილი შვილის სურვილს ასრულებს და ეძებს კაცს, რათა მოუყვეს, რომ მათ ოდესღაც ჰყავდათ შვილი, რომლის ერთადერთი ოცნებაც მამის გაცნობა იყო. ფილმმა პედრო ალმოდოვარს თითქმის ყველა პრესტიჟული კინოჯილდო მოუტანა, მათ შორის ამერიკის უმაღლესი კინოაკადმიის აღიარება.
ესაუბრე მას, დაბრუნება, დასხვრეული კოცნა და კანი რომელშიც ვცხოვრობ -ახალი ფილმებით კინომოყვარულებს ალმოდოვარი თითქმის ყოველწელს ანებივრებს, მისი ნებისმიერი ფილმი კინოკრიტიკოსების მსჯელობის საგანი და პრესტიჟული კინოდაჯიდლოვებების ლაურეატი ხდება. ჰყავს ფავორიტი მსახიობი პენელოპა კრუზი, რომლის გარეშეც ალმოდოვარის ფილმები უბრალოდ წარმოუდგენელია. მისსა და პენელოპას ურთიერთობას კინოსამყაროში ხშირად მონიკა ვიტისა და მიქელანჯელო ანტონიონის ერთმანეთისადმი პროფესიულ დამოკიდებულებას ადარებენ. პენელოპა პედროსთვის მასალაა, რომლისგანაც ნებისმიერი სირთულის პერსონაჟის შექმნაა შესაძლებელი.

019-penelope-cruz-and-pedro-almodovar-theredlist.jpg

თავისუფლების კინოენა

ადამიანი თავისუფლებისთვისაა დაბადებული ამბობს ელდარ შენგელაია და მისი გმირებიც არღვევენ საპყორბილის კარს, მიფირნავენ არსებული რეალობისგან შორს, უსაზღვორებისკენ, ცდილობენ გათავისუფლდნენ საკუთარი რუტინული ცხოვრებისგან ან სულაც სისტემის ბიუროკრატიულობისგან. რეჟისორი, რომლის ნამუშევრებსაც ხშირად კინოს გენიოსების, ვიტორიო დე სიკასა და ლუის ბუნუელის ფილმს ადარებდნენ.

ცნობილი მშობლების შვილს ყურადღება არასდროს აკლდა, როგორც თავად იხსენებს როდესაც დედასთან ნატო ვაჩნაძესთან ერთად ქუჩაში ჩნდებოდა საყოველთო ყურადღებას იქცევდა, კინოსაც ბავშვობიდან ეზიარა და საკუთარი პროფესია და ცხოვრებაც ხელოვნმების ამ დარგს სამუდამოდ დაუკავშირა. როდესაც პატარა იყო რეჟისორი მამისგან პირველი შექებაც დაიმსახურა და უთხრა, რომ მისგან კარგი გამნათებელი გამოვიდოდა, მამას, ნიკოლოზ შენგელაიას გადასაღებ მოედანზეც ხშირად დაყვებოდა და კინოს მაგიაც მალევე აღმოაჩინა.

მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის დამთვარების შემდეგ მოსფილმის დამდგმელი რეჟისორი გახდა, აქვე შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი ფილმით ”ლეგენდა ყინულის გულზე” , მას თოვლის ზღაპარი მოყვა, თამაზ მელიავასთან ერთად კი უკვე ”ქართული ფილმისთვის” თეთრი ქარავნი გადაიღო. წარსული და მოძველებული ადათ-წესების დაცვა იქცა ელდარ შენგელაიას კარიერის გარიჟრაჟზე შექმნილი კიდევ ერთი ფილმის მიქელას მთავარი თემა.

მე ამისგან გავაკეთებ- ეს ფრაზა რეჟისორმა დაუსრულებელი დატოვა , ინტერპრეტაციის საშუალება თავად მაყურებელს მისცა, მარმარილოს სვეტი კი რომელიც აგული ერისთავს მასწავლებელმა , თავად აგულიმ კი თავის მოსწავლეს აჩუქა ფილმში ერთგავარ სიმბოლოდ იქცა. არშემდგარი მოქანადკის ისტორია, რომელიც ომის შემდეგ ყველას მკვრადი გონია. ელდარ შენგელაიასა და რეზო გაბრიაძის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. არაჩვეულებრივი გამოფენა თავისი პერსონაჟებით რეჟისორისთვის ეზოპეს ენად იქცა, რეზო გაბრიაძის და ელდარ შენგელაიას კინოტანდემი საშუალება გახდა იმ დროინდელი ხელისუფლებისთვის თვალი აეხვიათ , ხალხისთვის კი პირიქით თვალი აეხილათ არსებულ რეალობაზე.

ტანდემი შერეკილებით გაგრძელდა. შერეკილები არც დასავლეთში მიფრინავდნენ, არც აღმოსავლეთში და არსად. ისინი, უბრალოდ, მოსწყდნენ იმ რეალობას, რომელშიც ვნახეთ ქვემოთ და ამაღლდნენ ამ რეალობაზე… “მოსწყდნენ იმ რეალობას, სადაც არ იყო თავისუფლება, ამბობს ელდარ შენგელაია , ქრისტეფორესა და ერთაოზს კი ბევრი პირველ საბჭოთა დისიდენტებს უწოდებს, რომელთაც აპატიმრებენ , საგიჟეტში ამწყვედევენ, თუმცა საბოლოოდ მაინც პოულობენ გზას სრული თავისუფლებისკენ. კინოზღაპრის ქვეტექტსი მაშინდელმა ხელისუფლებამ ადვილად გაშიფრა, ამიტომაც სურათის საკავშირო პრემიერა დიდი ხნით შეაჩერეს, ფილმს გრიფი დაადეს, რომლის მიხედვითაც მისი ჩვენება მხოლოდ საქართველოში იყო შესაძლებელი. მსოფლიო კინოფესტივალბზე კი ელდარ შენგელაიას ნამუშევრის ნაცვლად, სხვა საბჭოთა ფილმები იგზავნებოდა.

კლდიაშვილი ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალია, მისი ენა და თემები თითქოს ყველაზე ახლოსაა ჩემთან ამბობს”სამანიშვილის დედინაცვლის ” რეჟისორი, ფილმი კინოეკრანებზე 1978 წელს გამოვიდა.

6 წლიანი პაუზის შემდეგ კი მაყურებელმა ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი ნახა, ისტორია ლპობაშეპარულ სისტემაზე, ბიუროკრატიასა და ხალხზე ვინც ამ წყობას ქმნის. შემგუებლობა, დაუინტერესებლობა -პრობლემები, რომელიც კონკრეტული სახით არცერთ გმირში ჩანს, თუმცა ფილმის ფინალი- ტიპიური საბჭოთა დაწესებულების ნგრევა ფილმში მიმდინარე მოვლენების ლოგიკური ფინალია. ელდარ შენგელაია აქაც ღია ფინალს ტოვებს და მაყურებელს ინტერპრეტაციის საშუალებას უტოვებს. კიდევ ერთი რაც მის ფილმს განუმეორებელს ხდის გია ყანჩელის მუსიკაა, რომელიც იდეალურად ეხმიანება მისი სათქმელს.

საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტად აღირებუული ელდარ შენგელაია 1992 წელს ბერლინის რიგით 42 საერთაოშირისო კინოფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს.

 

გამოცხადებული გროტესკის ქრონიკა

გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი, ან უბრალოდ როგორც მთელი მსოფლიო იცნობს -გაბო. მწერალი, რომელმაც ლათინური ამერიკა ახალი, მაგიური რეალიზმის ენით აალაპარაკა.მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბები რეალურ ისტორიებს ენაცვლება, მან მკითხველი ამოგზაურა მაკონდოში, გააცნო ბუენდიების 100 წლიანი მარტოობის ისტორია, უყვებოდა მთელ მსფოლიოს თავის ნაღვლიან მეძავებზე, პატრიარქზე, რომელსაც შემოდგომა დაუდგა და სიყვარულზე ჟამიანობის პერიოდში.

garcia-marquez1

კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი 1927 წლის 6 მარტს ქალაქ არაკატაკაში დაიბადა. იზრდებოდა ბებია-ბაბუასთან , მის შემოქმედებაზეც ყველაზე დიდი გავლენა, სწორედ ამ ორმა ადმიანმა და არაკატაკაში გატარებულმა ბავშვობის წლებმა მოახდინა. სწორედ ბებია-ბაბუასგან ისმენდა პატარაობისას იმ , ერთი შეხედვით დაუჯერებელ, გროტესკულ ისტორიებს, რომელთაც მოგვიანებით მსოფლიო უკვე მარკესის მოთხრობებიდან ეცნობოდა.

გაბრიელ გარსია მარკესმა კარიერა ჟურნალისტიკიდან დაიწყო, სტატიებს ის სხვადასხვა გამოცემებისთვის წერდა და აქტიურად ეცნობოდა ისეთ მწერლებს, როგორიცაა ვირჯინია ვულფი თუ უილიამ ფოლკნერი.მწერალმა მოგვიანებით თქვა, რომ ამ მსოფლიო კლასიკოსების ხელწერამ მის შემოქმედებასაც თავისი კვალი დაამჩნია. გაბრიელ გარსია მარკესის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო კინოფილმებიც, ამ პერიოდში ჟურნალ გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი რეცენზიებიც.

1955 წელს კი გაზეთში პუბლიკაციის სახით გამოქვეყნდა მარკესის პირველი მოთხრობა ”დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი”. ნაწარმოები რეალურ ფაქტებზე იყო აწყობილი და კოლუმბიის ხელისუფლებაში დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მარკესის, როგორც პოლიტიკური აქტივისტის კარიერაც. კოლუმბიის ხელისუფლებამ მარკესი პერსონა ნონ გრატადაც გამოაცხადა.

გაივლის წლები და კედელთან დასახვრეტად მდგარი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც მამამ პირველად წაიყავანა ყინულის სანახავად- ასე იწყება რომანი, რომელითაც მსოფლიო ყურადღება მარკესმა 1967 წელს მიიპყრო. ამ წელს წიგნის მაღაზიებში ”მარტოობის ასი წელი” გამოჩნდა. წიგნის პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა. ბუენდიების გვარის ცხოვრება თაობიდან თაობამდე და ის მარტოობა, რომელიც მაკონდოში მცხოვრებ ყველაზე ცნობილ ოჯახს თან სდევდა-წიგნმა ავტორს რომულო გალეგოს პრემია მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი მისი ღვაწლი ლიტერატურაში ნობელი პრემიითაც აღინიშნა.

სანტიაგო ნასარის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა კი 1987 წელს რეჟისორმა ფრანჩესკო როსიმ კინოფილმად აქცია, მთავარი როლი კი ბრიტანელმა ვარსკვლავმა რუპერტ ევერეტმა შეასრულა.

1990 წელს მსოფლიო გაბოს ჯანმრთელობის მდგომარეობამ აალაპარაკა. ექიმებმა მწერალ ლიმფური სისხლძარღვების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სწორედ ამ დიაგნოზმა მწერალს მემუარების დაწერა გადააწყვეტინა.

12 წლი შემდეგ უკვე განკურნებულმა მარკესმა მემუარების კრებული გამოაქვეყნა, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა-იცხოვრე რათა მოყვე. წიგნი გამოსვლისთანავე მთელ მსოფლიოში ბესტსელერად იქცა. მაგიური რეალიზმის მტავარი მთხრობელის ბიოგრაფიის გაცნობა მარკესის შემოქმედების მოყვარულებს სამ ტომად შეეძლებათ. მწერალი ორი წლის წინ გარდაიცვალა, საკუთარი ახირებებითა და უცნაურობებით განთქმული ლათინოამერიკული სამყაროს ლიტერატურული პაქტრიარქი სიცოცხლის ბოლო დღემდე უარს ამბობდა ინგლისურად საუბარზე.

gabriel-garcia-marquez